ძებნის შედეგად ნაპოვნია 262 შედეგი
ღვინის ქარხანაში სადეგუსტაციო მიზნებისთვის შეძენილი ღვინოები და საჭმელი, რომელიც დეგუსტაციის პროცესში იხარჯება თანამშრომლების მიერ, რამდენად შეიძლება ეს ჩაითვალოს უსასყიდლოდ გაცემად და ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად? რადგან აღნიშნული ქმედება ეკონომიკური პროცესებისთვის არის აუცილებელი, რამდენად ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით დაბეგვრას?
2021/12
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა
და
მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
შრომითი
პასუხის ნახვა
სსკ 104-ე მუხლის „საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი“ მიხედვით:
„1. ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:
ა) საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი“.
ამ მუხლში საქართველოში დაქირავებით მიღებულ შემოსავალში რა იგულისხმება? ფიზიკურად საქართველოში უნდა მუშაობდეს დაქირავებული? თუ, მაგალითად, დაქირავებული მყავს არარეზიდენტი, რომელიც არ იმყოფება საქართველოში და სხვა ქვეყანაში ახორციელებს თავის ფუნქცია-მოვალეობებს, ეს საქართველოში დაქირავებით მუშაობად რამდენად ჩაითვლება?
2021/12
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა
X ფიზიკურმა პირმა, რომელიც იყო პირველი რიგის მემკვიდრე, რამდენიმე ხნის წინ სხვა სამ ადამიანთან ერთად მიიღო მემკვიდრეობა ამ ფიზიკურმა პირმა ერთ-ერთ სხვა მემკვიდრესთან (კერძოდ, გარდაცვლილი მეუღლის შვილთან, ანუ გერთან) ერთად, ერთმანეთთან მოახდინეს ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია მემკვიდრეობით მიღებული ქონებიდან, ამ მემკვიდრეობის მიღებიდან 11 თვის შემდეგ. კერძოდ, X ფიზიკურმა პირმა მიყიდა მეორე მემკვიდრეს მიწის ნაკვეთი 30000 ლარად, ხოლო ამ მემკვიდრემ მას მიყიდა ბინიდან წილი ასევე 30000 ლარად. მემკვიდრეობის მიღებიდან ორი წელი ჯერ არ გასულა. რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოიქმნება X ფიზიკური პირის მიმართ?
2021/12
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი
ქონება
პასუხის ნახვა
რუსეთში ერთ-ერთ შუამავალ ფიზიკურ პირს ვუხდით ბონუსს, რუსეთში მის მიერ მოძიებული კომპანიებიდან მიღებული შეკვეთების მიხედვით და ასევე ყოველთვიურად ფიქსირებულ თანხას ხელფასის სახით.
გადასახადების კუთხით რა უნდა დავუკავოთ, არარეზიდენტის საშემოსავლო? თუ გადასახადების დაკავება არ გვევალება?
2021/12
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა
ყოველ წელს თანამშრომლებისათვის ვაკერინებთ ჩვენი საწარმოს ლოგოთი ბრენდირებულ ტანსაცმელს (შარვალს წარწერა არ აქვს, ჩვეულებრივი სამუშაო შარვალია). როგორც მოვიქცეთ დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის კუთხით 2021 წელს? თითოეულ თანამშრომელზე გავანაწილოთ დაბეგვრა?
2021/12
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა
და
მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
შრომითი
პასუხის ნახვა
იურიდიულმა პირმა, რომლის საქმიანობაც არის სამშენებლო ბიზნესი, 2021 წლის აპრილში გამოაცხადა (ელექტრონულად, რეკლამის ფარგლებში, ასევე სხვა საინფორმაციო საშუალებით) აქცია, რომ თუ 1 აპრილიდან 30 დღის განმავლობაში მოხდებოდა ბინის შეძენა, კვ.მ ფართის ფასი განისაზღვრა სხვა პერიოდში ღირებულების (საბაზრო ფასის) 20%-ით ნაკლები ოდენობით. აპრილის საანგარიშო პერიოდში კომპანიის დირექტორის მიერ, ასევე სხვა თანამშრომლების მიერაც მოხდა ბინების შეძენა ამ აქციის ფარგლებში.
თანამშრომლებზე ბინების მიწოდებისას, ხომ არ დაეკისრება კომპანიას სხვაობის თანხაზე (სხვა პერიოდებში ღირებულების 20%-ის თანხიდან) საგადასახადო ვალდებულება როგორც მოგების გადასახადის, ასევე დღგ-ის მიზნებისთვის?
თუ დაბეგვრის მიზნით საბაზრო ფასი უნდა ავიღოთ, ამ შემთხვევაში როგორ განისაზღვრება საბაზრო ფასი, რადგან აპრილის თვის შემთხვევაში საბაზრო ფასი აღნიშნული კომპანიისთვის შეადგენს სხვა თვეებთან შედარებით 20%-ით ნაკლებს?
თუ ჩაითვლება, რომ მიწოდება უნდა განხორციელებულიყო საბაზრო ფასით?
როგორც ვიცით, სხვა კომპანიებთან გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად ტანსაცმლის მიწოდებისას, როდესაც გამოცხადებულია კვირაში ერთხელ კონკრეტულ დღეს ფასდაკლება, ამ დღის პერიოდში თანამშრომლების მიერ აღნიშნული საქონლის შეძენისას ღირებულებად არ ითვლება სხვა დღეებში არსებული ღირებულება.
2021/11
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
მშენებლობა
რეკლამა
და
მარკეტინგი
უძრავი
ქონება
პასუხის ნახვა