ძებნის შედეგად ნაპოვნია 262 შედეგი

პერიოდულად კონტრაქტორი არამეწარმე ფიზიკური პირები გვიწევენ ღვინის ტრანსპორტირების მომსახურებას კახეთიდან თბილისამდე (სატრანსპორტო საშუალება ჩვენ არ გვეკუთვნის), რომლის დროსაც ჩვენ მათ ვუხდით როგორც მომსახურების საფასურს, ასევე ვაძლევთ საწვავს გახარჯვის შესაბამისად, რომლის დროსაც საწვავის ღირებულებას განვიხილავთ როგორც სარგებელს და ვბეგრავთ საშემოსავლო გადასახადით და ასევე დღგ-ით. გვაინტერესებს, თუ ჩვენ ამ ფიზიკურ პირებთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას, სადაც დავაფიქსირებთ, რომ ეს ტრანსპორტირება მოხდება კომპანიის კუთვნილი საწვავით, ასევე მათ მიერ ყოველი შესრულებული მარშრუტისას ისინი წარმოადგენენ მარშრუტის დაწყებისას და დასრულებისას ოდომეტრის მაჩვენებლებს, განვლილ მანძილს და გახარჯულ საწვავს შესაბამისი მანძილიდან გამომდინარე (ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისი ფორმით), ეს ხომ მოგვცემს იმის უფლებას, აღარ განვიხილოთ აღნიშნული საწვავის მიწოდება სარგებლად და არ დავბეგროთ ეს ოპერაცია საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით?

2021/09
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
საწვავი
პასუხის ნახვა

გვაქვს ასეთი შემთხვევა: ინდმეწარმე 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ეკონომიკურ საქმიანობაში იყენებდა საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. შეძენიდან 1.5 წლის შემდგომ აპირებს რეალიზაციას. ამასთან, როგორც ძირითადი საშუალება 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით გამოქვითული აქვს სრულად სსკ 112-ე მუხლის თანახმად. გვაინტერესებს: 1) მიწოდების შემთხვევაში აქვს თუ არა უფლება (მიუხედავად სამეწარმეო საქმიანობისა (წერია ფიზიკური პირი, ანუ იგულისხმება მეწარმეც და სხვა ფიზიკური პირი) და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების შემთხვევისა) სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოიყენოს სსკ 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ.ბ“ პუნქტით განსაზღვრული შეღავათი (საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი)? 2) თუ აქვს უფლება შეღავათის გამოყენების, ამ შემთხვევაში გამოქვითული ხარჯი შეამციროს სსკ 106-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტის (მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შემთხვევისა) თანახმად? ვფიქრობთ, რომ რადგან 2020 წელს იყენებდა ეკონომიკურ საქმიანობაში 1 წლის განმავლობაში, ამ შემთხვევაში 2021 წლის წლიურ დეკლარაციაში უნდა აღადგინოს (ძირითადი საშუალების მიმართ, გარდა უძრავი აქტივისა, ამორტიზაციის ხარჯი გადანაწილდება 5 წელი, დაახლოებით როგორც დღგ-ის მიზნებისთვის) 4 წლის გამოქვითული ხარჯი, რადგან 5 წლის შემდგომ რომ მიეწოდებინა, თუ შეძლებდა შეღავათის გამოყენებას სსკ-ის 82-ე მუხლით, ამ შემთხვევაში ხარჯს აღარ შეამცირებდა.

2021/09
საშემოსავლო გადასახადი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

საქართველოს შპს სარგებლის სახით ბეგრავს თანამშრომლისთვის დაქირავებულ საიჯარო ფართებს და მათ მიერ მოხმარებულ კომუნალურებს. დეკლარირება უნდა მოახდინონ თვის ბოლო რიცხვით შესაბამისი წესით, მაგრამ კამათი წარმოიშვა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადაზე. კომუნალური გადასახდელების ხარჯი ცნობილი არაა და თვის პირველ რიცხვებში აქვთ მონაცემები, რასაც წინა თვის ბოლო თარიღით ადეკლარირებენ, რადგან წინა თვის მოხმარებაა. საშემოსავლო გადასახადის გადახდა ასეთი სახის განაცემებზე წარმოებს მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის (დეკლარირების თარიღისთვის). ასეთი შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანების პირადი მიზნებით სარგებლობისთვის და სხვა რამე განსხვავებული წესი ცნობილია თქვენთვის, რომ გადახდა გადავიდეს მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის?

2021/09
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა

ჩვენს კომპანიას ჰყავს ერთი მძღოლი, რომელსაც აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. ხშირად უწევს ჩვენს საწარმოს მომსახურებას და საკმაოდ დიდი თანხები გვაქვს გადარიცხული, რომელსაც არ ვბეგრავ გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ვეჭვობ, რომ თვითონ არ ბეგრავს ჩვენ მიერ მიღებულ თანხებს. ამის გამო, შეიძლება ჩვენს საწარმოს რამე პრობლემა შეექმნას?

2021/08
საშემოსავლო გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

შპს-ს მისი დამფუძნებელი რეზიდენტი ფიზიკური პირისაგან იჯარით აღებული აქვს მიწა საბაზროსთან შედარებით დაბალ ფასად. ხომ არ ქმნის ეს რამე საგადასახადო პრობლემას?

2021/08
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა

სსკ 101-ე მუხლის „ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები“ 21 პუნქტის მიხედვით, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. გვაინტერესებს, თუ პირობითად თანამშრომლის ხელფასი შეადგენს (სარგო) 2500 ლარს (საპენსიოს გარეშე), და თუ ამ თანამშრომელმა პირადი სარგებლობისთვის გამოიყენა კომპანიის ავტომობილი (ძრავის მოცულობა 2500 სმ3-ზე ნაკლები), ხოლო თანამშრომელს ხელზე მივეცით ხელფასი 2000 ლარი, დეკლარაციაში მივუთითეთ 2500 ლარი და სარგებელი (დეკლარაციის „დ“ დანართში) 100 ლარი, რომელიც არ შედის მის ხელფასში, ვალდებულია თუ არა კომპანია ავტომობილის სარგებლობაზე დარიცხული საშემოსავლოს ოდენობა 100 ლარი, რადგან მისი ხელფასიდან ის არ კავდება, ასევე დამატებით ჩათვალოს სარგებლად და დაიბეგროს (100/0.80) ანუ 2500+125 ლარი მთლიანობაში (საპენსიოს არ ვგულისხმობთ)?

2021/07
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა