ძებნის შედეგად ნაპოვნია 241 შედეგი
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიწის ნაკვეთის მფლობელებს დაურიგა ვაუჩერები, რომელთა საშუალებით 1 ლიტრ დიზელს საბაზროზე 1 ლარით ნაკლებ ფასად იძენენ. უშუალოდ ჩვენი კომპანიის სახელზე რაც იყო, ის უკვე გავანაღდეთ. ანგარიშ-ფაქტურა გამოგვიწერეს გადახდილი ფასის შესაბამის ღირებულებაზე და აქ რამე პრობლემა არ დგას.
ახლა ვაუჩერებს ვყიდულობთ გარეშე ფიზიკური პირებისგან (როგორც ჩანს. ფ/პ-ებს სრულად არ გამოუყენებიათ). მათი განაღდება ბენზინგასამართ სადგურებზე უპრობლემოდ ხდება, მაგრამ ანგარიშ-ფაქტურებს ვერ გვიწერენ, რადგან ვაუჩერი ჩვენი კომპანიის სახელზე არ არის. შესაბამისად, გვიჩანს საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა, მაგ. 300 ლარი და ვიცი, რომ ეს საწვავის შესაძენად დაიხარჯა, მაგრამ რადგან თანამშრომლის გავლით ხდება ამ თანხების ხარჯვა, ვთვლი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრად. უშუალოდ ვაუჩერში რას უხდიან ამ პირებს და საწვავში რას იხდიან, არ ვიცი. აღნიშნული თანხები რომ არ დაიბეგროს, გვინდა მიღება-ჩაბარების აქტები გავაფორმოთ ფ/პ-ებთან ჯამურ გადახდილ თანხაზე. ეს რამდენად არის შესაძლებელი?
2020/07
საშემოსავლო გადასახადი
საწვავი
სოფლის
მეურნეობა
პასუხის ნახვა
ინდმეწარმემ დაიბრუნა ბიუჯეტიდან ზედმეტობა და ახლა უნდა, რომ პირადი მოხმარებისთვის გამოიყენოს ეს თანხა. როგორ უნდა აღვრიცხოთ ეს (პირადი მოხმარებისთვის თანხის აღება) ბუღალტერიაში?
2020/07
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
პასუხის ნახვა
დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ შეუკვეთა მაისურები და კეპები ფირმის ლოგოთი. შემდგომში აპირებს მათ დარიგებას (უსასყიდლოდ) თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე. რა გადასახადებით დაიბეგრება შპს თითოეულ შემთხვევაში? გთხოვთ მოგვწეროთ შესაძლო ბუღალტრული გატარებები.
2020/07
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
რეკლამა
და
მარკეტინგი
პასუხის ნახვა
ფიზიკური პირი (საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული), რომელიც მუშაობდა ესტონეთში და შრომითი დაქირავების ფარგლებში ეწეოდა პროგრამულ მომსახურებას უწყვეტად, თუკი განახორციელებს ამავე მომსახურებას იგივე კომპანიაში თბილისიდან, ამ შემთხვევაში:
1) ესტონეთთან თუ გვაქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო ხელშეკრულება?
2) რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოექმნება ამ ფიზიკურ პირს?
3) მომსახურების გაწევის ადგილად რა ჩაითვლება?
2020/07
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა
დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა შპს-ში შეიტანა 10000 ლარი. მხოლოდ 10000 ლარის გატანას შეძლებს დაუბეგრავად, თუ დარიცხულ პროცენტსაც? საბაზრო პროცენტი, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, თუ 10%-ია, ამ 1000 ლარსაც გაიტანს დაუბეგრავად?
2020/07
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
სესხები,
პროცენტები
პასუხის ნახვა
თანამშრომლისათვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა არ იბეგრება საშემოსავლოთი, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სამუშაომდე მისვლა შეუძლებელია, ან დიდ დროსთანაა დაკავშირებული. ამავე პრინციპით, თუ სამუშაო ადგილს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ დაქირავებული ვერ შეძლებს გამოკვებას და ამიტომ დამქირავებელი უზრუნველყოფს მის კვებას, შეგვიძლია არ დავბეგროთ საშემოსავლო გადასახადით?