ძებნის შედეგად ნაპოვნია 241 შედეგი
გვაქვს ასეთი შემთხვევები:
1) აპრილში გავეცი მარტის ხელფასი, თუმცა აპრილის ხელფასის გაცემას არ ვაპირებ. რადგან აპრილის დეკლარაციაში განაცემი მიფიქსირდება, 200 ლარიანი შეღავათი აპრილის თვეზე არ ეკუთვნით?
2) აპრილში არ მიფიქსირდება გაცემა და მაისში ვაძლევ აპრილის ხელფასს. ანუ, აპრილის დეკლარაციაში ვერ მოხვდა და მოხვდა მაისის დეკლარაციაში. თვეზე 200 ლარიანი კომპენსაცია ეკუთვნით? არცერთი თვე არ „ჩაგვიგდია“, უბრალოდ ასე დაემთხვა, რომ მარტის ხელფასი მივეცი 31 მარტს და ამიტომ განაცემი არ დაფიქსირდა აპრილში.
შეიძლება 1200 ლარი „ხელზე“ ასაღები ხელფასის მქონე დასაქმებული პირი განხილულ იქნას საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებულთა კატეგორიაში (ვგულისხმობთ იმათ, ვისზეც 750 ლარამდე ხელფასს არ ბეგრავთ საშესავლოთი)?
1) „დაქირავებულთა სხვადასხვა ფორმით ორგანიზებულ გადაყვანასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოიქმნება“ – ხომ არ ნიშნავს ეს, რომ როდესაც ვქირაობ მძღოლს, ფიზიკურ პირს, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების ორგანიზებულ გადაყვანას სახლიდან სამუშაო ადგილზე და პირიქით, საშემოსავლო გადასახადი კომპანიამ არ უნდა გადაიხადოს?
2) თუ მძღოლი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონეა, მოგების გადასახადის ხარჯისაგან ხომ არ მათავისუფლებს?
2020/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა
კომპანიას ჰყავს დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც ამავე დროს თავის დამქირავებელს იჯარით (ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე) გადასცემს დროებით მფლობელობაში საკუთრებაში არსებულ მსუბუქ ავტომობილს და ამავე ავტომობილის გამოყენებით ასრულებს თავის შრომით მოვალეობებს. შეიძლება თუ არა, რომ კომპანიამ და ამ თანამშრომელმა მოილაპარაკონ და დათქვან ასეთი რამ:
1) კომპანიას ავტომობილი ფაქტობრივ მფლობელობაში გადაეცემა მხოლოდ რაღაც განსაზღვრული დღეების განსაზღვრულ საათებში, ხოლო სხვა დროს ფაქტობრივი სარგებლობის უფლება ითვლება შეჩერებულად და მესაკუთრე უფლებამოსილია ქონება განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ? ანუ პრინციპულად ასეთი რამ შესაძლებლად მიგაჩნიათ?
2) ფაქტობრივ სარგებლობაში გადაცემის საათებში შესაბამისი საგზურების წარმოების საფუძველზე მართლზომიერი იქნება თუ არა გახარჯული საწვავის პირდაპირ ხარჯებში ჩამოწერა (დაუბეგრავად, გონივრულობის ფარგლებში)?
3) თუკი ფაქტობრივ სარგებლობაში ყოფნის საათები ემთხვევა ამავე დაქირავებული თანამშრომლის (ანუ ჩემს) სამუშაო საათებს და მხარეები აცხადებენ, რომ ამ დროის პერიოდში თანამშრომელი არაა დაკავებული პირადი საქმეებით – ეს გარემოება დაიცავს თუ არა კომპანიას ავტომობილის გამოყენებისათვის სექტემბრის თვიდან დაწესებული ე.წ. ახალი დაბეგვრისაგან – საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან?
პასუხის გასაცემად, ვთქვათ, რომ დაქირავებულის სამუშაო საათები ფიქსირებულია და განსაზღვრულია კვირის კონკრეტული დღეების კონკრეტული დროის მონაკვეთით და სამუშაო საათებში პირადი მიზნებისათვის სარგებლობის დამადასტურებელი სხვა რაიმე მკაფიო გარემოებაც არ არსებობს.
ვიცით, რომ ნორმა ახალია და ჯერ არც საგადასახადო პრაქტიკაა ცნობილი, თუმცა ჩვენ თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს.
2020/04
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
საწვავი
შრომითი
პასუხის ნახვა
ინდმეწარმეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომ უხდის ბანკის პროცენტის თანხას (სესხის თანადაფინანსებას), ეს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში როგორ აისახება? სამინისტრო ჩვენ გვირიცხავს და მერე ბანკს ჩვენ ვუხდით.
2020/04
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
სესხები,
პროცენტები
პასუხის ნახვა
2019 წელს მამამ შვილს, რომელიც ინდმეწარმე ფიზიკური პირია, აჩუქა სავენახე მიწა. ეს როგორ უნდა აისახოს ან რა ფასად? დაიბეგრება თუ არა?
2020/03
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
უძრავი
ქონება
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა