ძებნის შედეგად ნაპოვნია 262 შედეგი
სამშენებლო კომპანიამ ბარტერის გზით 24 ბინა ასაშენებელ კორპუსში გაუცვალა ფიზიკურ პირს სხვა მიწის სანაცვლოდ. ანუ, ამ მიწაზე არ ხდება აღნიშნული კორპუსის მშენებლობა. აღნიშნულ 24 ბინაზე გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. ასევე, აღნიშნული გაცვლის (ბარტერის) ფაქტიდან გასულია 2 წელზე მეტი.
1) თუკი, სამშენებლო კომპანია აღნიშნული 24 ბინიდან 4 ბინას (რომლებიც ჯერ ე.წ. „ჰაერია“) გადაუფორმებს აღნიშნულ ფიზიკურ პირს საკუთრების უფლებით, ხოლო შემდგომ ეს ფიზიკური პირი (ფაქტობრივად მეორე დღესვე) ამ 4 ბინას გაყიდის, ამ შემთხვევაში რა გადასახადებით დაიბეგრება როგორც ფიზიკური პირი, ასევე სამშენებლო კომპანია?
2) თუკი, სამშენებლო კომპანია აღნიშნული 24 ბინიდან 5 ან მეტ ბინას (რომლებიც ჯერ ე.წ. „ჰაერია“) გადაუფორმებს აღნიშნულ ფიზიკურ პირს საკუთრების უფლებით. ხოლო შემდგომ ეს ფიზიკური პირი (ფაქტობრივად მეორე დღესვე) ამ 5 ან მეტ ბინას გაყიდის, ამ შემთხვევაში რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი?
3) თუკი, სამშენებლო კომპანია აღნიშნული 24 ბინიდან 4 ბინას (რომლებიც ჯერ ე.წ. „ჰაერია“) გადაუფორმებს აღნიშნულ ფიზიკურ პირს საკუთრების უფლებით, ხოლო შემდგომ ეს ფიზიკური პირი (ფაქტობრივად მეორე დღესვე) ამ 4 ბინას გაყიდის და ასევე გაყიდის დანარჩენი 20 ბინიდან ერთის ან რამდენიმეს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას (უფლება), ამ შემთხვევაში, რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი?
4) თუკი, სამშენებლო კომპანია და ფიზიკური პირი შეიტანენ ცვლილებას მათ შორის გაფორმებულ აღნიშნულ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში (ან რამდენიმე ხელშეკრულებაში) და ვთქვათ N სართულზე არსებული ბინის ნაცვლად წინარე ნასყიდობაში ჩაწერენ P სართულზე არსებულ ბინას, ისე, რომ ეს ბინები სართულების გარდა სხვა მახასიათებლებით ფაქტობრივად ერთი და იგივე იქნება, ეს ცვლილება რაიმე დაბეგვრას გამოიწვევს (როგორც ფიზიკური პირის, ასევე სამშენებლო კომპანიის მხრიდან)?
2020/08
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არამატერიალური
აქტივები
ბარტერი
მშენებლობა
პასუხის ნახვა
1) თუ იურიდიულმა პირმა გასცა სესხი თანამშრომელზე (პირობითად 6000 ლარი 1 წლით), როგორ ხდება დაბეგვრა? უპროცენტო სესხი შეიძლება? თუ საბაზრო პროცენტით უნდა იყოს? საბაზრო არის 20% ახლა, როგორც ვიცი.
2) თუ არ არის თანამშრომელი და იურიდიულმა პირმა გასცა სესხი ფიზიკურ პირზე, აქ მაქსიმალურად სწორი როგორ იქნება? ვგულისხმობთ გადასახადების კუთხით.
2020/08
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები,
პროცენტები
პასუხის ნახვა
როდესაც კომპანიას ვაწვდით პროდუქციას დეგუსტაციის მიზნით უსასყიდლოდ, რაზეც იწერება შიდა გადაზიდვის ზედნადები მის მისამართზე, სადაც არ ჩანს, რომ ეს შპს-ს მივაწოდეთ, მოგების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება თუ საშემოსავლოთი?
2020/08
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
პასუხის ნახვა
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიწის ნაკვეთის მფლობელებს დაურიგა ვაუჩერები, რომელთა საშუალებით 1 ლიტრ დიზელს საბაზროზე 1 ლარით ნაკლებ ფასად იძენენ. უშუალოდ ჩვენი კომპანიის სახელზე რაც იყო, ის უკვე გავანაღდეთ. ანგარიშ-ფაქტურა გამოგვიწერეს გადახდილი ფასის შესაბამის ღირებულებაზე და აქ რამე პრობლემა არ დგას.
ახლა ვაუჩერებს ვყიდულობთ გარეშე ფიზიკური პირებისგან (როგორც ჩანს. ფ/პ-ებს სრულად არ გამოუყენებიათ). მათი განაღდება ბენზინგასამართ სადგურებზე უპრობლემოდ ხდება, მაგრამ ანგარიშ-ფაქტურებს ვერ გვიწერენ, რადგან ვაუჩერი ჩვენი კომპანიის სახელზე არ არის. შესაბამისად, გვიჩანს საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა, მაგ. 300 ლარი და ვიცი, რომ ეს საწვავის შესაძენად დაიხარჯა, მაგრამ რადგან თანამშრომლის გავლით ხდება ამ თანხების ხარჯვა, ვთვლი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრად. უშუალოდ ვაუჩერში რას უხდიან ამ პირებს და საწვავში რას იხდიან, არ ვიცი. აღნიშნული თანხები რომ არ დაიბეგროს, გვინდა მიღება-ჩაბარების აქტები გავაფორმოთ ფ/პ-ებთან ჯამურ გადახდილ თანხაზე. ეს რამდენად არის შესაძლებელი?
2020/07
საშემოსავლო გადასახადი
საწვავი
სოფლის
მეურნეობა
პასუხის ნახვა
ინდმეწარმემ დაიბრუნა ბიუჯეტიდან ზედმეტობა და ახლა უნდა, რომ პირადი მოხმარებისთვის გამოიყენოს ეს თანხა. როგორ უნდა აღვრიცხოთ ეს (პირადი მოხმარებისთვის თანხის აღება) ბუღალტერიაში?
2020/07
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
პასუხის ნახვა
დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ შეუკვეთა მაისურები და კეპები ფირმის ლოგოთი. შემდგომში აპირებს მათ დარიგებას (უსასყიდლოდ) თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე. რა გადასახადებით დაიბეგრება შპს თითოეულ შემთხვევაში? გთხოვთ მოგვწეროთ შესაძლო ბუღალტრული გატარებები.
2020/07
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
რეკლამა
და
მარკეტინგი
პასუხის ნახვა