ძებნის შედეგად ნაპოვნია 241 შედეგი

კომპანიამ, რომელიც აშენებს და ყიდის საცხოვრებელ ფართებს, ძირითად საშუალებად დაიტოვა ერთი საოფისე და სამი საცხოვრებელი ფართი. კომპანიას ჰყავს არარეზიდენტი დამფუძნებლები, რომლებიც ხშირად ჩამოდიან საქართველოში და ეს საცხოვრებელი ფართები განკუთვნილია მათ მოსასვენებლად. საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, იმავდროულად დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია. ეს ეხება საოფისე ფართს, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში, გვაქვს თუ არა უფლება დარიცხული დღგ იმავდროულად ჩავითვალოთ? და მეორე, ალბათ ეს უნდა განვიხილოთ დამფუძნებლებისთვის, ინვესტორებისთვის (არარეზიდენტისათვის) გაწეულ მომსახურებად და დავბეგროთ საშემოსავლოთი და უკუდაბეგვრის დღგ-ით?

2019/10
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
მშენებლობა
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

სააქციო საზოგადოება გეგმავს მისი ერთ-ერთი მსხვილი აქციონერისაგან – რეზიდენტი ფიზიკური პირისაგან, რომელსაც აქციების 20%-ზე ნაკლები ეკუთვნის, საკუთარი აქციების გამოსყიდვას. დაიბეგრება თუ არა ეს ოპერაცია?

2019/10
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ბათუმური შპს-ის დირექტორს, რომელიც ასევე არის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხშირად უწევს ჩამოსვლა ბათუმში. შესაბამისად ხდება ტრანსპორტირების და სასტუმროს ხარჯის ანაზღაურება შპს-ის ფულადი სახსრებიდან. რამდენად იქნება კომპანიის მხრიდან მართებული, რომ მივლინების ხარჯად ვაღიაროთ დირექტორის მიერ გაწეული ზემოთ აღნიშნული ხარჯი? თუ შეუძლებელია მივლინების ხარჯად აღიარება, ამ შემთხვევაში როგორ დავბეგროთ აღნიშნული ხარჯი?

2019/10
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

1) თუ შპს იყიდის შენობა-ნაგებობებისაგან თავისუფალ მიწას ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისაგან, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი, როგორ და რა განაკვეთით დაიბეგრება ეს ფიზიკური პირი? 2) როგორც დაიბეგრება შპს, თუ ამ მიწაზე ააშენებს შენობა-ნაგებობებს: ა) საკუთარი მიზნებისთვის გამოსაყენებლად; ბ) გასაყიდად? 3) თუ ეს შპს ამ მიწაზე არაფერს გააკეთებს და არც იჯარით გასცემს, მაშინ ხომ არ დაიბეგრება ეს შპს მიწის შესყიდვის ფასიდან სსკ 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით?

2019/09
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
იჯარა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ შპს-ს. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ობიექტებზე ხშირად დღეში რამდენიმეჯერ გვიწევს მისვლა და დათვალიერება, რამდენად იცავენ მუშები უსაფრთხოების ნორმებს. ვინაიდან შპს-ს ავტომანქანები არ ჰყავს, თანამშრომლებთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ისინი მოგვემსახურებიან თავიანთი მანქანებით, ხოლო შპს უზრუნველყოფს საწვავით (ვაძლევთ საწვავის ტალონებს). როგორ გავაკონტროლოთ საწვავის ხარჯვა? ასეთი ხელშეკრულების შემთხვევაში ვთავისუფლდები თუ არა საშემოსავლო გადასახადისაგან? როგორ ჩავითვალო საწვავი ხარჯებში?

2019/09
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
საწვავი
პასუხის ნახვა

გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირი (ქმარი), რომელიც დღგ-ის გადამხდელია, ფლობს შენობას და ინვენტარს (სასტუმროსთვის), და იყენებს მას შესაბამისად. თუ სასტუმროს მართვას/მენეჯმენტს განახორციელებს მისი მეუღლე (ცოლი), რამდენად რეალურია ასეთი სქემა და რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოიქმნება ამ დროს (ორივე მხარისთვის)? შეიძლება თუ არა ცოლი დარეგისტრირდეს როგორც ახალი გადამხდელი და მან განახორციელოს სასტუმროს მართვა ისე, რომ ძირითადი საშუალებები დარჩეს ქმრის სახელზე? თუ არა, განიხილება თუ არა ამ შემთხვევაში საკუთრების უფლების გადაცემა მეუღლეებს შორის ყიდვა-გაყიდვის გარეშე დასაბეგრ ოპერაციად?

2019/09
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა