ძებნის შედეგად ნაპოვნია 258 შედეგი

ღვინის მწარმოებელ შპს-ში, რომელსაც სამი დირექტორი ჰყავს, გაიმართა კორპორატიული წვეულება, გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული თანამშრომლები, რომლებსაც გადაეცათ პრიზები. ეს ხარჯები თითოეულ მონაწილეზე გადავანაწილო (იდენტიფიცირებას დრო სჭირდება) და ასე დავბეგრო საშემოსავლოთი, თუ ერთიანად გავანაწილო კომპანიის დირექტორებზე (სამივეზე ან ორ მათგანზე)?

2020/02
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

კომპანიის დამფუძნებლებს (ერთი ფიზიკური პირია, ხოლო მეორე – იურიდიული) შემოაქვთ სესხები თანხის საჭიროებიდან გამომდინარე. ხელშეკრულებები თითოეულ გამსესხებელზე ცალ-ცალკე თანხებზე უნდა გაკეთდეს? უპროცენტო სესხის გაცემა ხომ შეიძლება?

2020/02
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

1) შპს „ა“-მ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ შპს-ს (რომლის შემოსავალი ამავე საქმიანობიდან არ არის 200000 ლარზე მეტი) გადაურიცხა ავანსი 2019 წლის მაისში 15000 ლარი. დასაბეგრია თუ არა მოგების გადასახადით ავანსად გადახდილი თანხა 2019 წლის მაისის პერიოდში? სმფ მიღებულ იქნა 2019 წლის აგვისტოში. 2) სსკ 82-„ც“ მუხლის თანახმად, არ იბეგრება საშემოსავლოთი 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200000 ლარს არ აღემატება. რადგან არ არის მითითებული კალენდარული წელი, ერთობლივი შემოსავალი ხომ არ ითვლება სხვადასხვა წლების ბრუნვის 200000 ლარზე მეტი (ანუ 2017-ში თუ აქვს მიღებული შემოსავალი 190000 ლარი, ხოლო 2018-ში – 15000 ლარი, ანუ ჯამურად 200000 ლარს რადგან სცდება ამავე საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, დაიბეგრება გადახდის წყაროსთან გაცემული ხელფასი)? დასაბეგრი ხომ არ არის ამ შემთხვევაში გაცემული ხელფასი? 3) შპს, რომელიც ეწევა სოფლის მეურნეობას და ამავე საქმიანობიდან არ აქვს შემოსავალი 200000 ლარზე მეტი, ფიზიკურ პირზე თუ გასცა ხელფასი, დასაბეგრია გადახდის წყაროსთან (ვინაიდან სსკ 82-1-„ც“ მუხლი გულისხმობს, ჩემი აზრით ფიზიკურ პირს, რომელიც ეწევა სოფლის მეურნეობას, მის მიერ გაცემულ ხელფასზეა საუბარი სხვა ფიზიკური პირის მიმართ და არა იურიდიული პირის მიერ გაცემულ ხელფასზე)?

2020/02
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სოფლის მეურნეობა
შრომითი
პასუხის ნახვა

როდესაც კომპანიის კუთვნილი ავტომობილი (ავტომობილის ძრავი 2500 სმ3-3500 სმ3) თანამშრომლის მიერ გამოყენებულია არასამსახურებრივი მიზნებისთვის, კომპანია ვალდებულია გადაიხადოს 200 ლარი საშემოსავლოს სახით. რადგან აღნიშნული მიიჩნევა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად, მას ეხება თუ არა საპენსიო შენატანები, და ვალდებულია თუ არა კომპანია გადაიხადოს საპენსიო სააგენტოში 4% (თანამშრომლის და კომპანიის კუთვნილი 2-2%)?

2020/01
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

რა ბუღალტრული გატარებები კეთდება უსასყიდლოდ გაცემულ საწარმოს პროდუქციაზე, როცა: 1) პროდუქცია უსასყიდლოდ გაიცემა თანამშრომელზე; 2) პროდუქცია უსასყიდლოდ მიეწოდება სხვა პირს; 3) პროდუქციის მიწოდება სადეგუსტაციოდ, რეალიზაციის გაზრდის მიზნით ხდება კომპანიის მყიდველებსა და შემკვეთებზე?

2020/01
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

გაზის აფეთქებისაგან დაზარალებულ ოჯახს გამგეობა უხდის ბინის ქირის კომპენსაციას (ოჯახს ბინის მეპატრონესთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გამგეობა უხდის გამქირავებელს ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას). მაინტერესებს, გამქირავებელმა უნდა გადაიხადოს ამ თანხიდან საშემოსავლო თუ არა?

2020/01
საშემოსავლო გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა