ძებნის შედეგად ნაპოვნია 262 შედეგი

არარეზიდენტი ფიზიკური პირი 2017 წლის იანვრიდან ფლობს 100% წილს საქართველოს შპს-ში. ამჟამად მას სურს, ამ წილის 50% მიყიდოს ან აჩუქოს კომპანიის დირექტორს, რომელიც ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირია. როგორ დაიბეგრება ეს ოპერაცია? რა საგადასახადო რისკები შეიძლება წარმოიშვას?

2019/12
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

დეველოპერმა გააფორმა მიწის რამდენიმე მეპატრონე ფიზიკურ პირთან ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის შესახებ, სადაც ერთ-ერთი მუხლი შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: 1) დეველოპერი საკუთრებაში გადასცემს პირველ მხარეს 800 კვ.მ ფართს შავი „კარკასის“ მდგომარეობით, გადასაცემი ფართის საერთო ფართობის 50%-ს A კორპუსში, ხოლო დარჩენილ 50%-ს ანუ 400 კვ/მ საცხოვრებელ ფართს – B კორპუსში. 2) პირველი მხარე მიიღებს უძრავი ქონების 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში, უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხვის დღეს არსებული ეროვნული კურსით, შემდეგი წესით: ა) 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში მეორე მხარის მიერ მშენებლობის ნებართვის მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა; ბ) 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში მშენებლობის მიმდინარეობისას, მერვე სართულის ფილის დასხმის შემდეგ არაუგვიანეს 45 დღისა. 3) პირველი მხარე მიიღებს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში, კომპენსაციის სახით, მშენებლობის დაწყებიდან ყოველთვიურად. კომპენსაციის გაცემა შეწყდება შენობის გადახურვის დასრულებისთანავე. მაინტერესებს, კომპენსაციის სახით ყოველთვიურად გაცემული 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარში დაბეგვრას ექვემდებარება? და თუ კი, მაშინ გთხოვთ მიგვითითოთ, რა სახით უნდა დაიბეგროს.

2019/11
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ბარტერი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი გვიწევს მომსახურებას, კერძოდ, თავისი ტრაქტორით სავენახე მიწის მოსწორების სამუშაოებს. საშემოსავლო გადასახადით უნდა დავბეგროთ?

2019/11
საშემოსავლო გადასახადი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

კომპანიამ, რომელიც აშენებს და ყიდის საცხოვრებელ ფართებს, ძირითად საშუალებად დაიტოვა ერთი საოფისე და სამი საცხოვრებელი ფართი. კომპანიას ჰყავს არარეზიდენტი დამფუძნებლები, რომლებიც ხშირად ჩამოდიან საქართველოში და ეს საცხოვრებელი ფართები განკუთვნილია მათ მოსასვენებლად. საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, იმავდროულად დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია. ეს ეხება საოფისე ფართს, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში, გვაქვს თუ არა უფლება დარიცხული დღგ იმავდროულად ჩავითვალოთ? და მეორე, ალბათ ეს უნდა განვიხილოთ დამფუძნებლებისთვის, ინვესტორებისთვის (არარეზიდენტისათვის) გაწეულ მომსახურებად და დავბეგროთ საშემოსავლოთი და უკუდაბეგვრის დღგ-ით?

2019/10
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
მშენებლობა
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

სააქციო საზოგადოება გეგმავს მისი ერთ-ერთი მსხვილი აქციონერისაგან – რეზიდენტი ფიზიკური პირისაგან, რომელსაც აქციების 20%-ზე ნაკლები ეკუთვნის, საკუთარი აქციების გამოსყიდვას. დაიბეგრება თუ არა ეს ოპერაცია?

2019/10
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ბათუმური შპს-ის დირექტორს, რომელიც ასევე არის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხშირად უწევს ჩამოსვლა ბათუმში. შესაბამისად ხდება ტრანსპორტირების და სასტუმროს ხარჯის ანაზღაურება შპს-ის ფულადი სახსრებიდან. რამდენად იქნება კომპანიის მხრიდან მართებული, რომ მივლინების ხარჯად ვაღიაროთ დირექტორის მიერ გაწეული ზემოთ აღნიშნული ხარჯი? თუ შეუძლებელია მივლინების ხარჯად აღიარება, ამ შემთხვევაში როგორ დავბეგროთ აღნიშნული ხარჯი?

2019/10
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა