ძებნის შედეგად ნაპოვნია 262 შედეგი

1) თუ შპს იყიდის შენობა-ნაგებობებისაგან თავისუფალ მიწას ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისაგან, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი, როგორ და რა განაკვეთით დაიბეგრება ეს ფიზიკური პირი? 2) როგორც დაიბეგრება შპს, თუ ამ მიწაზე ააშენებს შენობა-ნაგებობებს: ა) საკუთარი მიზნებისთვის გამოსაყენებლად; ბ) გასაყიდად? 3) თუ ეს შპს ამ მიწაზე არაფერს გააკეთებს და არც იჯარით გასცემს, მაშინ ხომ არ დაიბეგრება ეს შპს მიწის შესყიდვის ფასიდან სსკ 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით?

2019/09
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
იჯარა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ შპს-ს. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ობიექტებზე ხშირად დღეში რამდენიმეჯერ გვიწევს მისვლა და დათვალიერება, რამდენად იცავენ მუშები უსაფრთხოების ნორმებს. ვინაიდან შპს-ს ავტომანქანები არ ჰყავს, თანამშრომლებთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ისინი მოგვემსახურებიან თავიანთი მანქანებით, ხოლო შპს უზრუნველყოფს საწვავით (ვაძლევთ საწვავის ტალონებს). როგორ გავაკონტროლოთ საწვავის ხარჯვა? ასეთი ხელშეკრულების შემთხვევაში ვთავისუფლდები თუ არა საშემოსავლო გადასახადისაგან? როგორ ჩავითვალო საწვავი ხარჯებში?

2019/09
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
საწვავი
პასუხის ნახვა

გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირი (ქმარი), რომელიც დღგ-ის გადამხდელია, ფლობს შენობას და ინვენტარს (სასტუმროსთვის), და იყენებს მას შესაბამისად. თუ სასტუმროს მართვას/მენეჯმენტს განახორციელებს მისი მეუღლე (ცოლი), რამდენად რეალურია ასეთი სქემა და რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოიქმნება ამ დროს (ორივე მხარისთვის)? შეიძლება თუ არა ცოლი დარეგისტრირდეს როგორც ახალი გადამხდელი და მან განახორციელოს სასტუმროს მართვა ისე, რომ ძირითადი საშუალებები დარჩეს ქმრის სახელზე? თუ არა, განიხილება თუ არა ამ შემთხვევაში საკუთრების უფლების გადაცემა მეუღლეებს შორის ყიდვა-გაყიდვის გარეშე დასაბეგრ ოპერაციად?

2019/09
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ფიზიკური პირი „M“ 2017 წლის 25 დეკემბრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს უძრავ ქონებას – საკადასტრო კოდი 72.06.11.426.01.500, ფართი 466,10 კვ.მ. შპს-ს (ს/კ 428884433) იჯარით აქვს აღებული ეს ფართი 2018 წლის 4 აგვისტოდან. შპს ფუნქციონირებს როგორც სასტუმრო ანუ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. მაინტერესებს, რომელი ვარიანტი უფრო მართებული იქნება შემდეგ სიტუაციაში: „M“-მა გაყიდოს ქონება, როგორც ფიზიკურმა პირმა თუ შპს-მ? თუ როგორც ფიზიკური პირი გაყიდის, როგორ დაიბეგრება? მაგალითად, თუ გაყიდა 500 000 ლარად. თუ საწესდებო კაპიტალში შეიტანა, მაშინ? ან თუ შპს-მ გაყიდა, მაგ შემთხვევაში როგორ დაიბეგრება?

2019/09
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

საქართველოს მოქალაქეს, არამეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც 2019 წელთან მიმართებაში საქართველოს რეზიდენტია, აქვს ლეგალურ საკუთრებაში ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში, რომელიც შეძენილია სხვა ქვეყანაში და ინახება ასევე სხვა ქვეყანაში. ამ ხელოვნების ნიმუშის გაყიდვა იგეგმება წელს საზღვარგარეთის ერთ-ერთ ქვეყანაში (მყიდველი – არარეზიდენტი იურიდიული პირია), ხოლო გაყიდვის თანხა ჩაირიცხება გამყიდველი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე საქართველოში, ან, შესაძლოა, ჩაირიცხოს მისი მეუღლის, რომელიც არარეზიდენტია, საბანკო ანგარიშზე საქართველოში. რა გადასახადებით დაიბეგრება ეს გაყიდვა?

2019/08
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

შპს-ის (რომელიც დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“) დირექტორმა შექმნა-დაწერა კომპიუტერული პროგრამა. ამ პროგრამით მოემსახურება ჩვენი შპს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ჩვენ ამ პროგრამას განვიხილავთ როგორც არამატერიალურ აქტივს. ვთქვათ, დირექტორს გადავუხადეთ პროგრამაში 1000 ლარი. ბუღალტრულ გატარებებში ავსახავ: არამატერიალური აქტივის – პროგრამის აღიარება: დ-ტი 2520 კ-ტი 3112 1000 ლარი; დარიცხულია საშემოსავლო 20 პროცენტი: დ-ტი 3112 კ-ტი 3320 200 ლარი. გადახდა: დ-ტი 3112 კ-ტი 1110 800 ლარი; საშემოსავლოს გადახდა: დ-ტი 3320 კ-ტი 1210 200 ლარი; როცა რეალიზაცია მოხდება აღნიშნული პროგრამის, ბუღალტრულად ავსახავ: დ-ტი 1410 კ-ტი 6110 1250=, დ-ტი 1410 კ-ტი 3330 225=. წლის ბოლოს მოგება-ზარალის ანგარიშგების შედგენისათვის: დ-ტი 6110 კ-ტი 5330 1250=, დ-ტი 5330 კ-ტი 5310 1250=. დივიდენდის გაცემის დროს: დ-ტი 5310 კ-ტი 3420 1250=; მოგების გადასახადი 15% – 1250*15%=187.50; დ-ტი 9210 კ-ტი 3310 187.50; საშემოსავლო დივიდენდიდან 5%: დ-ტი 3420 კ-ტი 3320 53.12 დივიდენდის გაცემა: დ-ტი 3420 კ-ტი 1110 1009.38. გთხოვთ გვიპასუხოთ, რამდენად სწორია ჩვენი გატარებები? საპენსიოთი დაბეგვრა ჩვენს შემთხვევას ეხება თუ არა?

2019/08
საშემოსავლო გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
პასუხის ნახვა