ძებნის შედეგად ნაპოვნია 254 შედეგი

შპს-მ ისესხა არარეზიდენტი იურიდიული პირისგან თანხა, რაზეც მას დაერიცხა პროცენტი. პერიოდის შემდეგ არარეზიდენტმა იურიდიულმა პირმა ეს მოთხოვნა (სესხი და მასზე დარიცხული %) გადასცა რეზიდენტ ფიზიკურ პირს. ახლა შპს-ს სასესხო ვალდებულება აქვს რეზიდენტი ფიზიკური პირის წინაშე. რამდენი პროცენტით უნდა დაბეგროს შპს-მ, როდესაც რეზიდენტ ფიზიკურ პირს გადაუხდის ზემოთ აღნიშნულ სესხზე დარიცხული %-ს? შპს %-ის თანხას უხდის რეზიდენტ ფიზიკურ პირს.

2019/04
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

უბედური შემთხვევებისაგან თანამშრომლების სავალდებულო დაზღვევაზეც ვრცელდება საპენსიო შენატანების დაკავების/დარიცხვის ვალდებულება?

2019/03
საშემოსავლო გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
დაზღვევა
შრომითი
პასუხის ნახვა

შპს-მ უნდა გასცეს 2013-2014-2015 წლების დივიდენდები, თანხით ვთქვათ X ლარი. 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე დარიცხულია და შესაბამისად გადახდილია მოგების გადასახადი, თანხით ვთქვათ Y ლარი. მაინტერესებს ამ ოპერაციის ბუღალტრული გატარებები და საგადასახადო ვალდებულებები.

2019/03
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ გადასულ შპს-ს. მიმწოდებლებისაგან შესყიდვის ჩეკების ნაწილი დაკარგულია. ვაპირებთ გავატაროთ მათი გადახდა და რადგან გადახდის საბუთი არ მაქვს, დავბეგროთ მოგების გადასახადით. სწორია ეს თუ არა?

2019/03
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შრომითი
პასუხის ნახვა

შპს დაფუძნდა 2018 წელს. ჰყავს ერთი დამფუძნებელი – 100% წილის მფლობელი ფიზიკური პირი, რომელმაც გარკვეული თანხა შეიტანა კომპანიის სალაროში და კომპანიის საბანკო ანგარიშებზე. ახლა მას უნდა, რომ ამოიღოს კაპიტალში შეტანილი თანხის ნახევარი (დაიბრუნოს შეტანილი თანხა). რა დოკუმენტებია ამისთვის საჭირო და დაიბეგრება თუ არა დამფუძნებელი ან/და შპს გადახდის წყაროსთან?

2019/02
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს უნდა ჩაებარებინა თუ არა 2019 წლის იანვარში 2018 წლის განაცემთა შესახებ წლიური ინფორმაცია? ადრე ამის შესახებ შეტყობინებას გვიგზავნიდნენ, წელს კი შეტყობინება აღარ მოსულა.

2019/02
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა