ძებნის შედეგად ნაპოვნია 250 შედეგი
იუსტიციის სახლში შპს-ის დარეგისტრირებისას დამფუძნებელმა საწესდებო კაპიტალში დააფიქსირა შენობა და შენობაში განთავსებული დანადგარები.
ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, იჯარით გაქირავდა შპს-ის კუთვნილი ზემოთ აღნიშნული შენობა სხვა შპს-ზე.
წლის ბოლოს შპს-ს მოგება არ დაუფიქსირდა, რადგან იჯარით გაცემულ ძირითად საშუალებებს ცვეთა დაარიცხა და ასახა ხარჯებში, თუმცა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი დარჩა.
თუ შეიძლება, რომ სალაროში დარჩენილი ნაღდი ფულიდან დამფუძნებელს რომ დაუბრუნდეს თანხა შპს-ში ჩადებული საწესდებო კაპიტალის თანხის შესამცირებლად? და თუ შეიძლება, რა გადასახადები დაეკისრება შპს-ს?
2025/03
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა
ჩვენი კომპანიის (დღგ-ის გადამხდელი ღვინის ქარხანა) მოწვევით საფრანგეთიდან ჩამოდის მეღვინე, მასტერკლასების ჩასატარებლად. ეს ფიზიკური პირი მომავალშიც დროდადრო ჩამოვა ხოლმე, აპირებენ მასთან ხელშეკრულების გაფორმებასაც.
ავიაბილეთები ჩვენ უნდა შევუძინოთ და რაიმე გადასახადით ხომ არ მოგვიწევს დაბეგვრა?
2025/03
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა
შპს-ის (საზოგადოებრივი კვების ობიექტია) ტერიტორიაზე მოხდა ასეთი სიტუაცია: ბავშვს დაარტყა დენმა ელექტრობოძიდან. საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა. მოხდა პოლიციაში ამ სიტუაციის თაობაზე განცხადების შეტანა მშობლის მხრიდან, მაგრამ პროცესი არ გაგრძელებულა და მოხდა შეთანხმება ბავშვის მშობელთან, რომლის საფუძველზეც შპს-ს დაეკისრა გადასახდელად კომპენსაცია 40000 ლარის ოდენობით, როგორც „ინციდენტით გამოწვეული ზიანის კომპენსაცია“. ამასთან, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს, რომ ბავშვის მხარე „უარს აცხადებს ყოველგვარი სამოქალაქო თუ სისხლის სამართლებრივი მოთხოვნის წარდგენაზე“ და თანახმაა, „რომ არც შპს და არც მისი ხელმძღვანელი პირები არ იქნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში“. როგორ დაიბეგრება ეს თანხა?
2025/02
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა
1) თუ თანამშრომელს პროდუქციას მივყიდით საბაზრო ფასზე დაბალი ფასით, რა იქნება დასაბეგრი თანხა დღგ-ის მიზნებისთვის და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის?
2) თუ თანამშრომელს პროდუქციას ვაჩუქებთ, რა იქნება დასაბეგრი თანხა დღგ-ის მიზნებისთვის და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის?
2025/02
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
შრომითი
პასუხის ნახვა
სამშენებლო კომპანიაში, მომსახურებას გვიწევს ფიზიკური პირი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დარეგისტრირებულია ინდმეწარმედ.
ამ პირზე გაცემულია თანხები და დაბეგრილია საშემოსავლოთი, დაკავებულია საპენსიო დაზღვევის თანხებიც. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არის გატარებული როგორც მომსახურება 20%-იანი დაბეგვრით. ამ შემთხვევაში დაჯარიმდება სამშენებლო კომპანია? რა სახის გადასახადები დაეკისრება სამშენებლო კომპანიას? სწორია თუ არა საპენსიო დაზღვევის შენატანის დაკავება? ეს ფიზიკური პირი ისევ იმუშავებს ჩვენს კომპანიაში და როგორც მეუბნებიან, ჩვენთან უნდა დადეკლარირდეს მისი შემოსავალი. შეგვიძლია ისევ ასე გავაგრძელოთ მასთან ურთიერთობა?
2025/02
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა
საშემოსავლო გადასახადით სამშენებლო სამუშაოების დაბეგვრის წესი, რაც შეიცვალა მცირე ბიზნესის მეწარმეებზე, ტექნიკის იჯარაზეც უნდა გავრცელდეს თუ არა?