ძებნის შედეგად ნაპოვნია 250 შედეგი

საქართველოში დიპლომატიური ორგანიზაციის (საელჩოს) ადგილობრივი თანამშრომლები როგორ და რა პერიოდულობით იხდიან საშემოსავლო გადასახადს მიღებული ხელფასებიდან?

2025/02
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

საქართველოს კომპანიამ თავისი დაქირავებული თანამშრომელი გაუშვა საზღვარგარეთ კომპანიის მიზნებისათვის, სადაც ის თითქმის მთელი წელი (360 დღე) იმყოფებოდა. შეგვიძლია თუ არა მას ავუნაზღაუროთ სამივლინებო ხარჯები, დამტკიცებული ნორმების მიხედვით?

2025/02
საშემოსავლო გადასახადი
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

საკითხი შეეხება საქართველოს რეზიდენტ საფეხბურთო კლუბს, რომლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შპს. ფეხბურთელების მოზიდვის მიზნით, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს არარეზიდენტ საფეხბურთო კლუბებთან (კომპანიები) და მოლაპარაკების ორგანიზებას უზრუნველყოფენ შუამავალი პირები. კითხვებზე პასუხები გვაინტერესებს მხოლოდ საგადასახადო კუთხით: 1) არარეზიდენტი საფეხბურთო კლუბისაგან ფეხბურთელის შეძენა უნდა განვიხილოთ როგორც „საქონლის“ შეძენა თუ როგორც არამატერიალური აქტივის შეძენა? 2) არარეზიდენტი საფეხბურთო კლუბისაგან ფეხბურთელის სასყიდლიანი იჯარის ფორმით ჩამოყვანის შემთხვევაში, როგორ გადავწყვიტოთ ყოველთვიური იჯარის ღირებულების უკუდაბეგვრის დღგ-ით და არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი? 3) როგორ გადაწყდება არარეზიდენტი შუამავალი პირების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების უკუდაბეგვრის დღგ-ით და არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი: - როცა არარეზიდენტი იურიდიული პირია; - როცა არარეზიდენტი ფიზიკური პირია? 4) რეზიდენტი შუამავალი ფიზიკური პირების შემთხვევაში არსებობს თუ არა რაიმე სახის შეზღუდვა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევაზე? ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციით ეს საშუამავლო მომსახურება არ ექვემდებარება არც ლიცენზირებას და არც ნებართვას.

2025/01
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

შპს-მ ისესხა დამფუძნებლიდან 1000 აშშ დოლარი, როცა კურსი იყო 2.20 ანუ 2200 ლარის ეკვივალენტი. გარკვეული პერიოდის შემდეგ შპს-მ ლარის ანგარიშიდან დაფარა ეს სესხი 1000 აშშ დოლარი, როცა კურსი იყო 3.0, ანუ დამფუძნებელს გადაუხადა ძირი თანხა 3000 ლარი. წარმოშობილი კურსთაშორისი სხვაობა 800 ლარი ხომ არ იბეგრება საშემოსავლოთი, ან მოგების გადასახადით ამ შპს-ისთვის?

2025/01
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ერთ-ერთ რესტორანში თანამშრომლებისთვის გაიმართა კორპორაციული ღონისძიება, რაზეც მიმწოდებელმა გამოაგზავნა დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა. კომპანიამ ეს დღგ არ ჩაითვალა, გაწეული ხარჯი კი დაბეგრა მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით (როგორც ხელფასთან გათანაბრებული განაცემი), თუმცა არ დაბეგრა დღგ-ით, ვინაიდან ჩათვლა არ მიუღია. როგორია თქვენი პოზიცია ამ შემთხვევაში? როგორ გესმით სსკ 1601 მუხლის მოთხოვნები? თანამშრომლებზე უსასყიდლოდ მომსახურების მიწოდებისას დღგ-ით დაბეგვრისთვის ვაკვირდებით დღგ-ის ჩათვლის ფაქტს თუ არა? კომპანიამ უნდა ჩაითვალოს და დაბეგროს? თუ, რადგან ჩათვლილი არაა, პრობლემა არ დგას?

2025/01
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

ფიზიკურმა პირმა წლიური ქონების გადასახადის დეკლარირებისას, უნდა გაითვალისწინოს თუ არა ყოფილი მეუღლისაგან მიღებული ალიმენტის თანხა?

2024/10
საშემოსავლო გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა