ძებნის შედეგად ნაპოვნია 392 შედეგი

ინდმეწარმის მიერ მობილურ სატელეფონო საუბრებზე დახარჯული თანხები შეიძლება აღიარდეს მისი ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად?

2024/06
საშემოსავლო გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

2024 წელს შეიქმნა ა(ა)იპ „XXX-მოწყობილობების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაცია“, რომლის დამფუძნებელი ყველა წევრი არის იურიდიული პირი (შპს), რომელიც ამ სახის საქმიანობას ეწევა. ერთ-ერთი წევრია ჩვენი კომპანიაც, რომელიც ასევე აღნიშნული საქმიანობით არის დაკავებული. ასოციაციის წესდების მიხედვით, ასოციაციის საქმიანობის მიზანია: * XXX-მოწყობილობების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, დანერგვის საკითხში აქტიური თანამშრომლობა; * დისტრიბუციას დაქვემდებარებული XXX-მოწყობილობების შემოტანა-რეგისტრაციის წესის განსაზღვრა; * XXX სფეროში დისტრიბუციას დაქვემდებარებული პროდუქციის შეფასება, ანალიზი; * კანონით ნებადართული სხვა საქმიანობები. ჩვენი კომპანია, როგორც წევრი, ამ ასოციაციას ყოველთვე უხდის საწევრო გადასახადს 900 ლარს. ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას ჩვენ მიერ გადარიცხული საწევრო გადასახადი?

2024/06
დღგ
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

გვაინტერესებს, არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვა, რომ კომპანიამ საკუთარი საქონელი გაყიდოს კერძო პირზე მხოლოდ ინვოისის საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება მხოლოდ მყიდველის სახელი და გვარი, სასაქონლო ზედნადების გაწერის გარეშე, მით უფრო, თუკი მყიდველი არ ითხოვს სასაქონლო ზედნადებს? ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული რაიმე პრობლემას საგადასახადო კუთხით? არსებობს თუ არა რამე შეზღუდვა საქონლის ინვოისით გაყიდვაზე (რაოდენობა, თანხა და ა.შ.)?

2024/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

როცა დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი რეზიდენტი შპს ყიდულობს არარეზიდენტი აქციებს ან/და წილს, ეს იბეგრება მოგების გადასახადით სსკ 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ პუნქტით: „მუხლი 982. გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის… 3. მოგების გადასახადით იბეგრება: ვ) არარეზიდენტის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის კაპიტალში შენატანი ან აქციის/წილის (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციისა/წილისა) შესაძენად განხორციელებული გადახდა“. მაგრამ თუკი რეზიდენტი ფიზიკური პირი იყიდის არარეზიდენტი იურიდიული პირის აქციებს ან/და წილს, ეს ხომ არ დაიბეგრება რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის რამეთი?

2024/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

მყიდველთა მოსაზიდად საქართველოში ვატარებთ ახალი პროდუქტების პრეზენტაციას. პრეზენტაციას ადგილობრივებთან ერთად ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები − როგორც პოტენციური მყიდველები, ისე იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა პროდუქტების დისტრიბუციასაც ჩვენ ვახორციელებთ. ადგილობრივ საწარმოებში პროდუქტების გასაცნობად და ტესტირებისთვის ვატარებთ შეხვედრებს. ამ დროს ყოველი ჩატარებული სემინარის დღეს გვიწევს შესაბამისი თანმხლები ხარჯების ანაზღაურება, როგორიცაა მონაწილეთა კვების (რესტორანი, წასახემსებელი (ყავის) შესვენება), ტრანსპორტირების, საჩუქრების, გართობის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან ზოგი ხარჯი საბუთის გარეშეა (მაგ., ტაქსის, გართობის). ხარჯების ოდენობის გამო, გვსურს, რომ მათი ნაწილი გაიღოს სხვა ურთიერთდაკავშირებულმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელიც ასევე დაინტერესებულია ჩვენი გაყიდვების გაზრდაში. რა სახით შეგვიძლია ამ კომპანიის ინვოისის წარმოდგენა და როგორ იბეგრება აღნიშნული ტრანზაქცია?

2024/05
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

ვართ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი შპს. გვინდა, რომ Alibaba.com ვებგვერდიდან შევიძინოთ საქონელი. ამისათვის, აღნიშნულ ვებგვერდს გადავურიცხეთ საქონლის საფასური ავანსად სრულად. საქონელი სხვა თვეში ჩამოვა. ხომ არ დაიბეგრება აღნიშნული გადარიცხვა მოგების გადასახადით? ალიბაბას მიერ გამოგზავნილ ინვოისში მათ მისამართად სხვა ქვეყანაა დაფიქსირებული, თუმცა როგორც ჩვენ „დავგუგლეთ“, ჩვენი აზრით Alibaba.com უნდა იყოს კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული.

2024/05
მოგების გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა