ჩვენმა საწარმომ ააშენა და გახსნა ახალი მაღაზია, რომელიც უკვე მუშაობს, თუმცა საჯარო რეესტრში ჯერ დარეგისტრებული არ არის. ანუ, ექსპლუატაციაში არ არის შესული ჯერ, ბუღალტრულად ასე ითვლება?
გასული 2023 წლის ივლისის, აგვისტოს და ნოემბრის თვეებში საპენსიო სააგენტოდან დაბრუნებული იქნა საპენსიო სქემიდან გასული პირების საპენსიო შენატანის თანხები (როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის წილი). ჯამში დასაქმებულების წილი შეადგენს დაახლოებით 1200 ლარს.
ჩვენი კომპანიის მიერ ამ პირებთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებების პირობით განსაზღვრული იყო „ხელზე“ გასაცემი თანხის ოდენობა, რომელიც საპენსიო დაზღვევის შენატანების არარსებობის შემთხვევაშიც იგივე იქნებოდა. ამიტომ, ჩვენთვის დაბრუნებული პენსიის თანხების გაცემა ფიზიკურ პირებზე არ მომხდარა და სრულად ვაღიარეთ შემოსავლად.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის 17.02.2023 წ. №001 ბრძანების თანახმად, მიღებული თანხები უნდა დაბრუნებულიყო დასაქმებულებისათვის 10 დღეში, რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა, ზემოხსენებული არგუმენტის გათვალისწინებით. გვსურს დავაზუსტოთ, რამდენად იზიარებთ ჩვენს მიდგომას?
ღვინის ქარხანაში (აღრიცხვისთვის იყენებს მსს ფასს-ს), თავის დროზე, მიზერულ ფასად შეძენილია ყურძნის მიმღები ბუნკერი, რომელიც ამჟამად ბუღალტრულად გაცვეთილია. ახლა წარმადობის გასაზრდელად მოხდა მისი რემონტი, რომლის ღირებულება 1000 ლარია.
არსებულ ბუნკერზე მოხდება ამ თანხის კაპიტალიზება თუ მისი სადმე ცალკე დასმა (აღრიცხვა)?
დღგ-ის გადამხდელი კომპანია, რომელიც მსს ფასს-ის მიხედვით აწარმოებს აღრიცხვა-ანგარიშგებას, ყიდის ტექნიკას (ვთქვათ, „ბობკეტი“) იჯარა-გამოსყიდვის წესით. ექვსი თვის განმავლობაში ხდება გადახდა, საიდანაც ოთხი ერთ კალენდარულ წელშია, დანარჩენი ორი კი – მეორეში. დგება საკითხი, რომელი წლის შემოსავლებს რა თანხა უნდა მივაკუთვნოთ? თუ იჯარად ჩავთვლით, ცხადია ყოველთვიურად ავიღებთ შემოსავალში, მაგრამ ეს ამრუდებს სურათს, კერძოდ მეორე წელს მიღებული ორი თვის შემოსავალი „ბობკეტის“ თვითღირებულებაზე ნაკლებია და გამოდის, მეორე წელს ზარალი მიგვიღია. თუ რეალიზაციად ჩავთვლით, როცა საკუთრების უფლება მყიდველზე გადადის, მაშინ პირველი ხუთი გადახდა შინაარსობრივად ავანსია და სრული შემოსავალი თუ ბოლო გადახდისას უნდა დაფიქსირდეს, მაშინ პირველი ხუთი თვის დეკლარაციებში ეს თანხები ხომ არ უნდა ავსახოთ გრაფაში: „საქონელზე მიწოდებამდე ანაზღაურებულ თანხად“? შესაბამისად, ხომ არ დადგება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის საკითხი?
წიწილების რეალიზაციის დროს გამოყენებული და არდაბრუნებული ყუთების ჩამოსაწერად, რამდენად მისაღებია №1159 „მენუალის“ გამოყენება? აღნიშნული „მენუალი“ ეხება დღგ-ის ჩათვლას, მაგრამ ყუთების ჩამოწერის დროს შეიძლება მას დავეყრდნოთ?
საწარმომ, რომელიც 10 წელია, არ მუშაობს, მიმდინარე წელს გაყიდა ქონება. ამონაგები წლის ბოლოს შეუერთდებოდა სხვა შემოსავალს დაბეგვრის მიზნით, თუკი ასეთი იქნებოდა, მაგრამ ცხადია არ იქნება. დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს მოგების განაწილება წინასწარ, ჩაბარდა ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაცია და გადავიხადეთ გადასახადები. ეს შეცდომა ხომ არ არის და სანქციებს ხომ არ გამოიწვევს, ან როგორ გამოვასწოროთ?