ძებნის შედეგად ნაპოვნია 595 შედეგი

ჩვენს კომპანიას, რომელიც დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“, სამედიცინო დანადგარების არარეზიდენტი მიმწოდებლის (არ არის ოფშორული კომპანია, არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) წინაშე აღებული აქვს შემდეგი ვალდებულება: როდესაც მყიდველი ჩვენგან ყიდულობს ახალ დანადგარს და აბრუნებს ძველს, გაანადგუროს ეს ძველი დანადგარი ადგილზე. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ახალი დანადგარის მიწოდებისას არარეზიდენტმა მიმწოდებელმა გადაგვახდევინა 30000 ევრო როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფი დეპოზიტი. ძველი დანადგარის განადგურების შემდეგ, როცა ეს მოხდება, ეს 30000 ევრო დაგვიბრუნდება უკან, თუმცა ამ თანხის გადარიცხვაზე რამე წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობს, მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა. დაიბეგრება თუ არა მოგების გადასახადით არარეზიდენტისთვის გადახდილი ეს დაბრუნებადი დეპოზიტი?

2025/12
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

შპს-მ, რომელსაც ჰყავს ორი დამფუძნებელი ფიზიკური პირი, ესპანეთში გახსნა ფილიალი, სამშენებლო კომპანია და იქ დარეგისტრირდა, როგორც მუდმივი დაწესებულება. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგება გადმოირიცხა შპს-ში და იქ, ესპანეთში დაიბეგრა მოგების გადასახადით. კომპანიამ ფიზიკურ პირებზე გასცა დივიდენდი და მხოლოდ გადახდის წყაროსთან დაბეგრა 5%-ით, არ დაბეგრა მოგების გადასახადით (რადგან მოგების გადასახადით დაიბეგრა ესპანეთში). გვაინტერესებს, რამდენად სწორი იყო კომპანიის ქმედება?

2025/12
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ქართულმა კომპანიამ, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, შეიძინა მზის სისტემის პანელები. შედეგად, კომპანია არ მოიხმარს გარე მომწოდებლებისგან შეძენილ ელექტროენერგიას და ელექტროენერგიის საჭიროებას იკმაყოფილებს დამოუკიდებლად – საკუთარი წყაროდან. გარდა ამისა, შესაძლოა წარმოიქმნას შემთხვევა, როდესაც კომპანია დააგენერირებს ელექტროენერგიას ჭარბად, რაც გადააჭარბებს მისი საქმიანობისთვის საჭირო მოცულობას. გთხოვთ, განმარტოთ: 1) როგორ ხდება ჭარბი ელექტროენერგიის საგადასახადო დაბეგვრა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მას გადასცემს/მიჰყიდის გარე პირებს (მაგალითად, ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაში ჩართვის ან სხვა ფორმით რეალიზაციის გზით)? 2) რა ბუღალტრული აღრიცხვის წესები უნდა იქნეს გამოყენებული ელექტროენერგიის შიდა მოხმარებისთვის (შესაბამისად, როდესაც იგი არ იქმნება რეალიზაციისთვის)? 3) ელექტროენერგიის რეალიზაციის შემთხვევაში, არსებობს თუ არა რამე რეგისტრაციის, საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის ან რაიმე სხვა კონკრეტული სავალდებულო პროცედურა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ ჭარბი ელექტროენერგიის წარმოშობისა და/ან შესაძლო გადაცემის/გაყიდვის შემთხვევაში?

2025/12
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ღვინის ქარხანაში 50-ტონიანი წყლის რეზერვუარი (ავზი) ბალანსზე არ იყო აღრიცხული თავის დროზე და მერე ჩემ მიერ იქნა დასმული 0.01 ლარად. ახლა მოხდა მისი დემონტაჟი და სავარაუდოდ ჯართია. 1) დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯი, სად გავუშვა? მსს ფასს-ით ვსარგებლობთ. 2) ჯართად აღიარება ასეთი გატარებებით შეიძლება? დ-ტი 6199/ძს რეალიზაცია კ-ტი 2189/ავზი 0.01; დ-ტი 2289/ავზის ცვეთა კ-ტი 6199 0.01; დ-ტი 1694/ჯართი 8193 ჯართის საბაზრო ფასი.

2025/12
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ღვინის კომპანიის ლაბორატორიის ბალანსზე ირიცხება კოლბები, პიპეტი, ცილინდრი, სინჯარები, რომელთა თვითღირებულება (ერთეულის) 1-დან 100 ლარამდე ფარგლებში მერყეობს. ყოველთვიურად ნაშთს აკლდება, იმტვრევა, იმსხვრევა... ასევე გვაქვს ისეთი ხელსაწყოები, მაგალითად, რეფრაქტომეტრი, PH-მეტრი, რომელთა ღირებულება 150-დან 200 ლარამდე მერყეობს. როგორ უნდა მოხდეს მათი აღრიცხვა, რა ანგარიშზე გატარდეს შესყიდვა და ასევე მტვრევა, მსხვრევის აღრიცხვა (ბუღალტრული გატარება)?

2025/12
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

დეკემბრის თვეში სააქციო საზოგადოებას მომსახურება გაუწია ოფშორში რეგისტრირებულმა უცხოურმა კომპანიამ, რომელსაც აქვს შესაბამისი ქვეყნის რეზიდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მომსახურების ღირებულება შეადგენს 100 000 (პირობითად) აშშ დოლარს, ხოლო მომსახურების საგანი გულისხმობს კონკრეტულ ბიზნეს-სექტორში, რეგიონული და საერთაშორისო ბაზრების შესწავლას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ანგარიშის მომზადებას. თანხის ნაწილი გადახდილ იქნა წინასწარ დეკემბრის თვეში, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდა მოხდა იმავე თვის ბოლოს, როდესაც განხორციელდა ზემოხსენებული ანგარიშის მოწოდება. სააქციო საზოგადოებას არ აქვს ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული ოპერაციები. გთხოვთ, გვიპასუხოთ შემდეგ კითხვებზე: 1) რა გადასახადებით დაიბეგრება სააქციო საზოგადოება და რა პერიოდში? 2) ხარჯში უნდა გატარდეს აღნიშნული მომსახურების თანხა, თუ აყვანილ იქნეს არამატერიალურ აქტივად? 3) არის თუ არა იმის რისკი, რომ აღნიშნული მომსახურების მიზნობრიობა, სააქციო საზოგადოების მოცულობისა და ეკონომიკური საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ დადგეს და გადაკვალიფიცირდეს, როგორც მოგების გადასახადით დასაბეგრი ოპერაცია?

2025/12
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა