ძებნის შედეგად ნაპოვნია 560 შედეგი
1) ჩვენს კომპანიას, რომელიც არის შპს, ინდმეწარმე მცირე ბიზნესის სტატუსით გვიწევს საშუამავლო მომსახურებას. გვაქვს მხოლოდ ხელშეკრულება, არ გვაქვს არც ინვოისი და არც მიღება-ჩაბარების აქტი. გთხოვთ მიპასუხოთ, რა საგადასახადო რისკები არსებობს, თუ არ მექნება ინვოისი?
2) ჩვენს კომპანიას, რომელიც არის შპს, ინდმეწარმე მცირე ბიზნესის სტატუსით გვიწევს საშუამავლო მომსახურებას, რომელსაც, როგორც ვიცი, არ ადეკლარირებს და არ იხდის გადასახადს. არსებობს რამე რისკი ჩვენი შპს-ისთვის?
2025/08
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა
ინდმეწარმესთან მუშაობს მისი ძმა, მეუღლე და შვილი. მათ ხელფასს არ უხდის. მაინტერესებს, ვალდებულია თუ არა ინდმეწარმე შეიყვანოს ისინი დაქირავებულ პირთა რეესტრში?
ჩვენს კომპანიას აქვს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები, პროპორციით 15/85. როდესაც მე დავარიცხავ დღგ-ს ძირითადი საშუალების რემონტზე სსკ 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რემონტის შესაბამის ნაწილზე, რა მოსდის ამ დარიცხულ დღგ-ის თანხას შემდგომში: არ ვითვლი საერთოდ, თუ მას ნაწილობრივ ჩავითვლი 5 წლის განმავლობაში ყოველი წლის დასაბეგრი და ჩათვლის უფლების გარეშე გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების პროპორციის მიხედვით დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში, როგორც ეს სსკ 177-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ პუნქტით არის განსაზღვრული?
ქართულ კომპანიას აქვს განზრახვა, შეიძინოს ტყის მასივი დანიაში, დანიური კომპანიისგან. აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიას ჰყავს ერთი და იგივე დამფუძნებელი – ფიზიკური პირი, რომელიც არის დანიაში რეზიდენტი. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია შემდეგთან დაკავშირებით: საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, რა საგადასახადო ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას საქართველოში აღნიშნული გარიგების განხორციელებისას? გთხოვთ, განმარტოთ საკითხი ორი განსხვავებული სცენარისთვის:
I ვარიანტი: ტყის შეძენა ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის (მაგალითად, ხე-ტყის მოპოვება, გასხვისება, იჯარა და ა.შ.) მიზნით;
II ვარიანტი: ტყის შეძენა ხდება მხოლოდ ფლობის მიზნით, მისი გამოყენების ან ეკონომიკური სარგებლის მიღების გარეშე.
ასევე გთხოვთ, მიუთითოთ, არსებობს თუ არა კონკრეტული შეზღუდვები, სიფრთხილის წესები ან საინფორმაციო განცხადების წარდგენის მოთხოვნა მსგავსი გარიგებების შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო სამსახურის მხრიდან?
2025/08
მოგების გადასახადი
უძრავი
ქონება
შეფასება
და
აუდიტი
პასუხის ნახვა
ჩვენი კომპანია ახალ სავაჭრო სასაქონლო ნიშნებს არეგისტრირებს ევროპაში, რისთვისაც შვეიცარიულ პატენტბიუროს ვურიცხავთ თანხას შვეიცარიულ ფრანკებში. ხელშეკრულება არ გვაქვს. რა გადასახადებით უნდა დაიბეგროს?
1) თუ კომპანიას ჰყავს ხანდაზმული მევალეები (3 წელი და მეტი) და აქამდე არ მიუმართავს სასამართლოსთვის აღნიშნული დავალიანების ამოღების მიზნით, ხოლო ხანდაზმულობიდან გამომდინარე უკვე აზრიც არ აქვს სასამართლოზე მიმართვას, მიუღებელი თანხები მაინც ჩაითვლება დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას, როგორც „დებიტორული დავალიანების შესახებ“ 2024 წლის მეთოდურ მითითებაშია აღწერილი? რამდენად აქვს აზრი აღნიშნული თანხის ამოღებაზე სასამართლოსთვის მაინც მიმართვას და აგვაცილებს თუ არა აღნიშნული ქმედება ამ მიუღებელი თანხის დაბეგვრას?
2) გონივრულ ვადაში მიუღებელი დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრა ხორციელდება ყველა შემთხვევაში, თუ მხოლოდ საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში? თუ კომპანია ყოველწლიურ აუდიტორულ შემოწმებას გადის, ამ შემთხვევაშიც ვალდებული იქნება კომპანია დაბეგროს ეს თანხა?
3) იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ მიმართა სასამართლოს დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნით (რომელსაც ჯერ არ გასვლია ხანდაზმულობის ვადა), მაგრამ თანხა მაინც ვერ ამოიღო (კომპანიის გაკოტრების ან სხვა მიზეზით), აღნიშნული მიუღებელი თანხა მაინც დაიბეგრება როგორც გაცემული ხელფასი?
2025/08
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა