ძებნის შედეგად ნაპოვნია 560 შედეგი

ჩვენს კომპანიაში (ღვინის ქარხანა) 2140 ბუღალტრულ ანგარიშზე „ნაგებობები“ აღრიცხული გვაქვს სასწორის ნაგებობა მასში დიდი ხნის წინ დამონტაჟებული 30-ტონიანი საავტომობილო სასწორით. ცალკე სასწორი – ბალანსზე არ გვაქვს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, უნდა დამონტაჟდეს ახალი ელექტროსასწორი, ძველი სასწორი უნდა ჩანაცვლდეს ევროპული სტანდარტით. გვიწევს როგორც დემონტაჟის ხარჯის გაწევა, ასევე მონტაჟის. 1) დემონტაჟის ხარჯები როგორ აღვრიცხოთ? 2) დემონტაჟის შედეგად მოხსნილი ძველი სასწორი, როგორ გამოვყოთ 2140 ანგარიშიდან და რომელ ანგარიშზე ავსახოთ? 3) ახალ სასწორზე გაწეული ხარჯი წავა მის თვითღირებულებაში და ცალკე ანგარიშზე აისახება? თუ კი, რომელ ანგარიშზე? აღრიცხვისთვის ვიყენებთ მსს ფასს-ს.

2025/08
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შეფასება და აუდიტი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ჩვენმა შპს-მ სხვა შპს-ისგან შეიძინა 10 ცალი ბანკნოტი (მინის ჩარჩოში ჩასმული ფულის კუპიურები). შემდეგ რაღაც ნაწილი გაჩუქდა, დანარჩენი ნაშთში გვაქვს. ეს შესყიდვა ჩვეულებრივ შემოსავალზე უნდა ავიღო და რაც გაჩუქდა, ის დავბეგროთ?

2025/08
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ჩვენ წარმოვადგენთ უცხოური კომპანიის რეგისტრირებულ ფილიალს საქართველოში. ერთ-ერთი ტენდერით მოგებული საინჟინრო სამუშაოების პროექტის შესრულებისთვის, რაც დასავლეთ საქართველოში ხორციელდება, აღებული გვაქვს საბანკო გარანტია ერთ-ერთ უცხოურ ბანკში (ინვოისი წარმოგვიდგინეს). საბანკო გარანტიის ავანსიც გადახდილია წინა პერიოდში, ეს ინვოისი გადახდილია უშუალოდ სათაო ოფისის მიერ ამ უცხოური ბანკისთვის. რადგან ეს პროექტი საქართველოში მიმდინარეობს, ამ მომსახურებიდან არარეზიდენტის საშემოსავლო (10%) გადასახადი და უკუდაბეგვრის დღგ ხომ დასარიცხი და დასაბეგრია?

2025/07
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტმა შპს-მ (ხმის ჩამწერი სტუდია) იყიდა სხვადასხვა უცხოურ ვებგვერდზე: 1) მზა ხმის ეფექტების ლიცენზია (მაგ.: ფეხბურთთან დაკავშირებული ხმის ეფექტების ბაზა – ბურთის დარტყმის ხმა და ა.შ.), რომლებსაც გამოიყენებს უვადოდ; 2) ხმის ეფექტების ბაზა, რომლის გამოყენებისთვისაც ყოველთვიურად სააბონენტოს იხდის. აღნიშნულ ხმებს შემდეგში ვერ გამოიყენებს; 3) პროგრამა მუსიკის შესაქმნელად და ხმის ეფექტების დასამუშავებლად, რომლის განახლებაც შეიძლება გახდეს საჭირო, 1 ან 2 წლის შემდეგ, რისთვისაც გადაიხდის შესაბამის თანხას. ზოგიერთი ვებგვერდი რომელი ქვეყნის რეზიდენტია, უცნობია. რა გადასახადების გადახდა მოუწევს შპს-ს?

2025/07
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
არამატერიალური აქტივები
პასუხის ნახვა

2024 წელს შპს-მ დამფუძნებლისაგან მიიღო 20%-იანი სესხი ეკონომიკური საქმიანობისთვის. დამფუძნებელი დღგ-ის გადამხდელი ინდმეწარმეა. შპს-მ ყოველთვიურად დაარიცხა ბუღალტრულად პროცენტის ხარჯი, მაგრამ 2024 წელს პროცენტი არ გადაიხადა, გადაიხადა 2025 წლის თებერვალში, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში 5% დააკავა და გადაუხადა კრედიტორს. შპს-ისთვის ეს ხარჯი რომელი წლის ხარჯად ჩაითვლება – 2024 წლის თუ 2025 წლის? ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ სსკ 131-ე მუხლის შესაბამისად ინდმეწარმე ამ შემოსავალს არცერთ საგადასახადო დეკლარაციაში არ ასახავს. შპს-ს და ინდმეწარმეს სხვა საგადასახადო ვალდებულებები გააჩნიათ თუ არა?

2025/07
დღგ
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

რას ნიშნავს ეს ჩანაწერი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით: „სამართალდამრღვევი ვალდებულია დარღვევის გამოსწორებისათვის საპენსიო შენატანი განახორციელოს საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე)“? ანუ ვთქვათ, კომპანიამ 1000-ლარიანი ხელფასიდან დააკავა 20 ლარი საპენსიო შენატანი, 196 ლარი საშემოსავლო გადასახადი და ხელზე გადაუხადა 784 ლარი დასაქმებულს. შემდეგ დეკლარირება გამორჩა და რომ დააზუსტა დეკლარაცია, გადაიხადა ეს 20 ლარი საპენსიო ფონდის ანგარიშზე (პლუს 20 ლარი დამსაქმებლის საპენსიო ანარიცხი) და გარდა ამისა, კიდევ 20 ლარი უნდა ჩაურიცხოს (დაუბრუნოს) დასაქმებულს? ანუ, დასაქმებულს რაც დაუკავა 20 ლარი, ის დაკავებული თანხა უნდა გააუქმოს და 20 ლარი ისევ საპენსიო ფონდის ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს?

2025/07
საშემოსავლო გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა