ბანკმა ჩვენს კომპანიას (დღგ-ის გადამხდელ შპს-ს) გადასცა ოქროს მონეტა-მედალიონები (3 ცალი). გადმოცემის დოკუმენტში, სადაც აღნიშნულია საფუძველი, წერია: „ინტერნეტ და მობილ ბანკის მეშვეობით კონვერტირებული თანხის მოცულობის პროპორციულად დაგროვებული ქულების გაქვითვა“.
ბანკმა გამოგვიწერა ზედნადები და ა/ფ. რამე ვალდებულება არ გვაქვს მათ წინაშე.
გთხოვთ, შესაბამისი ბუღალტრული გატარება მომწეროთ.
შპს-ს ნაშთად ერიცხება რეზიდენტი (ადგილობრივი) ორგანიზაციებისგან შეძენილ საქონელზე 2 წლის და მეტი ხნის კრედიტორული დავალიანება. ამ ვალებს შპს ჯერჯერობით ვერ იხდის. რა გადასახადები ეკისრება შპს-ს?
სხვადასხვა მიზეზების გამო, სამი წლის და მეტი ხნით თუ დარჩა შპს-ს ნაშთად კრედიტორული დავალიანება, შეიძლება ეს თანხა გავატაროთ მოგება-ზარალის ანგარიშზე და კრედიტორული დავალიანება დავხუროთ?
სამეთვალყურეო საბჭოს ჩატარებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები დაბეგვრის გარეშე შესაძლოა გავატაროთ? თვითონ გაწეული ხარჯები წარმომადგენლობითი ხარჯის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
თბილისში ჩატარდა ღვინის ფესტივალი, რომელშიც ჩვენი კომპანია მონაწილეობდა. შიდა გადაზიდვით 6 სახეობის ღვინო გავიტანეთ ფესტივალზე, ჯამში 72 ბოთლი. ეს რაოდენობა მარკეტინგულ ხარჯში რომ გავუშვა, შეიძლება?
GDP სერტიფიკატის მისაღებად ჩვენთან ჩამოსულია შესამოწმებლად 5-კაციანი ჯგუფი, რომელთა კვებას უზრუნველყოფს ჩვენი კომპანია. კერძოდ, შუადღეს მიგვყავს შემმოწმებლები რესტორანში სასადილოდ.
რესტორანში გადახდილი ფული ჩაითვლება წარმომადგენლობით ხარჯად?
მოგახსენებთ, რომ შპს „ა“-ს (რომლის დამფუძნებელია საქართველოს რეზიდენტი ფპ „ბონდო“ 100%-იანი წილით) შვილობილ კომპანია შპს „გ“-ში აქვს 53%-იანი წილი. ამავე დამფუძნებელს, ბონდოს როგორც ფიზიკურ პირს, ამ შპს „გ“-ში ეკუთვნის 8% წილი.
შპს „ა“ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო, ხოლო შპს „გ“ – მესამე ზომითი კატეგორიის საწარმო. შპს „ა“ შპს „გ“-სთან ერთობლიობაში ქმნის მესამე ზომითი კატეგორიის ჯგუფს.
გვაქვს ასეთი მოსაზრება: ბონდომ როგორც ფიზიკურმა პირმა, შპს „ა“-სგან შეიძინოს შპს „გ“-ის 5% წილი, რათა ამ გზით შპს „ა“ ავარიდოთ მე-3 კატეგორიის ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენას. საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე.