ძებნის შედეგად ნაპოვნია 392 შედეგი

ჩვენს შპს-ში რამდენიმე სატვირთო ავტომანქანა ჩამოვწერეთ შსს მომსახურების სააგენტოში ერთობლივი განცხადების შედეგად, ანუ როგორც მანქანები ისინი აღარ გამოიყენება. შემდეგ ამ მანქანებზე რაც გამოსადეგი ნაწილები იყო, ზოგი გავყიდეთ, ხოლო ზოგი დავაყენეთ ისევ ჩვენს კუთვნილ სხვა ავტომანქანებზე, რომლებიც იყო მუშა მდგომარეობაში და გაუფუჭდათ ნაწილები. ასეთი მანქანები, რომლებიც მოიხსნა რეგისტრაციიდან, არის 7 ცალი, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულებაა 138000 ლარი. გვსურს მათი ჯართში ჩაბარება (ჯართის მიმღებ კომპანიაზე, ოფიციალური საბუთით) მინიმალურ თანხად. შეიძლება თუ არა ამის გაკეთება და რა საგადასახადო რისკის ქვეშ შეიძლება აღმოვჩნდეთ?

2024/01
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
შეფასება და აუდიტი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ასეთი შემთხვევა მოხდა ჩვენი კომპანიის საწყობში: ოქტომბრის თვეში შემოვიდა საქონელი ყუთით (1 ყუთი – 40 ცალი). საბაჟოდან ეს ყუთი მოიტანეს გახსნილი და დაზიანებული, მაგრამ საქონლის რაოდენობა დაზიანებულ ყუთში არ გადაუთვლიათ. ახლა, დეკემბრის თვეში, საწყობში აღმოაჩინეს, რომ აღწერით აქვთ დანაკლისი. შეადგინეს შეუსაბამობის ოქმი შინაარსით, რომ ყუთი ოქტომბერში იყო დაზიანებული (ახლავს ფოტოსურათი) და საქონლის რაოდენობის დანაკლისი ამ ყუთში აღმოაჩინეს დეკემბერში. ჩვენ როგორ მოვიქცეთ, დანაკლისი ვაღიაროთ ოქტომბრის თვეში თუ დეკემბერში, რომელია მართებული?

2024/01
დღგ
მოგების გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

უცხოური საწარმოს საქართველოს წარმომადგენლობა ვიწვევთ ექიმებს სათავო ოფისის მიერ დაორგანიზებულ შეხვედრაზე ხორვატიაში. ჩვენ მიერ ექიმთან გაგზავნილი მოსაწვევის თანახმად, ხარჯების ნაწილს ფარავს სათავო ოფისი (საფრანგეთი), ხოლო ნაწილს ვუნაზღაურებთ ჩვენ, საქართველოს წარმომადგენლობა, კერძოდ: 1. ხარჯების ნაწილი ანაზღაურდება ექიმის სახელზე ქართული ტურისტული კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისით; 2. დანარჩენი ნაწილი კი − უცხოური (ხორვატული) ტურისტული კომპანიის მიერ ჩვენზე გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, რომელიც ეხება ხორვატიაში სასტუმროს და კვების მომსახურებას. გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება დაბეგვრასთან დაკავშირებით. ასევე გთხოვთ გვაცნობოთ, ხორვატული ტურისტული კომპანიის მიერ ჩვენი ოფისის სახელზე გამოწერილი ინვოისი რამე პრობლემას ხომ არ შექმნის? დღგ-ის გადამხდელად არ ვართ რეგისტრირებული და მომსახურების მიღება და უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი ალბათ აქ არ არის რელევანტური, რადგან საქართველოს ფარგლების გარეთ ხდება ეს, ხომ?

2023/12
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
მივლინება
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტ შპს A-ს დამფუძნებლები არიან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირები (50%) და საქართველოს რეზიდენტი შპს B (50%). ორივე შპს გადასულია მოგების გადასახადის „ესტონურ“ მოდელზე. შპს A-ს რეზიდენტ ბანკში განთავსებულ ანაბარზე პერიოდულად ერიცხება საპროცენტო სარგებელი, რაც სსკ 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ყ“ პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან (შემდგომში „შეღავათი“). ამასთან, სსკ 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „3. ამ მუხლის პირველი ნაწილით მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა“. დივიდენდის განაწილების დროს დამფუძნებლებს შორის წილის პროპორციულად განაწილებული თანხა ლოგიკურად თითოეული დამფუძნებლის წილში მოიცავს მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული მოგების წილსაც, თუმცა ამ შეღავათით სარგებლობა შპს A-ს შეუძლია მხოლოდ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგების ნაწილში გადასახდელი მოგების გადასახადის გაანგარიშებისას, რადგან სსკ 981 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის მიხედვით, შპს A-ს მიერ შპს B-სთვის გადახდილი დივიდენდი (01/01/2017-ის შემდგომი პერიოდის მოგების განაწილებისას) არ ითვლება მოგების განაწილებად და არ იბეგრება მოგების გადასახადით. 1) შეუძლია თუ არა შპს A-მ ისარგებლოს ზემოაღნიშნული შეღავათით იმ საანგარიშო პერიოდში (იმავე თვეში), როცა ფიზიკურად მიიღო ეს შემოსავალი, თუ ეს შეღავათი უნდა გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, როცა გაანაწილებს შესაბამისი პერიოდის გაუნაწილებელ მოგებას? მაგალითად, 2023 წლის ნოემბერში, როცა ნაწილდება 2021 წლის გაუნაწილებელი მოგება, შეიძლება თუ არა განაწილდეს 2023 წლის ოქტომბერში მიღებული გათავისუფლებული მოგებაც? 2) შეუძლია თუ არა შპს B-მ ისარგებლოს ამ შეღავათით შპს A-სგან მიღებული მოგების განაწილებისას, რადგან ეს შეღავათი ვერ იქნა გამოყენებული შპს A-სთან? 3) თუ შპს B ვერ ისარგებლებს ამ შეღავათით, შეუძლია თუ არა შპს A-მ გათავისუფლებული მოგება მთლიანად გაანაწილოს მხოლოდ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე, რა დროსაც სრულად ისარგებლებს ამ შეღავათით?

2023/12
მოგების გადასახადი
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

საქართველოში მდებარე სასტუმრო ოფშორულ ქვეყნებში გადარიცხულ ავანსებს ბეგრავს მოგების გადასახადით, ხოლო როდესაც საბაჟოს გავლით იღებენ შესაბამის საქონელს, მოგების გადასახადის ჩათვლა (შემცირება) ხდება. ერთ-ერთი ინვოისი თანხით 37000 USD ასევე დაიბეგრა ავანსის გადარიცხვისას მოგების გადასახადით. როდესაც შემდგომ შესაბამისი საქონლის იმპორტი მოხდა საქართველოს საბაჟოთი (თანმხლებ საბაჟო დოკუმენტაციაში სულ ორი ინვოისი იყო), საბაჟო დეკლარაციის საერთო თანხაში ეს თანხა მითვლილი არ იქნა. როგორც ირკვევა, მებაჟეს უბრალოდ შეეშალა (გამორჩა), თუმცა სასტუმრომ მაინც ასახა საქონლის მიღება. რადგან ეს გვიან აღმოაჩინეს, საბაჟო დეკლარაცია არ შეასწორებინეს, თუმცა მოგების გადასახადი ჩათვლილია საქონლის მიღების თვეში. ვინაიდან საბაჟო დეკლარაციის საერთო თანხაში ამ საქონლის ღირებულება მითვლილი არაა, რამდენად ჰქონდა სასტუმროს ავანსზე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლება მოცემულ შემთხვევაში?

2023/12
მოგების გადასახადი
საბაჟო გადასახდელები
სხვა გადასახადები და სანქციები
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

თურქული კომპანიისგან, მიმდინარე თვეში, შევისყიდეთ მასალები. ინვოისში ცალკე გამოყოფილია ტრანსპორტირების საფასური, რომელიც მოიცავს თურქეთიდან საქართველოში დათქმულ ადგილამდე ტრანსპორტირებას. საქონლის და სატრანსპორტო მომსახურების საფასური გადახდილია იმავე თვეში, როდესაც მოხდა მიწოდება. თურქულ კომპანიას არ აქვს წარმომადგენლობა საქართველოში. 1) საგადასახადო კუთხით, რომელი გადასახადებით დაიბეგრება არარეზიდენტის მიერ გაწეული ტრანსპორტირების საფასური? 2) იმპორტის დეკლარაციაში, საქონლის ღირებულებას არ აქვს დამატებული ტრანსპორტირების საფასური. როგორ მოხდება დეკლარირება, ასევე ჩათვლა (არარეზიდენტის დღგ; საშემოსავლო) ასეთ შემთხვევაში?

2023/12
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
საბაჟო გადასახდელები
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა