როდესაც კომპანია იყენებს ფასს 16-ს და გაწია იჯარით აღებულ ქონებაზე კაპიტალიზებადი ხარჯები, ამ შემთხვევაში ამ ხარჯებს ფინანსურ ანგარიშგებაში როგორ ავსახავთ? საგადასახადო კუთხით ქონების გადასახადს ვარიცხავთ და ფინანსურად ხარჯში ვაჩვენებთ, თუ აქტივად ვაღიარებთ?
შვილობილი კომპანიის (შპს-ის) კაპიტალში შესატანი ქონების შეფასება საჭიროებს ექსპერტის/შემფასებლის დასკვნას თუ მხოლოდ ჩვენ მიერ მომზადებული შეფასების აქტი საკმარისია?
არამეწარმე ფიზიკურ პირს, კომპანიის დირექტორს უნდა მივცეთ უპროცენტო სესხი. ეს ნაპატიები სესხის პროცენტი ხომ დაიბეგრება, ამიტომ რაც იქნება გადასახადით დაბეგვრა, მისი სიდიდე უნდა შემოიტანოს შპს-ში ამ ფიზიკურმა პირმა. მაგრამ რა ჰქვია ამ ოპერაციას? დღგ მოუწევს?
საქართველოს კომპანიას არაბეთის გაერთიანებული საემიროების რეზიდენტი კომპანიისგან, რომელიც არის მისი დამფუძნებელი, მიღებული აქვს გრძელვადიანი უპროცენტო სესხი ვალუტაში. ხედავთ თუ არა რამე საგადასახადო რისკს ამ ოპერაციაში?
ჩვენს კომპანიას 2024 წელში ჰქონდა ასეთი შემთხვევა: არარეზიდენტი კომპანია X-ის (არარეზიდენტი) დავალებით მომსახურება გავუწიეთ ერთ-ერთ სამედიცინო ლაბორატორიას (რეზიდენტი). 2024 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის თვეებში – ტექნიკურად გაიმართა დაზიანებული დანადგარი. დანადგარი ეკუთვნის ამ ლაბორატორიას.
მომსახურების გაწევასთან ერთად დაიხარჯა საქონელი, რომელიც კომპანია X-მა გამოგვიგზავნა უსასყიდლოდ ეტაპობრივად. საბაჟოზე გადახდილი დღგ ჩავითვალეთ სრულად.
X-ისთვის გადასახდელი მოსათხოვი მომსახურების ღირებულება გამოიწერა 2025 წლის იანვარში.
ასევე მ/წ იანვარში ინჟინრებმა გამოწერეს ტექნიკური მომსახურების ფორმა, რომელშიც სამუშაოები გაწერილია შესრულების პერიოდულობით.
1) უნდა ჩაგვეთვალა საბაჟოზე გადახდილი დღგ?
2) საქონელზე გამოწერილია შიდა გადაზიდვის ზედნადები 2024 წლის შესაბამის თვეებში. საწყობიდან ჩამოვწერთ ჩამოწერის აქტით შესაბამისი თვეების მიხედვით 2024-ში. დღგ-ით უნდა დაიბეგროს მომსახურებები შესრულებული სამუშაოს პერიოდში, ანუ 2024 წელში?
დამფუძნებელ რეზიდენტ ფიზიკურ პირს აქვს შემოტანილი თანხა სესხად კომპანიის ანგარიშზე, პროცენტები დარიცხული გვაქვს. ახლა გადაწყვიტა შემოტანილი სესხის ძირისა და პროცენტის სანაცვლოდ მიიღოს კომპანიის მიერ აშენებული ფართი. გთხოვთ გვიპასუხოთ, რა გადასახადების გადახდა მოუწევს კომპანიას ამ ოპერაციასთან დაკავშირებით? კომპანია დღგ-ის გადამხდელია.