ძებნის შედეგად ნაპოვნია 539 შედეგი

ფიზიკურ პირს, რომელიც არის დღგ-ის გადამხდელი, სურს გააჩუქოს ორი კომერციული ფართი, რომელსაც ის იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში (გაქირავებულია). ერთ-ერთ კომერციულ ფართზე, შესყიდვის დროს, მას ჩათვლილი აქვს დღგ, ხოლო მეორე – შესყიდულია დღგ-ის გარეშე და შესაბამისად, მასზე დღგ არც მთლიანად და არც ნაწილობრივ (მაგალითად, მასთან დაკავშირებულ რამე მომსახურებაზე) ჩათვლილი არ არის. როგორ დაიბეგრება ეს გაჩუქება დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით: ა) თუ ის ამ ქონებას აჩუქებს ცოლს, რომელიც აქამდე არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას? ბ) თუ ის ამ ქონებას აჩუქებს ძმას, რომელიც აქამდე არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას?

2024/01
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ერთ-ერთმა მიმწოდებელმა ჩვენს მაღაზიებს (შპს-ის ბალანსზე რიცხულს) აჩუქა ჭიქები 270 ლარის ჯამური ღირებულებით (ზოგი ჩვეულებრივი ჭიქაა, ხოლო ზოგი – ვისკის ჭიქა). თითოეულის ფასი ძალიან დაბალია, სასაქონლო ზედნადების მიხედვით. ეს საჩუქარია და ჩვენ როგორ ავსახოთ ბუღალტრულად, ჩამოვწეროთ თუ დავბეგროთ? ამ ზედნადებზე მიმწოდებელს ანგარიშ-ფაქტურაც არ გამოუწერია. ასეთი შემთხვევა პირველია ჩვენთვის. აღრიცხვას ვაწარმოებთ სრული ფასს-ების მიხედვით.

2024/01
არასაგადასახადო თემა
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

კომპანია (აკრედიტირებული უნივერსიტეტი), რომლის საქმიანობა დღგ-ისგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე, შესყიდვების თანხებიდან გამოყოფს დღგ-ს (ანუ, პირდაპირ 7-იანზე ატარებს ჩაუთვლელი დღგ-ის ხარჯს), მათ შორის ძირითადი საშუალებებიც ბალანსზე დასმულია დღგ-ის გარეშე. ამ გზით ქონების გადასახადის შემცირება ხომ არ გამოდის?

2024/01
დღგ
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს „X“-ს დღგ-ის გადამხდელი ფიზიკური პირისგან ნაქირავები ჰქონდა ფართი. ეს ფიზიკური პირი გარდაიცვალა 2023 წლის 29 დეკემბერს და დარჩა სამი შვილი, მეუღლეც გარდაცვლილია. იჯარა გრძელდება. გვაინტერესებს, სამკვიდროს აღებამდე ანგარიშ-ფაქტურა ვის მიერ უნდა იქნეს გამოწერილი და ანგარიშსწორება ვისთან უნდა მოხდეს? და სამკვიდროს აღების შემდეგ სამივე შვილი თუ იქნა თანაბარი მესაკუთრე, ამ შემთხვევაშიც როგორ ხდება ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა/ანგარიშსწორება? ასევე გვაინტერესებს 2023 წლის დეკემბრის თვის ანგარიშ-ფაქტურა მთლიან თვეზე რომ გამოიწეროს, ვინაიდან 2 დღე იყო დარჩენილი, ჩათვლასთან დაკავშირებით რამე პრობლემა იქნება? თუ როგორ უნდა მოხდეს დეკემბრის თვის ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა/ჩათვლა?

2024/01
დღგ
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

შპს-მ (რომელიც არ არის სალიზინგო კომპანია, ანუ კომპანიის გასულ წელს ამ სახით მიღებული შემოსავლები არ შეადგენს მისი მთლიანი შემოსავლის 70%-ს) 2024 წლის იანვარში 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტად გაყიდა ტრაქტორი ხუთწლიანი განვადების ხელშეკრულებით (ტექნიკა საკუთრებაში გადაეცა მყიდველს). 1. რა ბუღალტრული გატარებებია ამ დროს? 2. რა ღირებულება იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში? 3. დისკონტირების შემთხვევაში როგორ ხდება საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა? 4. რა შედეგი დადგება, თუ კლიენტმა დავალიანება სრულად დაფარა ორი ან სამი წლის შემდეგ? 5. რა განსხვავება დგება დაბეგვრის კუთხით ზემოთ აღწერილ მოცემულობასა და სალიზინგო კომპანიის მიერ განხორციელებული იგივე ოპერაციის შემთხვევაში?

2024/01
დღგ
ლიზინგი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ზოგიერთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს წლების წინ ჩვენი კომპანიისთვის გადახდილი აქვს გარკვეული რაოდენობის სამშენებლო მასალების ღირებულება, რომლებიც ფაქტიურად მიწოდებულია ჩვენგან, მაგრამ რადგან იმ დროისათვის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების წარმოება არ ხდებოდა, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, საქმეში არ დევს შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა ან ზედნადები. ამის გამო, მათ მიმართ გვაქვს დავალიანება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. გთხოვთ გაგვიმარტოთ, შეიძლება თუ არა მოიხსნას ბალანსიდან ასეთი სახის კრედიტორული დავალიანება და თუ შეიძლება, რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე და როგორ?

2024/01
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა