ძებნის შედეგად ნაპოვნია 539 შედეგი

2005 წლიდან მოყოლებული, გარკვეულმა იურიდიულმა პირებმა, შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე, ვერ უზრუნველყვეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ჩვენ სასარგებლოდ წარმოეშვათ სხვადასხვა სახის დებიტორული დავალიანებები, რის თაობაზეც მათთან წლების განმავლობაში გვქონდა სამართლებრივი დავები, წერილობითი მიმოწერები, სატელეფონო კომუნიკაცია და უშუალო შეხვედრები; ყოველწლიურად ფორმდებოდა ურთიერთანგარიშსწორების შედარების აქტები და იყო დაპირებები ვალის უმოკლეს ვადაში დაფარვის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროის განმავლობაში დებიტორულ დავალიანებაში მყოფი ზოგიერთი საწარმო ან გაკოტრდა, ან მატერიალური პასუხისმგებელი პირი სულაც გარდაიცვალა და საწარმო საერთოდ გაუქმდა. შესაბამისად, ეს დავალიანებები ხანდაზმული და უიმედოა. გთხოვთ გაგვიმარტოთ, აღნიშნული ხანდაზმული და უიმედო დებიტორული დავალიანებები შეიძლება თუ არა მოიხსნას ბალანსიდან და თუ შეიძლება, რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე და როგორ?

2024/01
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ახლად დაფუძნებულმა სამშენებლო კომპანიამ, რომელიც ჯერ არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, იანვარში საკუთრებაში უნდა გადმოიფორმოს ფიზიკური პირისგან მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდება მშენებლობა (დაახლოებით, 2 წელი გაგრძელდება) და აშენებული ფართის ნაწილი გადაეცემა მიწის სანაცვლოდ ამ ფიზიკურ პირს. ამ დათქმებით, მიწის საკუთრებაში გადმოფორმება ხომ არ წარმოშობს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მოვალეობას სამშენებლო კომპანიისთვის?

2024/01
დღგ
ბარტერი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

უცხოური ფარმაცევტული საწარმოს საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის მიერ, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, დაგეგმილია ტრენინგი ქალაქგარეთ, რომელიც ეძღვნება ორ საქმიან თემას. ტრენინგში მონაწილეობს თითქმის მთელი გუნდი, საიდანაც ნაწილი ატარებს ტრენინგს, ხოლო დანარჩენები არიან მსმენელები. ხარჯები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: 1. სასტუმროში განთავსება; 2. საკონფერენციო ხარჯები; 3. კვება სასტუმროში (საუზმე+სადილი+ვახშამი); 4. მგზავრობა კომპანიის ავტომობილებით (ბენზინის ჩამოწერა მოხდება ამ მივლინებაზე). იმის გამო, რომ კვებას უზრუნველყოფს სასტუმრო, სამივლინებო თანხის გაცემა (დღეში 30 ლარი) არ ხდება. საკითხი ეხება ძირითადად კვების კომპონენტს დღგ-ის ნაწილში (საშემოსავლო ნაწილში გასაგებია, რომ 30 ლარზე ზემოთ უნდა დაიბეგროს), კერძოდ: ხომ არ წარმოშობს ეს ოპერაცია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებისა და შესაბამისად დაბეგვრის საფუძველს?

2024/01
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

ჩვენს შპს-ში რამდენიმე სატვირთო ავტომანქანა ჩამოვწერეთ შსს მომსახურების სააგენტოში ერთობლივი განცხადების შედეგად, ანუ როგორც მანქანები ისინი აღარ გამოიყენება. შემდეგ ამ მანქანებზე რაც გამოსადეგი ნაწილები იყო, ზოგი გავყიდეთ, ხოლო ზოგი დავაყენეთ ისევ ჩვენს კუთვნილ სხვა ავტომანქანებზე, რომლებიც იყო მუშა მდგომარეობაში და გაუფუჭდათ ნაწილები. ასეთი მანქანები, რომლებიც მოიხსნა რეგისტრაციიდან, არის 7 ცალი, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულებაა 138000 ლარი. გვსურს მათი ჯართში ჩაბარება (ჯართის მიმღებ კომპანიაზე, ოფიციალური საბუთით) მინიმალურ თანხად. შეიძლება თუ არა ამის გაკეთება და რა საგადასახადო რისკის ქვეშ შეიძლება აღმოვჩნდეთ?

2024/01
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
შეფასება და აუდიტი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ასეთი შემთხვევა მოხდა ჩვენი კომპანიის საწყობში: ოქტომბრის თვეში შემოვიდა საქონელი ყუთით (1 ყუთი – 40 ცალი). საბაჟოდან ეს ყუთი მოიტანეს გახსნილი და დაზიანებული, მაგრამ საქონლის რაოდენობა დაზიანებულ ყუთში არ გადაუთვლიათ. ახლა, დეკემბრის თვეში, საწყობში აღმოაჩინეს, რომ აღწერით აქვთ დანაკლისი. შეადგინეს შეუსაბამობის ოქმი შინაარსით, რომ ყუთი ოქტომბერში იყო დაზიანებული (ახლავს ფოტოსურათი) და საქონლის რაოდენობის დანაკლისი ამ ყუთში აღმოაჩინეს დეკემბერში. ჩვენ როგორ მოვიქცეთ, დანაკლისი ვაღიაროთ ოქტომბრის თვეში თუ დეკემბერში, რომელია მართებული?

2024/01
დღგ
მოგების გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

უცხოური საწარმოს საქართველოს წარმომადგენლობა ვიწვევთ ექიმებს სათავო ოფისის მიერ დაორგანიზებულ შეხვედრაზე ხორვატიაში. ჩვენ მიერ ექიმთან გაგზავნილი მოსაწვევის თანახმად, ხარჯების ნაწილს ფარავს სათავო ოფისი (საფრანგეთი), ხოლო ნაწილს ვუნაზღაურებთ ჩვენ, საქართველოს წარმომადგენლობა, კერძოდ: 1. ხარჯების ნაწილი ანაზღაურდება ექიმის სახელზე ქართული ტურისტული კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისით; 2. დანარჩენი ნაწილი კი − უცხოური (ხორვატული) ტურისტული კომპანიის მიერ ჩვენზე გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, რომელიც ეხება ხორვატიაში სასტუმროს და კვების მომსახურებას. გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება დაბეგვრასთან დაკავშირებით. ასევე გთხოვთ გვაცნობოთ, ხორვატული ტურისტული კომპანიის მიერ ჩვენი ოფისის სახელზე გამოწერილი ინვოისი რამე პრობლემას ხომ არ შექმნის? დღგ-ის გადამხდელად არ ვართ რეგისტრირებული და მომსახურების მიღება და უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი ალბათ აქ არ არის რელევანტური, რადგან საქართველოს ფარგლების გარეთ ხდება ეს, ხომ?

2023/12
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
მივლინება
პასუხის ნახვა