ძებნის შედეგად ნაპოვნია 577 შედეგი

შეიძლება, რომ ღვინის ქარხანამ (შპს, მსს ფასს-ით მუშაობს) თანამშრომელს წინასწარ, 9 თვით ადრე მისცეს ყურძნის ღირებულება ავანსად? მოწეულ ყურძენს ის ჩვენთან ჩააბარებს. სესხად ხომ არ გადაკვალიფიცირდება? თუ ავანსად დარჩება, მოგების გადასახადით ხომ არ დაიბეგრება და როცა ყურძნის შესყიდვა მოხდება, დავიბრუნებთ ამ მოგების გადასახადს?

2024/04
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სესხები, პროცენტები
შრომითი
პასუხის ნახვა

აქციზური საქონლის (ალკოჰოლური სასმელი) მწარმოებელ კომპანიას აქვს ექსპორტზე შეკვეთა. ამჟამად სასმელის რა ნაშთიც აქვს საწყობში, ყველაზე გადაკრულია საქართველოში აღებული აქციზური მარკა. შეიძლება ასეთნაირად მარკირებული სასმელების ექსპორტი?

2024/04
აქციზი
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

თუ საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი მიიღებს დივიდენდებს ოფშორში რეგისტრირებული კომპანიიდან, დაიბეგრება თუ არა ეს ფიზიკური პირი?

2024/04
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
ინვესტიციები
პასუხის ნახვა

1) სამედიცინო აპარატურისთვის საჭიროა პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიის (არამატერიალური სახის) შეძენა საზღვარგარეთიდან. უნდა მოხდეს ამ ლიცენზიის განბაჟება, თუ უკუდაბეგვრის დღგ-ით უნდა დაიბეგროს ჩვენ მიერ ლიცენზიის მფლობელი კომპანიისთვის გადახდილი თანხა? ეს ლიცენზია არის უვადო, რომელიც ჩვენ უნდა გავყიდოთ. როგორ დაიბეგრება ეს გაყიდვა? სხვა რა ნიუანსები უნდა იყოს კიდევ გათვალისწინებული? 2) არამატერიალური აქტივის შეძენისას, რომლის რეალიზაცია უნდა მოვახდინოთ, 1610 ანგარიში უნდა გამოვიყენოთ?

2024/04
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

იმ შემთხვევაში, თუ მივლინებაში მყოფ თანამშრომელს, საქართველოში ან საზღვარგარეთ, ჩვენ ან მიმღები საწარმო უზრუნველვყოფთ კვებით, შესაძლებელია რომ არ გავცეთ სამივლინებო ნორმის 30%, თუ ეს სავალდებულოა?

2024/03
არასაგადასახადო თემა
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

ღვინის ქარხანამ თავისი პროდუქციის დისტრიბუცია საქართველოში გადასცა ამ მიზნით შექმნილ ახალ შვილობილ კომპანიას. ასეთი რამე თუ შეიძლება, რომ მაღაზიების არსებული დებიტორული დავალიანებები ღვინის ქარხნის მიმართ ახალ სადისტრიბუციო ფირმაზე გადავიდეს რამე მარტივი შეთანხმებით? ახლა მაღაზიებიდან პროდუქციის ნაშთებს ღვინის ქარხანა იბრუნებს, რაზეც დებიტორები კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს გვთხოვენ და შემდეგ დავაწერთ ახალ ფირმას ამ ნაშთებს. ძალიან შრომატევადია.

2024/03
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა