ძებნის შედეგად ნაპოვნია 502 შედეგი

ვართ ესტონურ მოდელზე მყოფი მე-3 კატეგორიის შპს. ვსარგებლობთ მსს ფასს-ით. ვაშენებთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს. აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ანუ მშენებარეა დღესაც და არც ექსპლუატაციაშია მიღებული. 2022 წლის რომელიღაც თვეში ბინა გავყიდეთ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლებით, ვთქვათ 40000 აშშ დოლარად. დღგ არ გადაგვიხდია, რადგან ჯერ კიდევ მშენებარეა კორპუსი. შემდეგ ამ ფიზიკურმა პირმა გადმოგვირიცხა 30000 აშშ დოლარი. დღგ გადავიხადეთ გადმორიცხვის დღეს არსებული კურსით დათვლილი თანხიდან ეროვნულ ვალუტაში. სავარაუდოდ ბინა ისე ჩაბარდება და შევა ექსპლუატაციაში, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირს ექნება იმ მომენტში ჩვენი ვალი 10000 აშშ დოლარი. 1) როცა გადმოგვირიცხა ფიზიკურმა პირმა 30000 აშშ დოლარი, ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის დათვლისას რომელი დღის კურსი უნდა აგვეღო? 2) როცა შევა ექსპლუატაციაში და დასრულდება მშენებლობა, რომელი თარიღის კურსებით და როგორ დავითვალოთ ამ კონკრეტულ ბინის გაყიდვაზე ბიუჯეტში გადასახდელი დღგ?

2023/07
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

1) ვმუშაობთ მსს ფასს-ის გამოყენებით. ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მიზნებისთვის უნდა ავსახოთ თუ არა 2022 წლის ამონაგებში წინარე ნასყიდობის უფლებით ან საკუთრების უფლებით გაყიდული ხელშეკრულებები მშენებარე ობიექტებზე, ე.წ. „პროცენტული შესრულების“ მეთოდით, როგორც მოცემულია მსს ფასს-ის 23-ე განყოფილების სასწავლო მოდულში? თუ არა, მაშინ რა უნდა აისახოს ამონაგებში ამ სიტუაციაში? 2) 2021 წლამდე მშენებარე ფართის საკუთრების უფლებით გაყიდვა სრულად იბეგრებოდა დღგ-ით. შესაბამისად, 2020 წელში, როცა რამდენიმე ფართი გავყიდეთ საკუთრების უფლებით, საბუღალტრო ფაილში გავატარეთ ჩვეულებრივ: დ-ტი 1410 კ-ტი 6110 118 ლარი; დ-ტი 6110 კ-ტი 3330/2 18 ლარი; დ-ტი 3120 კ-ტი 1410 X – თანხის რა ნაწილიც ჰქონდა ავანსად გადახდილი. 2021 წლიდან, მშენებარე ფართის (ექსპლუატაციაში ჯერ არმიღებულის) საკუთრების უფლებით გაყიდვა ისევ ზემოთ მოყვანილი გატარებებით გავატაროთ საბუღალტრო ფაილში თუ რამე სხვა ტექნიკას მივმართოთ, მაგალითად – რამე ახალი ბუღალტრული ანგარიშების შემოღებით? თუ საერთოდ არ გავატაროთ არაფერი?

2023/07
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ამერიკაში ვახდენთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტს. ამერიკულმა კომპანიამ პროდუქციის ღირებულება წინასწარ ჩაგვირიცხა ფიზიკური პირის – დირექტორის (რომელიც იმავდროულად ჩვენი შპს-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორია) საბანკო ანგარიშზე. როგორ შეიძლება გადმოვიტანოთ ეს თანხა შპს-ის საბანკო ანგარიშზე ან სალაროში?

2023/07
მოგების გადასახადი
იმპორტი, ექსპორტი
სესხები, პროცენტები
შრომითი
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია აქირავებს ავტომანქანებს ფიზიკურ პირებზე. ეს ჩვენი ძირითადი საქმიანობაა. ერთ-ერთ უცხოელ, არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე გაქირავებული ჩვენი ავტომანქანა დაეჯახა სხვა დაზღვეულ მანქანას და პატრულმა ჩვენი მანქანა დააჯარიმა. საპატრულოს აქტიც გვაქვს და ზიანის შეფასებაც. სადაზღვევომ აუნაზღაურა დაზღვეულს მისი ავტომანქანის ზიანის შეფასებული თანხა და რადგანაც ჩვენი მანქანის ბრალეულობა დადგინდა, ეს თანხა ჩვენ მოგვთხოვა და უნდა ჩავურიცხოთ ამ სადაზღვევო კომპანიას. რამეს ხომ არ დავაშავებთ ამ ოპერაციით? ან დასაბეგრი ხომ არ იქნება რამე? ავტომანქანის გაქირავების დროს ხელშეკრულებაში გვეწერა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიკისრებდით.

2023/07
მოგების გადასახადი
დაზღვევა
რეკლამა და მარკეტინგი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

შპს-ის მიერ არარეზიდენტი, არადაქირავებული ფიზიკური პირისთვის ნაჩუქარი თანხა, რომელიც 1000 ლარს აღემატება, როგორ დაიბეგრება?

2023/07
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ქარხანაში (შპს, ვსარგებლობთ მსს ფასს-ით) შევიძინეთ ძირითადი საშუალება – ფილტრი, რომელიც მოთავსდება ცალკე ოთახში. ეს ოთახი რემონტდება: იატაკზე ბეტონის დასხმა, გრანიტით მოპირკეთება და სხვა, რისთვისათვის შეძენილია ბევრი დასახელების წვრილმანი სამეურნეო სამშენებლო მასალა. შემიძლია, ამ ყველაფერს გავუხსნა მხოლოდ ერთი თანხობრივი 16** ანგარიში (რაოდენობების მიუთითებლად), ცალ-ცალკე რომ არ გატარდეს თითოეული და ეს თანხა შემდგომ ფილტრის თვითღირებულებას დავამატო? სწორი გადაწყვეტილება იქნება?

2023/06
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა