ძებნის შედეგად ნაპოვნია 502 შედეგი

წარმოვადგენთ „ესტონურ მოდელზე“ მყოფ სამშენებლო კომპანიას (შპს), რომელიც აშენებს მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს, ბინების გაყიდვის მიზნით. აღრიცხვას ვაწარმოებთ მსს ფასს სტანდარტით. 2022 წელს გავაფორმეთ როგორც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, ასევე რამდენიმე ფართი გავყიდეთ საკუთრების უფლებით. თვითონ სამშენებლო ობიექტი დღეის მდგომარეობით ჯერ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, რადგან ჯერ კიდევ მშენებარეა. გვაინტერესებს, ჩვენ მიერ გაფორმებული ეს ხელშეკრულებები წარმოადგენს თუ არა სამშენებლო კონტრაქტებს, რომლებიც ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის, აღრიცხული უნდა იქნეს მსს ფასს-ის 23-ე განყოფილების შესაბამისად?

2023/06
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ფაქტობრივი გარემოება ასეთია: იურიდიულ პირს საშუამავლო მომსახურებას უწევს ფიზიკური პირი. კერძოდ, ის კომპანიას აკავშირებს არარეზიდენტ პირთან, ხოლო შემდეგ კომპანია ექსპორტის გზით ახორციელებს საქონლის მიწოდებას ამ არარეზიდენტ პირზე. ფიზიკური პირის მიერ ამ მომსახურების გაწევა დღგ-ის მიზნებისთვის განიხილება თუ არა დაბეგვრის ობიექტად? შენიშვნა: სსკ 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: „2. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია მომსახურების გაწევა სხვა პირის სახელით მოქმედი შუამავლის მიერ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში ან საქართველოს ფარგლების გარეთ განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობის შემთხვევაში“. აღნიშნული ნორმის მიხედვით ხომ არ გათავისუფლდება ფიზიკური პირი დღგ-ისაგან?

2023/06
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

ვართ ესტონურ მოდელზე მყოფი მე-3 კატეგორიის შპს. ვსარგებლობთ მსს ფასს-ით. ვაშენებთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს. აღნიშნული მიზნით 2018 წელს ფიზიკური პირისაგან ბარტერით შევიძინეთ მიწის ნაკვეთი, რის სანაცვლოდაც უნდა გადავცეთ გარკვეული ფართები აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ჩვენ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში. 2022 წელს ამ ფიზიკურ პირს გარკვეული ფართები გადავეცით საკუთრების უფლებით, თუმცა აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ანუ მშენებარეა დღესაც და არც ექსპლუატაციაშია მიღებული. მოვიყვანოთ მუხლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. №996 ბრძანებიდან: „მუხლი 112. გარდამავალი დებულებები 46. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი“. ამ მუხლიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენ 2022 წელს საკუთრებაში გადავეცით გარკვეული ფართები ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირს, ხომ არ დაგვიდგა დღგ-ით დაბეგვრის მომენტი 2022 წელს და თუ კი, რა თანხიდან?

2023/06
დღგ
ბარტერი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ჩვენმა კომპანიამ მოიგო საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული ტენდერი 4 თბომავლის რემონტზე. აღნიშნული თბომავლების სარემონტო მომსახურებას გვიწევს ლატვიის რეზიდენტი კომპანია (ქარხანა). თბომავლების გატანა საქართველოდან განხორციელდა გარე გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევით. ამ ეტაპზე ოთხივე თბომავალი იმყოფება ლატვიური ქარხნის სარემონტო დეპოში. ივნისის თვეში ავანსის სახით კომპანიამ ლატვიაში გადარიცხა მომსახურების ღირებულების ნაწილი. გვაინტერესებს: 1) გადახდილ ავანსს და შემდგომში გადასახდელ თანხებს უწევს დღგ-ით უკუდაბეგვრა მომსახურების მიმღების რეზიდენტობით (საქართველო)? თუ შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მოძრავი ქონების რემონტი და მომსახურების გაწევის ადგილად განვიხილოთ მისი ფაქტობრივი ადგილმდებარეობა (ანუ, ლატვია) და შესაბამისად, არ განვახორციელოთ დღგ-ით უკუდაბეგვრა? 2) ლატვიის რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი საქართველოდან ექვემდებარება თუ არა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საქართველოში? თუ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო ხელშეკრულება გაგვათავისუფლებს ამ დაბეგვრისგან? ამასთან, აღნიშნულისთვის საკმარისი იქნება თუ არა ლატვიის რეზიდენტის მხრიდან წლის ბოლოს წარმოდგენილი რეზიდენტობის ცნობა?

2023/06
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ვარ სამედიცინო ცენტრის (შპს) დირექტორი და 100% წილის მფლობელი მესაკუთრე. სამედიცინო ცენტრი ახლახან გადმოვიდა ახალ მისამართზე, არაკომერციულ ფართში, რომლის მესაკუთრეც ვარ მე, როგორც ფიზიკური პირი. ვარ ჩვეულებრივი ფიზიკური პირი, რამე დამატებითი საგადასახადო სტატუსის გარეშე. 1) მსურს სამედიცინო ცენტრს არ გადავახდევინო ქირა, რომ მას არ წარმოეშვას დამატებითი ხარჯი და არსებული ფინანსური რესურსი სხვა ხარჯის დასაფარად გამოიყენოს. მაქვს თუ არა ამის უფლება და რომელი კანონის შესაბამისად? 2) კიდევ რა უნდა გავითვალისწინო ამ შემთხვევაში, რომ ამ გადაწყვეტილებამ კომპანიისთვის ან ჩემთვის არ გამოიწვიოს რაიმე არასასურველი შედეგები მომავალში? 3) ახალ ფართში კომპანიის განთავსების შემდეგ, ჩვენმა ბუღალტერმა პორტალზე www.rs.ge განაახლა ინფორმაცია კომპანიის შესახებ და შეცვალა ფაქტიური მისამართი ახალი მისამართით. გრაფაში „ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ“ მიუთითა, რომ კომპანია ახალ მისამართზე არის იჯარით და რომ მეიჯარე ვარ მე (ჩემი პირადი ნომერი). კიდევ რამე ხომ არ უნდა შევცვალოთ ამ პორტალზე სადმე, მის რომელიმე პუნქტში? 4) რა უნდა გავითვალისწინოთ ამ საკითხიდან გამომდინარე საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას, ცალკე კომპანიამ და ცალკე მე, როგორც ფიზიკურმა პირმა?

2023/06
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ჩვენ ვანხორციელებთ საქონლის იმპორტს, რომელიც ავტომანქანებით შემოდის. იმპორტის დროს, რომელ სავალუტო კურსს ვითვალისწინებთ: 1) თუ მიმწოდებელს გადავურიცხე თანხა წინასწარ, მაგალითად 10 მაისს, ტვირთი შემოვიდა 20 მაისს, შეფასების ნომრის მინიჭება და განბაჟებაც მოხდა 20 მაისს, ამ შემთხვევაში რომელი დღის კურსით ვატარებ, გადარიცხვის თარიღის კურსით? შემოსვლის დღის კურსით? თუ CMR-ში მითითებული თარიღის კურსით? 2) როდესაც მიმწოდებელს თანხა არ გადავუხადე, ამ შემთხვევაში რომელი თარიღის კურსს ვიღებთ: ისევ CMR თარიღით, განბაჟების დღის კურსით თუ სხვა?

2023/06
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა