ძებნის შედეგად ნაპოვნია 539 შედეგი
საპენსიო სადაზღვევო შენატანების გადამოწმებისას, გაირკვა, რომ ერთი ჩვენი თანამშრომელი, რომელიც ასაკის გამო საპენსიო სქემიდან ამორთული გვეგონა, სინამდვილეში ამორთული არ ყოფილა. საპენსიო სააგენტო გვთხოვს 2019-2023 წლის საპენსიო დეკლარაციების დაზუსტებას, თუმცა თავად თანამშრომელს ეს არ სურს. ასეთ სიტუაციაში, ვალდებული ვართ დავაზუსტოთ გასული პერიოდის საპენსიო დეკლარაციები?
2023/09
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა
შესაძლებელია თუ არა, არარეზიდენტ დამფუძნებელ ფიზიკურ პირს დივიდენდი ჩავურიცხოთ აშშ დოლარში, ქართულ საბანკო ანგარიშზე?
ჩვენი საწარმოს ძირითადი საქმიანობაა ქ. თბილისში, ერთ-ერთ ბიზნეს-ცენტრში საოფისე ფართების იჯარით გაცემა. წლების განმავლობაში ვიყავით მე-4 კატეგორიის საწარმო, ხოლო წლეულს პირველად გადავედით მე-3 კატეგორიაში და დავიწყეთ აღრიცხვაში მსს ფასს-ის გამოყენება.
ვალდებული ვართ თუ არა, საინვესტიციო ქონება ავსახოთ საბაზრო ღირებულებით? ძირითადი საშუალებების აღრიცხვას ვაწარმოებთ თვითღირებულების მოდელით.
2023/09
არასაგადასახადო
თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
იჯარა
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა
ვართ ესტონურ მოდელზე მყოფი დღგ-ის გადამხდელი შპს. ინდივიდუალური მეწარმისგან, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი და რომელსაც გააჩნია მეფრინველეობის ფერმა საქართველოში, სასაქონლო ზედნადებით ვყიდულობთ ქათმის და მწყერის კვერცხებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით. დავიბეგრებით თუ არა დღგ-ით აღნიშნულ რეალიზაციაზე?
იმპორტის რეჟიმით დაუბეგრავი საქონლის ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება დღგ-ით იბეგრება თუ არა, ეს სასაქონლო კოდზეა დამოკიდებული?
2023/09
დღგ
იმპორტი,
ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
პასუხის ნახვა
ხელშეკრულების ფარგლებში, არარეზიდენტი კომპანია, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში, ჩვენს შპს-ს უწევს ონლაინ მომსახურებას, რომლითაც ის ონლაინ რეჟიმში აკონტროლებს ჩვენ მიერ მისგან მიღებული სამედიცინო დანადგარის გამართულ მუშაობას.
ონლაინ მომსახურების ღირებულება უნდა გადავიხადოთ ყოველთვიურად, წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე.
აღნიშნული დასაბეგრი იქნება როგორც უკუდაბეგვრის დღგ-ით, ასევე არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით?
2023/09
დღგ
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა