ძებნის შედეგად ნაპოვნია 539 შედეგი

2022 წლის ივლისში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „G“-მ შპს „H“-ზე გაყიდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის საზღაურად მიიღო X აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. აღნიშნული თანხა მოიცავდა როგორც ფულად ნაწილს (Y აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში), ასევე ბარტერის სახით გადმოცემულ დასრულებულ უძრავ ქონებებს (სხვა მიწის ნაკვეთზე აშენებული ორი საცხოვრებელი ფართი საკადასტრო კოდებით ------) და გაყიდულ ტერიტორიაზე ასაშენებელ კორპუსში სამომავლო ფართებზე მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული ქონებების შპს „G“-ისთვის საკუთრებაში გადმოცემა განხორციელდა ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე 2022 წლის ივნისში გაფორმებული დამატებითი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით გადმოსაცემი უძრავი ქონებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა Z აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. აღნიშნული ფართების გადმოცემის შემდეგ შპს „H“-მა წარუდგინა შპს „G“-ს შესაბამისი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა განხორციელებულ მიწოდებაზე. 2022 წლის აგვისტოს და ოქტომბრის თვის გადაწყვეტილებების შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონებები საკუთრებაში გადაეცათ შპს „G“-ის ორ დამფუძნებელს და საწესდებო კაპიტალის 14-14 პროცენტის მფლობელებს მათ მიერ მისაღები წილების შესაბამისად შუალედური დივიდენდის სახით, N აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ლარებში თითოეულზე. აღნიშნული უძრავი ქონებების დივიდენდის სახით გაცემისას განხორციელდა მისაღები წილების შესაბამისად განსაზღვრული თანხების შესაბამისი მოგების გადასახადის 15% და დივიდენდის გადასახადის 5%-ის გადახდა ბიუჯეტში. დივიდენდების მიღების შემდეგ, ამ პარტნიორებმა გაასხვისეს თავიანთი წილები სხვა პირებზე. გთხოვთ გვაცნობოთ: 1) რამდენად აკმაყოფილებს ჩვენ მიერ აღნიშნული ტრანზაქციები საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; და 2) საჭირო იყო თუ არა შუალედური დივიდენდის სახით უძრავი ქონებების გადაცემისას აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა?

2023/09
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ბარტერი
დივიდენდები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

თანამშრომელმა ბათუმში მივლინებაში გასამგზავრებლად აიღო მატარებლის პირველი კლასის ბილეთი. უნდა დაიბეგროს ფასის სხვაობა საშემოსავლო გადასახადით? პირველი კლასის ბილეთი ეკონომკლასზე თითქმის ორჯერ მეტი ღირს.

2023/09
საშემოსავლო გადასახადი
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

ჩვენს შპს-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი, ორივე იურიდიული პირია. მათგან ერთი არის ქართული კომპანია (დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი), ხოლო მეორე – ნიდერლანდების რეზიდენტი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ სხვა ქვეყნის შვილობილი საწარმოა. გვაინტერესებს დივიდენდის გაცემის დაბეგვრის საკითხი. როგორც ვიცით, ქართულ კომპანიაზე (შპს-ზე) გაცემული დივიდენდი არ დაიბეგრება, ხოლო ნიდერლანდების რეზიდენტ კომპანიაზე – 10%-ით? აქ საერთაშორისო ხელშეკრულების მიხედვით ორმაგი დაბეგვრისაგან გათავისუფლების რეჟიმი იმოქმედებს?

2023/09
მოგების გადასახადი
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი 3-სართულიან შენობაში საკუთრებაში ფლობს მე-3 სართულს. შესაბამისად, მასვე ეკუთვნის იმ მიწის მესამედიც, რომელზეც ეს შენობაა დამაგრებული. ამ პირობებში, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ფიზიკურმა პირმა მიწის ნაკვეთის თავისი კუთვნილი მესამედი გასცეს აღნაგობის უფლებით? ზოგადად, კანონისმიერია თუ არა იმგვარი მიწის აღნაგობის უფლებით გაცემა, რომელზეც დგას უკვე შენობა-ნაგებობა? იგეგმება, რომ ეს შენობა უნდა დაინგრეს, მასზე აღნაგობის უფლების მიმღებმა უნდა ააშენოს ახალი შენობა და აღნაგობის ვადის ბოლოს ამ შენობის შესაბამისი წილი დარჩება (გადაეცემა) ზემოხსენებულ მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირს.

2023/08
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

არმიღებული დებიტორული დავალიანების (რომელიც დღგ-ით დაიბეგრა თავის დროზე) უიმედო ვალად აღიარების ან პატიების შემთხვევაში, შეგვიძლია თუ არა დავიბრუნოთ გადახდილი დღგ რაიმე გზით?

2023/08
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

2021 წელს შპს-მ შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობებისგან თავისუფალი), რომელზეც აპირებდა ოფისის მშენებლობას. ამავე 2021 წელს მომზადდა სამშენებლო დოკუმენტაცია („გაპი“, პროექტი, ნებართვა) 1-წლიანი მშენებლობის ნებართვით. სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებისათვის გაწეული დანახარჯები 2021 წელს ვაღიარეთ არამატერიალურ აქტივად. როგორც მოგეხსენებათ მშენებლობის ნებართვა გაიცემა განსაზღვრული ვადით და ჩვენს შემთხვევაში იყო 1-წლიანი, ანუ 2022 წელში მშენებლობის ნებართვას ვადა გაუვიდა. დღეის მდგომარეობით, კომპანიის ხელმძღვანელობა აღარ აპირებს ოფისის აშენებას. შპს მუშაობს მსს ფასს-ის მიხედვით. სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, რამდენად სწორია ასეთი სახის სამშენებლო დოკუმენტაციის არამატერიალურ აქტივად აღიარება? და თუ არამატერიალურ აქტივად უნდა აღიარებულიყო, უნდა აღიარდეს თუ არა ხარჯად სრულად 2022 საანგარიშო წელში, თუ ხარჯად აღიარება უნდა მოხდეს 2021-2022 წლებში ამორტიზაციის დარიცხვის გზით? ასევე გვაინტერესებს, ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნით, სწორია თუ არა ზემოაღნიშნული დანახარჯების არამატერიალურ აქტივებზე მიკუთვნება, თუ დაუმთავრებელი მშენებლობის ხარჯად უნდა გვეღიარებინა?

2023/08
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
პასუხის ნახვა