1) ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელებული ექსპორტის შემთხვევაში, უცხოელი მყიდველის წარმომადგენელს საქონლის ღირებულების გადახდა შეუძლია აშშ დოლარის შეტანით კომპანიის სალაროში ან ჩვენს საბანკო ანგარიშზე. გთხოვთ გვაცნობოთ, ქართული კომერციული ბანკები ვალდებული არიან თუ არა უცხოელი მყიდველის წარმომადგენლის მიერ ანგარიშსწორებისთვის მიტანილი აშშ დოლარი მიიღონ ჩვენი კომპანიის საბანკო ანგარიშზე გასატარებლად?
2) უცხოელი მყიდველის მხრიდან რომელი დოკუმენტების წარდგენა იქნება საჭირო ბანკში მითითებული საბანკო ოპერაციის შესასრულებლად?
3) დასაშვებია თუ არა ნაღდი ანგარიშსწორება აშშ დოლარში, არარეზიდენტმა დებიტორმა დავალიანების თანხა სალაროში რომ შემოგვიტანოს?
რაიონში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქი (შპს), რომელიც მხოლოდ მედიკამენტებით ვაჭრობს, ყიდის მის საკუთრებაში მყოფ შენობას, რომელშიც ეს აფთიაქი ფუნქციონირებს, დირექტორზე (ან მასთან დაახლოებულ ფიზიკურ პირზე).
გაყიდვა იგეგმება დაახლოებით 90000 ლარად. როგორ დაიბეგრება ეს გაყიდვა?