ძებნის შედეგად ნაპოვნია 502 შედეგი

სამშენებლო პროფილის კომპანია აპირებს აიღოს ნებართვა, რომ განახორციელოს სამშენებლო ნარჩენების (მათ შორის ანაფრეზი ასფალტის) განთავსება საკუთარ კუთვნილ ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე კომპანია განათავსებს როგორც საკუთარი სამშენებლო სამუშაოების დროს წარმოქმნილ სამშენებლო ნარჩენებს, ასევე, სხვა კომპანიების მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დროს წარმოქმნილ ნარჩენებს. 1) გთხოვთ, მოგვწეროთ, რა უნდა განახორციელოს ჩვენმა კომპანიამ იმისათვის, რომ აღნიშნული ნარჩენების გამოყენება შეძლოს შემდგომი გადამუშავებისათვის? ხომ არ დაგვჭირდება რაიმე სახის ნებართვები ამ საკითხთან დაკავშირებით (გარდა ნარჩენების განთავსების ნებართვისა)? 2) უნდა განვიხილოთ როგორც ზედმეტობა და მოვახდინოთ მისი აყვანა ბალანსზე? დაბეგვრა არ მოგვიწევს, როგორც ეს სსკ 286-ე მუხლშია მითითებული? 3) სხვა რისკებს თუ ხედავთ ამ საკითხთან დაკავშირებით? გვესაჭიროება თქვენი რეკომენდაციები.

2023/04
არასაგადასახადო თემა
მშენებლობა
სამართლებრივი/იურიდიული
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

რეგიონის კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს რეგულარულად უწევს თბილისში სიარული მივლინებით, შესყიდვებისთვის. ამ მივლინების დროს მას ვაძლევთ სამივლინებო დღიურს 10 ლარს. რადგან ეს რეგულარულად ხდება, დირექტორმა გადაწყვიტა ბანკიდან თვის ბოლოს მოხდეს ჩარიცხვა ამ თანამშრომლისთვის, ერთი თვის განმავლობაში რაც დაგროვდება სამივლინებო დღიურები და მიეთითოს „სამივლინებო ხარჯი“. ასეთი ფორმით შესრულებული ტრანზაქცია საგადასახადო ორგანოსთვის ხომ არ გამოიწვევს ეჭვს, ხელფასად მიიჩნიონ ეს თანხა?

2023/04
არასაგადასახადო თემა
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

შპს-მ 2022 წლის დეკემბერში შეიძინა ძირითადი საშუალებები (მანქანა-დანადგარები), როდესაც ის არ იყო დღგ-ის გადამხდელი. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამყიდველის მიერ გამოწერილი იქნა იმავე თვეში. 2023 წლის თებერვალში ეს შპს დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. მას ექნება მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, რისთვისაც გამოიყენებს შეძენილ ძირითად საშუალებებს. შეუძლია თუ არა ამ შპს-ს ჩაითვალოს ამ ძირითად საშუალებებზე გადახდილი დღგ 2022 წლის დეკემბერში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურით?

2023/03
დღგ
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს ზოგჯერ კონტრაგენტებს (იდენტიფიცირებულ პირებს) აწვდის საქონელს თვითღირებულებაზე უფრო დაბალი ფასით. შემოსავლების სამსახურში ინფორმაცია თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაციაზე არ იგზავნება. რეალიზებული საქონელი შეიძლება იყოს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დაუბეგრავი. თუ რატომ ვაწვდით დაბალი ღირებულებით, მიზეზი შეიძლება იყოს სატენდერო წინადადება და წინასწარ შეთანხმებული ფასი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი, თუ რატომ არის ფასებში სხვაობა სტანდარტულ ხელშეკრულებებთან შედარებით, გაურკვეველია. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

2023/03
დღგ
მოგების გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

ვყიდი ორგანულ სასუქს (ნაკელი). ეს დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია?

2023/03
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

კომპანია პერიოდულობით მარკეტინგულ ხარჯებთან დაკავშირებით ატარებს ე.წ. აქციებს. კერძოდ, კლიენტებს (ფიზიკური პირები) ერიცხებათ შეძენილ საქონელზე ბონუს-ქულები (ერთგულების ქულა) პირობითად 1 ლარი=1 ქულა, ხოლო ამ ქულებით შესაძლებელია განაღდება როგორც ჩვენთან, ასევე სხვა მაღაზიებში შეძენილი საქონლის სახით. არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ჩვენი გასაყიდი საქონლის ღირებულებაა 100 ლარი და კლიენტს, რომელსაც ბარათზე გააჩნია 100 ბონუს-ქულა, შეუძლია ჩვენგან საქონელი წაიღოს ქულების მეშვეობით. 1) ქულების მეშვეობით შეძენილი საქონლის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ჩვენ მიერ საქონელი უსასყიდლოდ არის მიწოდებული? 2) დაიბეგრება როგორც დღგ-ის მიზნებისთვის (თუ მაქვს მიღებული ამ საქონელზე დღგ-ის ჩათვლა), ასევე 1000 ლარამდე მოგების გადასახადით, ხოლო 1000 ლარზე ზევით – საშემოსავლო გადასახადით? შენიშვნა: ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული ბონუს-ქულები წარმოადგენს ერთგულების ქულას, რათა კლიენტი მოვიზიდოთ. შესაბამისად, არ წარმოადგენს უსასყიდლოდ მიწოდებას.

2023/03
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა