ა(ა)იპ ორგანიზაციას ჰყავს წევრი ორგანიზაციები, რომლებსაც საწევრო თანხის ფარგლებში სთავაზობს, გაწევრიანდნენ „მგვ“ ორგანიზაციაში და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად მოახდინონ წევრი ორგანიზაციების სახიფათო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. სსკ 170-ე მუხლის 1-„კ“ პუნქტით, საწევრო გადასახადი გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე. ორგანიზაციას, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის საქმიანობა ნახსენები არ აქვს თავის წესდებაში. აქედან გამომდინარე, დღგ-ით ბეგრავს მიღებულ საწევრო თანხებს.
შესაძლებელია თუ არა, რომ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება საქმიანობის შესახებ და ცვლილების შემდგომ, მიღებული საწევრო თანხები აღარ დაიბეგროს დღგ-ით?
თურქეთის რეზიდენტი კომპანიის დავალებით, საქართველოს კომპანიამ (შპს) გაუწია მას შემდეგი სახის ლოჯისტიკური და სამეთვალყურეო მომსახურება: მისგან მივიღეთ საინსტალაციო ინსტრუმენტები დროებითი იმპორტის რეჟიმით თებერვალში, გადავეცით ერთ-ერთ რეზიდენტ კლინიკას, რომელსაც თურქულმა კომპანიამ დაუმონტაჟა დანადგარი ამ ინსტრუმენტების გამოყენებით. უშუალოდ დანადგარის სამონტაჟო სამუშაოებში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია. მონტაჟის მერე რეზიდენტმა კლინიკამ დაგვიბრუნა აღნიშნული საინსტალაციო ინსტრუმენტები და ჩვენ ისინი დავაბრუნეთ ექსპორტით თურქეთში აპრილის თვეში. თურქულმა კომპანიამ გადაგვიხადა ამ მომსახურების ღირებულება მაისის თვეში.
დაიბეგრება მიღებული თანხა დღგ-ით? და თუ კი, რომელ თვეში?
ჩვენი კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს მსს ფასს-ის მიხედვით. გვაინტერესებს, რეციკლირების გადასახადი იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებაში უნდა შევიდეს? ეს გადასახადი ეხება ზოგიერთ საქონელს, მაგალითად, ზეთი, ელექტროსაქონელი და ა.შ. წონის მიხედვით ითვლიან.
საქართველოს შპს-ის ორი თანამშრომელი თებერვლის თვეში იყო მივლინებაში თურქეთში, სადაც ჩაუტარდათ ტრენინგი. აღნიშნულ ტრენინგთან დაკავშირებით მისმა ჩამტარებელმა თურქეთის კომპანიამ ინვოისი გამოგვიწერა და გამოგვიგზავნა მარტში, ხოლო ტრენინგის ღირებულება გადავრიცხეთ აპრილში.
დაიბეგრება თუ არა უკუდაბეგვრის დღგ-ით აღნიშნული მომსახურება და თუ კი, რომელ თვეში?
კომპანიის დაქირავებულმა თანამშრომელმა კომპანიის კუთვნილი დაზღვეული ავტომანქანით მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგად დაზარალდა როგორც ამ კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა (ზარალი დაახლოებით 30000 ლარია), ასევე ორი გარეშე ფიზიკური პირის ავტომანქანა, რომლებსაც მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად უნდა გადავუხადოთ შესაბამისად X და Y ლარი. მიზეზთა გამო, სადაზღვევო კომპანია ზარალს არ ანაზღაურებს.
დაიბეგრება თუ არა ამ გარეშე ფპ-ებისთვის გადასახდელი თანხა მოგების გადასახადით?
შპს-მ, რომელიც აღრიცხვას აწარმოებს ფასს-ების სრული ვერსიის მეშვეობით, არარეზიდენტი კომპანიისაგან 3-წლიანი ლიზინგით მიიღო დანადგარი, გამოსყიდვის უფლების გარეშე. გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ 3 წლის შემდეგ ამ დანადგარს გადმოგვცემენ უფასოდ. ამასთან, 3-წლიანი ლიზინგის საფასური გადახდილ იქნა ერთიანი თანხით დანადგარის იმპორტირებამდე. დანადგარის განბაჟება განხორციელდა მისი საბაზრო ფასიდან, რომელიც მითითებული იყო მეიჯარის კომერციულ ინვოისში მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის. საბაჟო დღგ გადავიხადეთ ამ თანხიდან.
როგორ მოხდება არარეზიდენტისათვის გადახდილი საფასურის დაბეგვრა არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით?