2022 წლიდან ნაღდი ფულის ყველა შეტანა-გატანას დამფუძნებლებისგან/დამფუძნებლებზე (არამეწარმე რეზიდენტი ფიზიკური პირები არიან) სესხად აღვრიცხავ 32** ანგარიშებზე. 2023 წლის იანვარში ახალი „მენუალები“ რომ გამოსცეს, №2549 და №2550, თითქოს კაპიტალში ცვლილების რეგისტრაციის გარეშეც შეიძლება შემოიტანონ და გაიტანონ ფული დამფუძნებლებმაო, ისევ 3160 ან 3170 ანგარიში გამოვიყენო?
ძირითად საშუალებას, რომელსაც გაუვიდა მომსახურების წლები, ან დაზიანდა და კომპანია მას აღარ იყენებს ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის, ბალანსიდან ჩამოვწერთ ჩამოწერის აქტის საფუძველზე და ნარჩენ ღირებულებას ვაჩვენებთ რეალიზაციაში დღგ-ის მიზნებისთვის (ვბეგრავთ), ავსახავთ დღგ-ის დეკლარაციაში. რამდენად მართებულია ეს მიდგომა, აუცილებელია თუ არა ნარჩენი ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა? შეგვიძლია თუ არა, რომ ჩამოვწეროთ მხოლოდ ჩამოწერის აქტის საფუძველზე?
ვარ დღგ-ის გადამხდელი მეწარმე ფიზიკური პირი და ვახორციელებ ტვირთების საავტომობილო სატრანსპორტო გადაზიდვას მხოლოდ საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში და პირიქით. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, სომხეთის რესპუბლიკაში სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვებზე კანონმდებლობით არ მოითხოვება საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების „ნებართვა“. ვაპირებ მცირე ბიზნესის სტატუსის მოთხოვნით მივმართო შემოსავლების სამსახურს და სტატუსის მინიჭების საანგარიშო პერიოდიდან საქმიანობა გავაგრძელო „მცირე ბიზნესის“ სტატუსით.
ზემოაღნიშნული საქმიანობის „მცირე ბიზნესის“ სტატუსით გაგრძელების შემთხვევაში, გავრცელდება თუ არა 2010 წლის 29 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №415 დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვები და ჩაითვლება თუ არა აკრძალულ საქმიანობად, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება?
განვახორციელეთ საქონლის იმპორტი. საქონლის ღირებულება ჯერ გადახდილი არ გვაქვს. ინკოტერმსის ტიპი არის CIF.
საქონლის ღირებულების განსაზღვრისთვის ავიღეთ შეფასების (A ნომრის მინიჭების) დღის კურსით, საქონლის განბაჟებისთვის გამოვიყენეთ წინასწარი დეკლარირება. წინასწარ დეკლარირებას რამე მნიშვნელობა აქვს? ხომ შეფასების დღის კურსით უნდა დავიანგარიშოთ საქონლის ღირებულება?
კომპანია A-ს (დღგ-ის გადამხდელი) მისივე მასალებით (კომპანია A აწვდის ყველა საჭირო მასალას კომპანია B-ს, კომპანია B მხოლოდ კერავს) კომპანია B (არ არის დღგ-ის გადამხდელი) უწევს სამკერვალო მომსახურებას, მაგ., კომპანია A-მ მიაწოდა კომპანია B-ს 50 მეტრი ნაჭერი და ა.შ., რითაც კომპანია B-მ შეკერა 5 ქურთუკი, 6 მაისური, 1 შარვალი და ა.შ. რა საბუთი უნდა გამოუწეროს კომპანია B-მ კომპანია A-ს მომსახურების გაწევის შემდგომ, მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი თუ სასაქონლო ზედნადები?