ძებნის შედეგად ნაპოვნია 502 შედეგი

შპს-მ 2014 წელს სესხი აიღო აშშ დოლარში (ეროვნული ბანკის კურსი მაშინ იყო 1.9156 ლარი) საზღვარგარეთ მდებარე ფინანსური ორგანიზაციიდან. შპს-ს სესხის გადახდები არ უწარმოებია, შესაბამისად დავალიანება ასახული იყო გრძელვადიანი ვალდებულების ანგარიშზე. ახლა გაირკვა, რომ შპს-ს ეს სესხი ჩამოეწერა 31.12.2020 წელს. ჩამოწერის საბუთიც გამოგვიგზავნეს მიმდინარე წლის იანვარში. როგორ უნდა მოვიქცეთ? მართებული იქნება, თუ არასაოპერაციო შემოსავალში გავატარებთ ამ თანხას? და კურსთაშორისი სხვაობა, გამოწვეული აშშ დოლარის 2014 წელს არსებულ ეროვნულ კურსსა და 2020 წლის 31 დეკემბერს არსებულ ეროვნულ კურსს შორის განსხვავებით, უნდა ავსახოთ კურსთაშორისი სხვაობის შემოსავალში?

2023/01
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენმა შპს-მ იყიდა ზედნადებით ავტომანქანა შპს-სგან, რომელიც ჩეკს არ გვაძლევს, მგონი არც აქვს საკონტროლო-სალარო აპარატი და მის საბანკო ანგარიშზეც არ გვარიცხინებს თანხას ვალების გამო. რეალურად თანხა „ხელზე“ აქვს გამყიდველს აღებული. შედარების აქტი საკმარისი იქნება, რომ ბუღალტრულად გავსწორდეთ?

2023/01
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ბოთლის მიმწოდებელს გადავურიცხეთ 23000 ევრო ბოთლის ყალიბის დასამზადებლად, რომელიც ჩვენთვის გამოიმუშავებს 2500000 ბოთლს, ასე წერია კონტრაქტში. ეს ჩვენთვის წინასწარ გაწეული ხარჯია და დავსვამ 17**-ებზე და ყოველი იმპორტისას ბოთლის რაოდენობის პროპორციულად ბოთლის თვითღირებულებას უნდა მივაკუთვნოთ? აღრიცხვა-ანგარიშგებისთვის ვიყენებთ მსს ფასს-ს.

2023/01
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფ საწარმოს. ჩავატარეთ საახალწლო კორპორაციული საღამო. დავბეგროთ დღგ-ით, ასევე საშემოსავლოთი და ვაჩვენებთ დირექტორზე განაცემად?

2023/01
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

შპს X ეწევა ყიდვა-გაყიდვის ეკონომიკურ საქმიანობას. რადგან ფლობს საკმარის ფართს, გადაწყვიტა მესამე პირის საქონელი დროებით დაასაწყობოს ხელშეკრულებაში გაწერილი პირობებით. მომსახურების საფასური განისაზღვრა დროებით მიბარებული საქონლით დაკავებული სტანდარტული ადგილის რაოდენობის მიხედვით. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ საქონლის ადგილის სრულად არგათავისუფლების შემთხვევაში ჩაირთვება მომსახურების ახალი ერთთვიანი ტარიფი დარჩენილი ადგილების შესაბამისად. მაინტერესებს, როგორ უნდა ავსახო ბუღალტრულ გატარებებში შესაბამისი ოპერაციები?

2023/01
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შესაძლებელია თუ არა, რომ თანამშრომელზე გავცეთ სამი თვის ხელფასის ავანსი, წინასწარ მომდევნო სამი თვის (ერთჯერადად)? სესხად ხომ არ ჩაგვეთვლება?

2023/01
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
შრომითი
პასუხის ნახვა