ჩვენმა კომპანიამ 2025 წლის აგვისტოში საზღვარგარეთ გაყიდა დანადგარი 100000 ევროდ, გაფორმდა ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია, საქონელი ჩავიდა დანიშნულების ადგილას. თანხა მყიდველმა ჩაგვირიცხა სექტემბერში. ოქტომბრის თვეში მყიდველთან მოლაპარაკების შედეგად მოხდა შეთანხმება მასთან, რომ შეცვლილიყო შეთანხმებული მიწოდების ფასი 110000 ევროდ, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 100000 ევროსი. განსხვავება ძველ და ახალ საფასურს შორის მყიდველმა ჩაგვირიცხა ცალკე თანხით, თებერვლის თვეში. უნდა შეგვეცვალა თუ არა ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია? თუ კი, და არ შევცვალეთ, რა სანქციები გვემუქრება?
სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ინდმეწარმე 2025 წელს პირველად გადაცდა წლიური შემოსავლის 200000-ლარიან ზღვარს. კერძოდ, მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 2025 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან შეადგინა 315000 ლარი. წინა წლებში გაცემულ ხელფასს არ ვბეგრავდით საშემოსავლო გადასახადით. ზარალზე გადიოდა, მაგრამ, მაინც ვითვალისწინებდით 200000-ლარიან შეღავათს ყოველწლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადამ 2028 წლამდე კი გადაიწია, მაგრამ რადგან გაცდა საშეღავათო ზღვარს, თუ 2025 წლის შედეგებით მოგება დაუფიქსირდება, ხომ უნდა დავბეგროთ 20% გადასახადით? ხელფასის სახით განაცემი რომელი თვიდან უნდა დავბეგროთ, ოქტომბრიდან (ვინაიდან ჩვენ სექტემბერში უკვე ვიცოდით, რომ წლის ერთობლივმა შემოსავალმა გადააჭარბა 200000 ლარს)?
გვაინტერესებს, ა(ა)იპ-ს, რომელიც ეწევა ორდღიან ფასიან ტრენინგებს ექიმებისთვის, წელიწადში გაწეული მომსახურებების 100 000 ლარის ღირებულების გადაჭარბების შემთხვევაში ექმნება თუ არა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება?
ცნობისათვის, საქმიანობას ვეწევით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით აკრედიტაციის მონიჭების შემდეგ, ჩვენ მიერ წარდგენილ მოკლევადიან პროგრამებზე (უსგ – უწყვეტი სამედიცინო განათლება და უპგ – უწყვეტი პროფესიული განათლება).
წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ კომპანიას. არ გვაქვს დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები. ოფისში დისპენსერებისათვის შეძენილ სუფთა წყალზე გადახდილი დღგ ექვემდებარება თუ არა ჩათვლას?
საქართველოს შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელსაც გრაფიკით მორიგეობა უწევს ყოველ მე-4 დღეს და თუ ხელმძღვანელი დართავს ნებას, თავისუფალ დროს უფლება აქვს თუ არა იმუშაოს კერძო შპს-ში კონსულტანტად?
ამჟამად მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის რომელი დებულებებით რეგულირდება საცხოვრებელი ფართების (ბინების, სახლების) დღგ-ით დაბეგვრა/არდაბეგვრა? რა შემთხვევაში დაიბეგრება დღგ-ით? საკითხი მაინტერესებს როგორც კომპანიების, ასევე ფიზიკური პირების შემთხვევისთვის.