ძებნის შედეგად ნაპოვნია 577 შედეგი

ჩვენი კომპანია აქირავებს ავტომანქანებს ფიზიკურ პირებზე. ეს ჩვენი ძირითადი საქმიანობაა. ერთ-ერთ უცხოელ, არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე გაქირავებული ჩვენი ავტომანქანა დაეჯახა სხვა დაზღვეულ მანქანას და პატრულმა ჩვენი მანქანა დააჯარიმა. საპატრულოს აქტიც გვაქვს და ზიანის შეფასებაც. სადაზღვევომ აუნაზღაურა დაზღვეულს მისი ავტომანქანის ზიანის შეფასებული თანხა და რადგანაც ჩვენი მანქანის ბრალეულობა დადგინდა, ეს თანხა ჩვენ მოგვთხოვა და უნდა ჩავურიცხოთ ამ სადაზღვევო კომპანიას. რამეს ხომ არ დავაშავებთ ამ ოპერაციით? ან დასაბეგრი ხომ არ იქნება რამე? ავტომანქანის გაქირავების დროს ხელშეკრულებაში გვეწერა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიკისრებდით.

2023/07
მოგების გადასახადი
დაზღვევა
რეკლამა და მარკეტინგი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

შპს-ის მიერ არარეზიდენტი, არადაქირავებული ფიზიკური პირისთვის ნაჩუქარი თანხა, რომელიც 1000 ლარს აღემატება, როგორ დაიბეგრება?

2023/07
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ქარხანაში (შპს, ვსარგებლობთ მსს ფასს-ით) შევიძინეთ ძირითადი საშუალება – ფილტრი, რომელიც მოთავსდება ცალკე ოთახში. ეს ოთახი რემონტდება: იატაკზე ბეტონის დასხმა, გრანიტით მოპირკეთება და სხვა, რისთვისათვის შეძენილია ბევრი დასახელების წვრილმანი სამეურნეო სამშენებლო მასალა. შემიძლია, ამ ყველაფერს გავუხსნა მხოლოდ ერთი თანხობრივი 16** ანგარიში (რაოდენობების მიუთითებლად), ცალ-ცალკე რომ არ გატარდეს თითოეული და ეს თანხა შემდგომ ფილტრის თვითღირებულებას დავამატო? სწორი გადაწყვეტილება იქნება?

2023/06
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ „ესტონურ მოდელზე“ მყოფ სამშენებლო კომპანიას (შპს), რომელიც აშენებს მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს, ბინების გაყიდვის მიზნით. აღრიცხვას ვაწარმოებთ მსს ფასს სტანდარტით. 2022 წელს გავაფორმეთ როგორც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, ასევე რამდენიმე ფართი გავყიდეთ საკუთრების უფლებით. თვითონ სამშენებლო ობიექტი დღეის მდგომარეობით ჯერ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, რადგან ჯერ კიდევ მშენებარეა. გვაინტერესებს, ჩვენ მიერ გაფორმებული ეს ხელშეკრულებები წარმოადგენს თუ არა სამშენებლო კონტრაქტებს, რომლებიც ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის, აღრიცხული უნდა იქნეს მსს ფასს-ის 23-ე განყოფილების შესაბამისად?

2023/06
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ფაქტობრივი გარემოება ასეთია: იურიდიულ პირს საშუამავლო მომსახურებას უწევს ფიზიკური პირი. კერძოდ, ის კომპანიას აკავშირებს არარეზიდენტ პირთან, ხოლო შემდეგ კომპანია ექსპორტის გზით ახორციელებს საქონლის მიწოდებას ამ არარეზიდენტ პირზე. ფიზიკური პირის მიერ ამ მომსახურების გაწევა დღგ-ის მიზნებისთვის განიხილება თუ არა დაბეგვრის ობიექტად? შენიშვნა: სსკ 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: „2. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია მომსახურების გაწევა სხვა პირის სახელით მოქმედი შუამავლის მიერ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში ან საქართველოს ფარგლების გარეთ განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობის შემთხვევაში“. აღნიშნული ნორმის მიხედვით ხომ არ გათავისუფლდება ფიზიკური პირი დღგ-ისაგან?

2023/06
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

ვართ ესტონურ მოდელზე მყოფი მე-3 კატეგორიის შპს. ვსარგებლობთ მსს ფასს-ით. ვაშენებთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს. აღნიშნული მიზნით 2018 წელს ფიზიკური პირისაგან ბარტერით შევიძინეთ მიწის ნაკვეთი, რის სანაცვლოდაც უნდა გადავცეთ გარკვეული ფართები აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ჩვენ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში. 2022 წელს ამ ფიზიკურ პირს გარკვეული ფართები გადავეცით საკუთრების უფლებით, თუმცა აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ანუ მშენებარეა დღესაც და არც ექსპლუატაციაშია მიღებული. მოვიყვანოთ მუხლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. №996 ბრძანებიდან: „მუხლი 112. გარდამავალი დებულებები 46. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი“. ამ მუხლიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენ 2022 წელს საკუთრებაში გადავეცით გარკვეული ფართები ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირს, ხომ არ დაგვიდგა დღგ-ით დაბეგვრის მომენტი 2022 წელს და თუ კი, რა თანხიდან?

2023/06
დღგ
ბარტერი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა