ძებნის შედეგად ნაპოვნია 502 შედეგი

საშემოსავლო გადასახადის დეკლარირება ხდება წესისამებრ. შესაბამისად, იმ პირების გრაფაში, რომლებსაც სავალდებულო საპენსიო შენატანის განხორციელება ეკუთვნით, მითითებული გვაქვს შეღავათი, რომ საშემოსავლოს გამოთვლა სწორად ხდებოდეს. თუმცა, ამის პარალელურად, არ გვაქვს წარდგენილი საპენსიო სააგენტოში დეკლარაციები და არც საპენსიო დაზღვევის შენატანების თანხა გვაქვს გადარიცხული. გთხოვთ, მოგვწეროთ, რა რისკების მატარებელია ამგვარი სიტუაცია კომპანიისთვის?

2022/12
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ შპს-ს, რომელიც ყიდულობს საჭირო პროდუქტებს, ძირითადად ქსელურ მაღაზიებში და ჰყიდის სასტუმროებზე, მიღებული შეკვეთის მიხედვით. ეს პროცესი ხდება ისე, რომ საქონელი არ საწყობდება, ანუ ჩვენი შპს ყიდულობს, მიაქვს და ეგრევე გადაყიდის. უფრო კონკრეტულად, გამყიდველმა მიგვითითა ტრანსპორტირების დაწყების ადგილად თავისი ადგილმდებარეობა, ხოლო დასრულების ადგილად – სასტუმროს ტერიტორია, ვისაც უნდა მივყიდოთ ეს საქონელი. საქონლის ადგილზე მიტანის შემდეგ, ტრანსპორტირების გარეშე ზედნადებით უნდა გადავაწერო სასტუმროს საქონელი ჩვენი შპს-დან. ეს შესაძლებელია? ანუ, სასაქონლო ზედნადების გამოწერისას როგორ მოვიქცე, ანუ რა მისამართები მივუთითო, ან მივათითებინო გამყიდველს? შიდა გადაზიდვა არ მინდა, რომ დამჭირდეს.

2022/11
არასაგადასახადო თემა
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ჩვენს შპს-ში (დღგ-ის გადამხდელი სასტუმროა) ხდება თანამშრომლებისათვის საკვების მომზადება. თვის ჭრილში ამ მიზნით გახარჯული პროდუქტები იდენტიფიცირებულია და ცნობილია თვითღირებულება. კვების პროდუქტების ცალკე შეძენა არ ხდება, ამიტომ დღგ-ს სრულად ვითვლი და მიწოდების სახით უნდა დავბეგრო. დასაბეგრ ბაზად რა უნდა ავიღო – თვითღირებულება თუ თვითღირებულებას დამატებული რაღაც პროცენტი?

2022/11
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
შრომითი
პასუხის ნახვა

ჩვენს შპს-ს (სასტუმროს) აქვს ასეთი გასარკვევი საკითხი. როდესაც ჩვენი სასტუმრო ფუნქციონირებდა, იჯარით გვქონდა აღებული სხვა სასტუმროს შენობაც. 2019 წლის ნოემბრამდე იჯარით აღებული შენობა ინდმეწარმის საკუთრებაში იყო, რომელიც გვიწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს. 2019 წლის ნოემბრიდან შეიცვალა მესაკუთრე და გახდა სხვა, არამეწარმე ფიზიკური პირი. იჯარის თანხა საკმაოდ დიდი იყო და ახალ მესაკუთრეს უწევდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირება, თუმცა არ დარეგისტრირდა ან შეგნებულად, ან არ ჰქონდა ინფორმაცია. ახალ მესაკუთრესთან საიჯარო მომსახურება გაგრძელდა 2020 წლის 1 აპრილამდე (იანვარ-მარტი). საიჯარო ვალდებულება უნდა ყოფილიყო მინიმუმ 110000 დოლარი, თუმცა ჩვენს შპს-ს გადახდილი ჰქონდა დაახლოებით 20000 დოლარი (გადავიხადე 2020 წელში, რაც დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, რადგან არამეწარმე ფიზიკურ პირს გადავუხადეთ), რის გამოც მოგვიანებით ახალმა მესაკუთრემ გვიჩივლა. 2021 წლის დეკემბერში მოხდა შეთანხმება, რომ ჩვენი შპს მას გადაუხდიდა 85000 დოლარს (არსებობს სასამართლო განჩინება). სანამ თანხას ჩავურიცხავდით, ამ ფიზიკურ პირს მოვთხოვეთ, რომ დარეგისტრირებულიყო ინდმეწარმედ და დღგ-ის გადამხდელად. რამდენიმე კითხვა გვაქვს დაბეგვრასთან დაკავშირებით: 1) 2021 წლის დეკემბერში თანხა გადავრიცხეთ მას შემდეგ, რაც ინდმეწარმედ დარეგისტრირდა და აღარ დავბეგრეთ საშემოსავლო გადასახადით. ხომ სწორად მოვიქეცით? 2) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირება ძველი თარიღით შესაძლებელია? აღნიშნული პირი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის დეკემბერში და 2019-2020 წლებით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას შეძლებს? 3) რა პერიოდით უნდა მოვითხოვოთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და რა თანხაზე? პროგრამულად საიჯარო ვალდებულების დარიცხვა არ ხდებოდა, მხოლოდ იმას ვარიცხავდით, რასაც ვიხდიდით. განჩინებით შეთანხმებული 85000 დოლარიც მოგვიანებით ვაღიარეთ ვალდებულებად. ამ შემთხვევაშიც ის თანხა დავარიცხეთ, რაც გადავიხადეთ ლარებში. თითოეული თვის ბოლო რიცხვის კურსით მოვითხოვოთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა?

2022/11
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

2017 წლის აპრილში შპს A-ს საწესდებო კაპიტალში წილი არარეზიდენტმა დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა სრულად გადასცა შპს B-ს (მის კაპიტალში შეიტანა), რომლის 100% წილის მფლობელიც თავად ეს ფიზიკური პირია. შპს A-ს ბუღალტერიაში ნაჩვენები გვქონდა, რომ კაპიტალში მისი წილი იყო 1 მლნ UშD ანუ 1 620 000 ლარი (კაპიტალის შევსების დღის კურსით 1.62) და შესაბამისი გატარებით იგივე თანხა გადავიდა შპს B-ზე. გვაინტერესებს, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით, შპს B-მ ბუღალტრულად რომელი კურსით უნდა აღიაროს კაპიტალის შევსება – 1.62-ით, როგორც შპს A-ს ბუღალტრულ ფაილშია, თუ 2017 წლის აპრილში არსებული სავალუტო კურსით 2.41?

2022/11
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

დეველოპერულმა სამშენებლო კომპანიამ დაიტოვა ორი ბინა ძირითად საშუალებად. ეს კომპანია წარმოადგენს ჩინეთის შვილობილ კომპანიას, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოში. კომპანიის დირექტორი არის არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც იღებს ბინადრობის უფლებას და რჩება ერთი წელი საქართველოში. აგრეთვე პერიოდულად ჩამოვლენ კომპანიის დამფუძნებლები და იცხოვრებენ კომპანიის ბალანსზე არსებულ ბინაში (ამ მიზნით დავიტოვეთ ძირითად საშუალებად). ამ შემთხვევაში, რა გადასახადებით დაიბეგრება კომპანია?

2022/11
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
შრომითი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა