ძებნის შედეგად ნაპოვნია 539 შედეგი

თუ სასტუმროს მომსახურებას ვყიდულობ საზღვარგარეთ ტურისტული კომპანიიდან და შემდგომ ვყიდი რეზიდენტზე, რომელიც მიდის სამოგზაუროდ, სასტუმროს ეს მომსახურება დაიბეგრება თუ არა 10% არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით?

2023/02
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციისათვის დადგენილ ზღვარში − 100000 ლარი, გაითვალისწინება თუ არა დღგ-ით ნულოვანი დაბეგვრის ოპერაციები?

2023/02
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

2022 წლიდან ნაღდი ფულის ყველა შეტანა-გატანას დამფუძნებლებისგან/დამფუძნებლებზე (არამეწარმე რეზიდენტი ფიზიკური პირები არიან) სესხად აღვრიცხავ 32** ანგარიშებზე. 2023 წლის იანვარში ახალი „მენუალები“ რომ გამოსცეს, №2549 და №2550, თითქოს კაპიტალში ცვლილების რეგისტრაციის გარეშეც შეიძლება შემოიტანონ და გაიტანონ ფული დამფუძნებლებმაო, ისევ 3160 ან 3170 ანგარიში გამოვიყენო?

2023/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ძირითად საშუალებას, რომელსაც გაუვიდა მომსახურების წლები, ან დაზიანდა და კომპანია მას აღარ იყენებს ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის, ბალანსიდან ჩამოვწერთ ჩამოწერის აქტის საფუძველზე და ნარჩენ ღირებულებას ვაჩვენებთ რეალიზაციაში დღგ-ის მიზნებისთვის (ვბეგრავთ), ავსახავთ დღგ-ის დეკლარაციაში. რამდენად მართებულია ეს მიდგომა, აუცილებელია თუ არა ნარჩენი ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა? შეგვიძლია თუ არა, რომ ჩამოვწეროთ მხოლოდ ჩამოწერის აქტის საფუძველზე?

2023/02
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ვარ დღგ-ის გადამხდელი მეწარმე ფიზიკური პირი და ვახორციელებ ტვირთების საავტომობილო სატრანსპორტო გადაზიდვას მხოლოდ საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში და პირიქით. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, სომხეთის რესპუბლიკაში სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვებზე კანონმდებლობით არ მოითხოვება საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების „ნებართვა“. ვაპირებ მცირე ბიზნესის სტატუსის მოთხოვნით მივმართო შემოსავლების სამსახურს და სტატუსის მინიჭების საანგარიშო პერიოდიდან საქმიანობა გავაგრძელო „მცირე ბიზნესის“ სტატუსით. ზემოაღნიშნული საქმიანობის „მცირე ბიზნესის“ სტატუსით გაგრძელების შემთხვევაში, გავრცელდება თუ არა 2010 წლის 29 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №415 დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვები და ჩაითვლება თუ არა აკრძალულ საქმიანობად, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება?

2023/02
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

განვახორციელეთ საქონლის იმპორტი. საქონლის ღირებულება ჯერ გადახდილი არ გვაქვს. ინკოტერმსის ტიპი არის CIF. საქონლის ღირებულების განსაზღვრისთვის ავიღეთ შეფასების (A ნომრის მინიჭების) დღის კურსით, საქონლის განბაჟებისთვის გამოვიყენეთ წინასწარი დეკლარირება. წინასწარ დეკლარირებას რამე მნიშვნელობა აქვს? ხომ შეფასების დღის კურსით უნდა დავიანგარიშოთ საქონლის ღირებულება?

2023/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა