მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით, კერძოდ გაშენებული გვაქვს მოცვის პლანტაციები. მოცვის ნერგების დარგვისას კვალზე მთელ სიგრძეზე ხდება პოლიპროპილენის ქსოვილის (ე.წ. მულჩი) გადაკვრა. მულჩი ხელს უშლის მოცვის ახალდარგული ნერგის ირგვლივ ბალახის ამოსვლას. აღნიშნული მულჩის ღირებულება საკმაოდ დიდი თანხაა. როგორ უნდა აღვრიცხოთ აღნიშნული მულჩი ფინანსურად და გვეკუთვნის თუ არა მასზე ქონების გადასახადის გადახდა?
შპს დარეგისტრებულია თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და დაკავებულია ნავთობპროდუქტების საბითუმო ვაჭრობით საქართველოს ფარგლებს გარეთ (საქართველოში იმპორტს ან საქართველოდან ექსპორტს არ ახორციელებს).
უცხოეთში (ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში) რეგისტრირებული კომპანია ამ შპს-ს უწევს აგენტის მომსახურებას, საერთაშორისო ბაზარზე (საქართველოს ფარგლებს გარეთ) ნავთობპროდუქტების ხელსაყრელი მიმწოდებლებისა და მყიდველების მოძიების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უცხოური კომპანიის დახმარებით საქართველოს შპს შეასრულებს წარმატებულ ოპერაციას – ნავთობპროდუქტების ყიდვა-გაყიდვას საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაშინ შპს უხდის უცხოურ კომპანიას საკომისიო გასამრჯელოს მიმწოდებლების/მყიდველების მოძებნაში ხელშეწყობისთვის.
როგორ დაიბეგრება ეს შპს, რომელიც თიზ-ის საწარმოა, უცხოური კომპანიისთვის გადახდილი საკომისიო ანაზღაურების გამო?
შპს-მ, რომელიც მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“, ფიზიკური პირისგან იჯარით აიღო ავტომანქანა ხელშეკრულებით, რომელშიც ყოველთვიური გადასახდელი თანხა განსაზღვრულია სიმბოლურ ფასად 10 ლარის ოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ შპს-ის დამფუძნებელი, იგივე დირექტორი და ავტომანქანის მფლობელი ფიზიკური პირი ერთმანეთისთვის მამა-შვილია.
შპს მიწის ყიდვა-გაყიდვის საქმიანობით არის დაკავებული და ავტომანქანას იყენებს ამ ნაკვეთებთან მისასვლელად. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობის თანახმად, ავტომანქანა დაზღვეულია შპს-ის მიერ და იხდის დაზღვევის თანხას. გვაინტერესებს:
1) მართალია, ავტომანქანა შპს-ის საკუთრება არ არის, მაგრამ მისი გამოყენება დაკავშირებულია შპს-ის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ამიტომ დაზღვევის თანხის გადახდა ჩვენ მიერ არ განიხილება როგორც დასაბეგრი. სწორია თუ არა ეს მიდგომა?
2) საწვავს თავად დირექტორი ყიდულობს თავისი საკუთარი ხარჯებით. ეს რაიმე კუთხით პრობლემური საკითხი ხომ არ არის?
შპს-ის ბალანსზე გვაქვს შენობა, რომელიც 1999 წელს შეძენილია დღგ-ის გარეშე 336000 ლარად. ამ შენობას 2017-2018 წლებში ჩავუტარეთ მნიშვნელოვანი რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის დანახარჯებმა შეადგინა დღგ-ის გარეშე 452000 ლარი. გვაინტერესებს, ქონების გადასახადის გამოთვლის მიზნით, 2017-2018 წლებში განხორციელებული რეაბილიტაციის დანახარჯებიდან დათვლილი დასაბეგრი ღირებულებაც 3-ზე უნდა გავამრავლოთ?
მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით. იმპორტით ჩამოვიტანეთ დიდი რაოდენობით მარწყვის ნერგები და დავრგეთ რამდენიმე ჰექტარზე. დარგვიდან პირველივე წელს, ნაყოფის მიღების გარეშე, ფაქტობრივად ყველა ნერგი გახმა. შევადგინეთ შესაბამისი აქტი და მარწყვის ნერგები ჩამოვწერეთ ბუღალტრულად. გვაინტერესებს, კიდევ რამე დოკუმენტი ხომ არ უნდა შეგვედგინა და რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო?