ძებნის შედეგად ნაპოვნია 577 შედეგი

წარმოვადგენთ საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირს (კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე სახის შეღავათებით არ ვსარგებლობთ). 2023 წლის თებერვალში მომსახურება გაგვიწიეს ელექტრონულად არარეზიდენტმა კომპანიებმა, კერძოდ: Facebook, LinkedIn და აშშ-ში რეგისტრირებულმა კომპანიებმა. Facebook, LinkedIn და სხვა არარეზიდენტთან დაკავშირებით მათი მომსახურება შემოიფარგლა შემდეგნაირად: 1) Facebook – მოგვემსახურა რეკლამით, რომლისთვისაც მას გადავურიცხეთ პირობითად 1000 ლარი; 2) LinkedIn-ის შემთხვევაში, მისი მომსახურება წარმოადგენდა ვაკანსიებთან დაკავშირებულს (თანამშრომლები ავიყვანეთ, რომლებიც გვემსახურებიან საქართველოს ტერიტორიაზე). გადავურიცხეთ პირობითად 800 ლარი; 3) აშშ-ში რეგისტრირებულმა კომპანიამ ჩაატარა ონლაინ-გაკვეთილები, რომელსაც ესწრებოდნენ ჩვენი თანამშრომლები თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან, რომელიც მდებარეობს საქართველოში; 4) ასევე სხვა აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია გვემსახურება ონლაინ, პერიოდულად კომპიუტერების და ელექტრონული აქსესუარების გამართვაში, რაშიც ვურიცხავთ პირობითად ყოველთვიურად 500 ლარს. ზემოაღნიშნული მომსახურებები ჩაითვლება თუ არა სსკ 104-ე მუხლის („საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი“) თანახმად საქართველოში გაწეულ მომსახურებად და დაიბეგრება თუ არა (თუ არ გვათავისუფლებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო შეთანხმება) სსკ 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან?

2023/04
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ კომპანიას. საკონსულტაციო მომსახურებას გვიწევენ არარეზიდენტი ფიზიკური პირები. მომსახურების გაწევის პერიოდში ჩვენ უზრუნველვყოფთ აღნიშნულ პირებს საცხოვრებელი ფართით. ამასთან, ადგილი არ აქვს მათ დაქირავებით მუშაობას. ხშირ შემთხვევებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრ ჩვენს ვალდებულებას. 1) ჩვენი კომპანიის მიერ, არარეზიდენტებისთვის საცხოვრებელი ფართის დაქირავების შემთხვევაში, აღნიშნული გარემოებით ჩაითვლება, რომ არარეზიდენტებს საქართველოს ტერიტორიაზე გავუწიეთ მომსახურება და დაიბეგრება ჩვეულებრივი წესით დღგ-ით, და არა უკუდაბეგვრის დღგ-ით? 2) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრ ჩვენს ვალდებულებას? 3) აქვს თუ არა მნიშვნელობა ფართის ქირავნობის ორივე შემთხვევაში, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირები წარმოადგენენ იმ არარეზიდენტი კომპანიის თანამშრომლებს, რომელიც გვიწევს თავისი თანამშრომლებით საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურებას?

2023/04
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
ბარტერი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

დამფუძნებელ ფიზიკურ პირს რამდენიმე წელია, საჭიროებისამებრ, შპს-ში (რომელიც „ესტონურ მოდელზეა“) გადმორიცხვის გზით შემოაქვს ფულადი სახსრები აშშ დოლარში. ამ პერიოდის მანძილზე ხანდახან უკანაც ვუბრუნებდით ამ თანხებს, მცირე ნაწილს. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით გაცილებით მეტი აქვს შემოტანილი. გვაქვს შემდეგი კითხვები: ა) თუ ამ თანხებს დავარქმევთ დამფუძნებლისგან საბაზრო პროცენტში მიღებულ პროცენტიან სესხს აშშ დოლარში და დღეიდან უკვე მოითხოვს დამფუძნებელი აღნიშნული პროცენტების და ძირი თანხების სრულად დაბრუნებას აშშ დოლარში ან მისი ეკვივალენტით ლარში დაბრუნების დღის კურსით, რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება დადგეს შპს ან ფიზიკური პირი (გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კურსის ცვლილების გამო წარმოქმნილია უარყოფითი საკურსო სხვაობა)? ბ) თუ ამ თანხებს დავარქმევთ დამფუძნებლისგან უპროცენტოდ (უსასყიდლოდ) მიღებულ სესხს აშშ დოლარში და დღეიდან უკვე მოითხოვს დამფუძნებელი აღნიშნული სესხის ძირი თანხების სრულად დაბრუნებას აშშ დოლარში ან მისი ეკვივალენტით ლარში დაბრუნების დღის კურსით, რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება დადგეს შპს ან ფიზიკური პირი (გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კურსის ცვლილების გამო წარმოქმნილია უარყოფითი საკურსო სხვაობა, ანუ ლარში მეტია გასაცემი, ვიდრე მიღებული იყო)? გ) თუ ამ თანხებს დავარქმევთ კაპიტალს და შესაბამისად შევადგენთ აქტებს კაპიტალის გაზრდაზე და შემცირებაზე, რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება დადგეს შპს ან ფიზიკური პირი (გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კურსის ცვლილების გამო წარმოქმნილია უარყოფითი საკურსო სხვაობა)?

2023/04
მოგების გადასახადი
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

სამშენებლო პროფილის კომპანია აპირებს აიღოს ნებართვა, რომ განახორციელოს სამშენებლო ნარჩენების (მათ შორის ანაფრეზი ასფალტის) განთავსება საკუთარ კუთვნილ ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე კომპანია განათავსებს როგორც საკუთარი სამშენებლო სამუშაოების დროს წარმოქმნილ სამშენებლო ნარჩენებს, ასევე, სხვა კომპანიების მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დროს წარმოქმნილ ნარჩენებს. 1) გთხოვთ, მოგვწეროთ, რა უნდა განახორციელოს ჩვენმა კომპანიამ იმისათვის, რომ აღნიშნული ნარჩენების გამოყენება შეძლოს შემდგომი გადამუშავებისათვის? ხომ არ დაგვჭირდება რაიმე სახის ნებართვები ამ საკითხთან დაკავშირებით (გარდა ნარჩენების განთავსების ნებართვისა)? 2) უნდა განვიხილოთ როგორც ზედმეტობა და მოვახდინოთ მისი აყვანა ბალანსზე? დაბეგვრა არ მოგვიწევს, როგორც ეს სსკ 286-ე მუხლშია მითითებული? 3) სხვა რისკებს თუ ხედავთ ამ საკითხთან დაკავშირებით? გვესაჭიროება თქვენი რეკომენდაციები.

2023/04
არასაგადასახადო თემა
მშენებლობა
სამართლებრივი/იურიდიული
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

რეგიონის კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს რეგულარულად უწევს თბილისში სიარული მივლინებით, შესყიდვებისთვის. ამ მივლინების დროს მას ვაძლევთ სამივლინებო დღიურს 10 ლარს. რადგან ეს რეგულარულად ხდება, დირექტორმა გადაწყვიტა ბანკიდან თვის ბოლოს მოხდეს ჩარიცხვა ამ თანამშრომლისთვის, ერთი თვის განმავლობაში რაც დაგროვდება სამივლინებო დღიურები და მიეთითოს „სამივლინებო ხარჯი“. ასეთი ფორმით შესრულებული ტრანზაქცია საგადასახადო ორგანოსთვის ხომ არ გამოიწვევს ეჭვს, ხელფასად მიიჩნიონ ეს თანხა?

2023/04
არასაგადასახადო თემა
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

შპს-მ 2022 წლის დეკემბერში შეიძინა ძირითადი საშუალებები (მანქანა-დანადგარები), როდესაც ის არ იყო დღგ-ის გადამხდელი. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამყიდველის მიერ გამოწერილი იქნა იმავე თვეში. 2023 წლის თებერვალში ეს შპს დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. მას ექნება მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, რისთვისაც გამოიყენებს შეძენილ ძირითად საშუალებებს. შეუძლია თუ არა ამ შპს-ს ჩაითვალოს ამ ძირითად საშუალებებზე გადახდილი დღგ 2022 წლის დეკემბერში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურით?

2023/03
დღგ
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა