ძებნის შედეგად ნაპოვნია 502 შედეგი

გთხოვთ განმარტებას შემდეგ საკითხზე: ჩვენი სააქციო საზოგადოება მოქმედებს 1996 წლიდან. სააქციო კაპიტალია 30960 ლარი (24070 აქცია). წარმოვადგენთ მე-4 ზომითი კატეგორიის საწარმოს და ვმუშაობთ მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტით. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წ. 9 ივნისის №295 ბრძანებულების შესაბამისად მოხდა ძირითადი საშუალებების გადაფასება, შეიქმნა სარეზერვო ფონდი და გადაფასების თანხა 80000 ლარი აისახა ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვში. „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, სს-ის კაპიტალი არ უნდა იყოს 100000 ლარზე ნაკლები. რა პროცედურები და გატარებებია საჭირო საწესდებო კაპიტალის შევსებისათვის კანონის შესაბამისად?

2022/09
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
ძირითადი საშუალებები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

სავალდებულო არის თუ არა საწესდებო კაპიტალში თანხის შეტანა/გატანა განხორციელდეს მხოლოდ გადარიცხვის წესით? გთხოვთ მიმითითოთ ძალაში შესვლის თარიღიც.

2022/09
არასაგადასახადო თემა
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებაზე თუ არის რაიმე სახის გადასახადი?

2022/09
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

1) შესაძლებელია შპს-ის დამფუძნებლის მიერ კაპიტალის გაზრდა სალაროში ფულის შეტანით, თუ აუცილებელია კაპიტალის გასაზრდელად ფულის შეტანა ბანკში? 2) სალაროში შეტანის შემთხვევაში ხომ არ ჩაითვლება დამფუძნებლისგან მიღებულ სესხად? 3) სად შეიძლება ამ საკითხის მარეგულირებელი კანონის ნახვა?

2022/09
არასაგადასახადო თემა
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ფიზიკურმა პირმა, რომელიც არის ინდმეწარმე და მის საკუთრებაში არსებულ ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობაში, უნდა დაარიცხოს თუ არა ცვეთა ამ ქონებას, ქონების გადასახადის მიზნებისათვის?

2022/09
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

სსკ 192-ე მუხლის „აქციზური მარკების“ თანახმად: „2. აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისაგან, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემთხვევებისა, თავისუფლდება: ა) ექსპორტისთვის განკუთვნილი ადგილობრივი წარმოების საქონელი“. აქ ექსპორტისთვის განკუთვნილ საქონლად თუ განიხილება ისეთი საქონელი, რომელსაც ადგილობრივ შპს-ზე ვყიდით და შემდეგ მას გააქვს ექსპორტზე? ანუ, საბოლოო ჯამში ექსპორტისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ჩვენ არ ვართ ექსპორტზე გამტანი კომპანია. თუ შეიძლება ამ მუხლიდან გამომდინარე, ასეთ საქონელზე არ მოვახდინოთ აქციზური მარკებით ნიშანდება?

2022/09
აქციზი
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა