ძებნის შედეგად ნაპოვნია 502 შედეგი

გთხოვთ 2022 წლიდან სალაროს გონივრული ნაშთის შესახებ განმარტებას ჩემი მაგალითებიდან: 1) იანვრის თვის სალაროს საწყისი ნაშთი მაქვს 80 ლარი, საკასო შემოსავალი 1084 ლარი, საკასო ხარჯი 98 ლარი. გაანგარიშებით დამრჩა არაგონივრული ნაშთი? 2) თებერვლის თვეში სალაროს საწყისი ნაშთია 566 ლარი, საკასო შემოსავალი 1382 ლარი, საკასო ხარჯი 98 ლარი. ჩემი ანგარიშით, სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაწილი 418 ლარია. დავბეგრავ მოგების გადასახადით, დავაწერ დირექტორს. გთხოვთ გასაგებად განმიმარტოთ, რა გავაკეთო და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის 67-ე გრაფაში რა ჩავწერო?

2022/08
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

2547-ე მენუალის გამოცემასთან დაკავშირებით, გკითხავთ: ძველი შპს-ებიც (2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულები) ვალდებული არიან კაპიტალში ყოველი ცვლილება ასახონ სამეწარმეო რეესტრში და ამ მენუალის შესაბამისად დაიბეგრებიან, თუ ის რაღაც 2 წელი და 3 თვე ისარგებლებენ რეგისტრაციის გარეშე კაპიტალის შემცირების შეღავათით? ეს ვადა აქვთ თურმე კომპანიებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად (1 იანვრიდან).

2022/08
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ინდივიდუალური მეწარმის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ძვირადღირებული ტექნიკის (მათ შორის, რელიკვიური და ძვირადღირებული მსუბუქი ავტომობილების) რესტავრაცია. მას საკუთარი სამუშაო ფართობი არ აქვს და ამ საქმიანობას ყოველთვის კლიენტების მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ახორციელებს. აღნიშნული საქმიანობაში ჩართულია ასევე მისი მეუღლე, რომელიც დამხმარე ფუნქციებს ასრულებს. შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ინდმეწარმეს მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი და დაიბეგროს 1%-ით?

2022/08
საშემოსავლო გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტი შპს და საფრანგეთის რეზიდენტი კომპანია აფუძნებენ საქართველოში ამხანაგობას, ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით. საფრანგეთის რეზიდენტი პირი, რომელიც არის ამხანაგობის მონაწილე და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია, მის მიერ წარმოებულ პროგრამულ უზრუნველყოფას მიაწვდის საქართველოს რეზიდენტს – ამხანაგობას. ეს ამხანაგობა, თავის მხრივ, ამ პროგრამას მიაწვდის საქართველოს რეზიდენტს (სსიპ-ს) გამოყენებისთვის. ამ დროს, არ გადაეცემა პროგრამული უზრუნველყოფის გასაღები. ნებისმიერი ცვლილება და განახლება მწარმოებლის მიერ მიწოდებული იქნება წელიწადში ერთხელ ამხანაგობისთვის, ამხანაგობის მიერ კი – კონტრაქტორი სსიპ-ისთვის. გარდა ამისა, ამხანაგობის მონაწილე საფრანგეთის კომპანიის წარმომადგენლები: ა) ამხანაგობის სახელით ტრენინგებს ჩაუტარებენ ამხანაგობის კონტრაქტორ სსიპ-ს; ბ) ამხანაგობის სახელით, დააინსტალირებენ ამხანაგობის მეორე წევრის (საქართველოს რეზიდენტი შპს-ის) მიერ იმპორტირებულ მანქანა-დანადგარებს. ამ შემთხვევაში, ეს ამხანაგობა წარმოადგენს თუ არა საფრანგეთის რეზიდენტი კომპანიის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების მიზნებისთვის?

2022/08
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

შეკითხვა ეხება მარცვლეულ კულტურებს, კერძოდ ხორბლის მაგალითი განვიხილოთ: ხორბლის თესვის პერიოდი საქართველოში წესისამებრ სექტემბერში იწყება და ნოემბრის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს. ცხადია, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც თესვა შეიძლება კიდევ უფრო დაგვიანდეს და საანგარიშგებო პერიოდის დასასრულს (დავუშვათ 31 დეკემბერს) ჯერ კიდევ არ იყოს მარცვლეული კულტურა მიწიდან აღმოცენებული. რა ხდება ამ დროს? როგორ უნდა ვაღიაროთ ან/და აღვრიცხოთ ბიოლოგიური აქტივი მსს ფასს-ის 34-ე განყოფილების მიხედვით? გვაფიქრებს ის, რომ მოყვანილ მაგალითში მცენარე ჯერ არაა აღმოცენებული და თან ამ დროს მისი არ აღმოცენების (სრულად ან ნაწილობრივ) რისკი ალბათ საკმაოდ მაღალია. შესაბამისად: 1) საერთოდ დაკმაყოფილებულია თუ არა ბიოლოგიურ აქტივად აღიარების კრიტერიუმები? 2) შესაძლებელია თუ არა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ხორბლის არ აღმოცენებული ყანის რეალური ღირებულებით აღრიცხვა, თუ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია და თვითღირებულების მეთოდს უნდა მივმართოთ?

2022/08
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტ კომპანიას როიალტის მომსახურებას და ასევე მსგავს მომსახურებას, რომელიც არ არის როიალტი, უწევს არარეზიდენტი იურიდიული პირი, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში. დაიბეგრება თუ არა ეს მომსახურებები როგორც საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით, თუ ეს არარეზიდენტი პირი: ა) არის საფრანგეთის რეზიდენტი; ბ) არის არაბეთის გაერთიანებული საამიროების რეზიდენტი?

2022/07
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა