ძებნის შედეგად ნაპოვნია 422 შედეგი

ჩვენი კომპანია ეწევა სამედიცინო საქმიანობას (დონაცია, სუროგაცია): 1) დონორებისგან ვყიდულობთ ბიოლოგიურ მასალას (კვერცხუჯრედს), რასაც ბუღალტრულად ვაფორმებთ როგორც გასაყიდად გამიზნული მასალის შეძენას, არ ვბეგრავთ. გთხოვთ მიპასუხოთ, რა საგადასახადო რისკის შემცველია ეს ოპერაცია? 2) სუროგატ დედაზე ვახდენთ კომპენსაციის გაცემას, რეზიდენტ სუროგატ დედებს ვბეგრავთ 20% საშემოსავლო გადასახადით და 2% საპენსიო დაზღვევის შენატანით, არარეზიდენტ სუროგატ დედას ვბეგრავთ 10% არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით. გთხოვთ მიპასუხოთ, სწორად ვბეგრავთ თუ არა? 3) სუროგატი დედის ან დონორის ტრანსპორტირების ღირებულებას კომპანია იხდის. იბეგრება თუ არა ეს ხარჯი, როდესაც ვურიცხავთ არარეზიდენტ კომპანიას, მაგალითად თვითმფრინავის ბილეთის ღირებულებას? 4) სსკ 34-ე მუხლი განმარტავს, როდის ითვლება პირი საქართველოს რეზიდენტად. გთხოვთ მიპასუხოთ, როგორ გავარკვიო პირი რამდენი ხნის განმავლობაში იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და არის თუ არა რეზიდენტი დაბეგვრის მიზნებისათვის?

2024/11
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

დღგ-ისაგან გათავისუფლებული იმპორტის ადგილობრივი მიწოდება შეიძლება დაიბეგროს დღგ-ით? საგადასახადო კოდექსის რომელ მუხლში შეიძლება ვნახო? კონკრეტულად, სათადარიგო ნაწილი ჩამოვიტანეთ, განბაჟების დროს მიენიჭა სასაქონლო კოდი 901813 – იმპორტი დღგ-ით არ დაიბეგრა. ამ სათადარიგო ნაწილის ადგილობრივი მიწოდება ხომ არ დაიბეგრება დღგ-ით?

2024/11
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანიის (შპს) ერთ-ერთ დამფუძნებელს, რომელიც არის კომპანიის 30% წილის მფლობელი, სურს, რომ თავისი დივიდენდის ოთხ-ოთხი პროცენტი ჩაერიცხოს მის ორ შვილს თანაბრად, კომპანიის ანგარიშიდან შვილების პირად ანგარიშზე და დარჩენილი 22% – თვითონ მას. რამდენად არის შესაძლებელი ზემოაღნიშნულის გაკეთება ისე, რომ არ შეიცვალოს კომპანიის პარტნიორთა წილობრივი გადანაწილება? რა საგადასახადო რისკებს შეიძლება შეიცავდეს მსგავსი გადარიცხვა?

2024/11
არასაგადასახადო თემა
დივიდენდები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

შპს SSS-მა 2024 წლის მაისი-ივნისის თვეებში მოახდინა პროდუქციისა და სარემონტო მომსახურების მიწოდება შპს GGG-ზე. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული პროდუქციისა და სარემონტო მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია აშშ დოლარში მიწოდების დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად, ხოლო მიწოდების დღეს დაფიქსირებული ღირებულება ლარში (21 მლნ ლარზე მეტი) ანაზღაურებისას უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ გადახდის ვადად განსაზღვრულია მიწოდებიდან 20 სამუშაო დღე. ზუსტად ამ პერიოდში მოხდა ეროვნული ვალუტის მკვეთრად და სწრაფად გაუფასურება, 2.68 ლარიდან 2.87-მდე. გამომდინარე იქიდან, რომ მისაღები შემოსავალი მყიდველის მხრიდან არ გადაფასდებოდა, ჩვენ კი გვქონდა სასესხო ვალდებულებები აშშ დოლარში 3 მლნ-მდე, დამფუძნებელთან შეთანხმებით, კურსთაშორისი ზარალის რისკის შესამცირებლად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბანკთან შეთანხმების დადებაზე ფორვარდზე, რომლის თანახმადაც ბანკი გვიფიქსირებდა მიწოდების დღეს არსებულ კურსს და თანხის ჩარიცხვის შემდეგ მოახდენდა ამ კურსით კონვერტაციას. ივნისის თვის მიწოდებებზე ბანკთან დაიდო 3 ფორვარდის შეთანხმება (2.82-2.84 კურსები), ივლისის თვეში ასანაზღაურებელ თანხებზე. ბანკის სარგებელი განისაზღვრება ფიქსირებულ კურსს +% ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე. ბანკის სარგებელი აისახა დაფიქსირებულ კურსში. ზუსტად ივლისიდან ლარმა დაიწყო გამყარება და თანხების ჩარიცხვისას მერყეობდა 2.74-2.71 ფარგლებში. აღნიშნული ოპერაციით კომპანიამ მიიღო არსებითი ზარალი ვალუტის გადაფასებისას (დაახლ. 500,000 ლარის ოდენობით). ჩვენ გვაინტერესებს, ფორვარდის განსაზღვრებაზე დაყრდნობით: 1) აღნიშნული ხარჯი უნდა დაიყოს ცალკე ბანკის სარგებლად და ცალკე კურსთაშორის სხვაობით მიღებულ ზარალად? 2) როგორი ტიპის ხარჯად ან ზარალად ვაღიაროთ აღნიშნული ოპერაცია (საკურსო, კონვერტაციის თუ სრულად ბანკის მომსახურების, საოპერაციო, არასაოპერაციო თუ ფინანსური)? 3) რა პერიოდით უნდა მოხდეს ხარჯის/ზარალის აღიარება? აღრიცხვა-ანგარიშგებას ვაწარმოებთ სრული ფასს-ების მიხედვით.

2024/11
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

სააქციო საზოგადოებას ჰყავს რამდენიმე ასეული აქციონერი, რომელთაგან ზოგიერთთან (დაახლოებით აქციონერთა სიის 7%-თან) არანაირი კონტაქტი არ გვაქვს და ვერც მყარდება. სააქციო საზოგადოებამ რომ გაანაწილოს მიღებული მოგებიდან დივიდენდი, რა მოუვა მათ ხვედრით წილს ამ დივიდენდებში, რომლებსაც ისინი ფაქტობრივად არ/ვერ აიღებენ?

2024/11
არასაგადასახადო თემა
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია ყიდის ან მოკლევადიანი იჯარით გასცემს იმპორტირებულ სამედიცინო აპარატურას, ასევე სახარჯ მასალებს მათთვის. ერთ-ერთმა ა(ა)იპ-მა, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, მოგვმართა თხოვნით, გავუწიოთ სპონსორობა ამ ა(ა)იპ-ის მიერ ორგანიზებულ სამედიცინო წარმომადგენელთა კონგრესს, რასაც შესაბამისად ჩაგვიწერენ ინვოისში. დაიბეგრება თუ არა ჩვენ მიერ ამ მიზნით გადარიცხული თანხა მოგების გადასახადით?

2024/11
დღგ
მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა