ძებნის შედეგად ნაპოვნია 502 შედეგი
საქართველოს რეზიდენტი დღგ-ის გადამხდელი შპს-ის მიერ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის (რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) გაწეულია საშუამავლო მომსახურება, რომლის არსი მდგომარეობს სხვა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ ამ არარეზიდენტისათვის საქონლის მიყიდვის ხელშეწყობაში.
დაიბეგრება თუ არა ეს ოპერაცია გადასახადებით? პასუხი ხომ არ არის დამოკიდებული იმაზე, ეს არარეზიდენტი არის თუ არა ოფშორში რეგისტრირებული?
გვაქვს ასეთი ოპერაციები:
1) ჩვენი კომპანიის ინჟინრებმა რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სავალდებულო მოთხოვნიდან გამომდინარე, გაიარეს ჯანმრთელობის შემოწმება და აიღეს ჯანმრთელობის ცნობები, რომლის ღირებულება გადაიხადა კომპანიამ.
2) GDP სტანდარტების შემოღების ფარგლებში ორ თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგი, რომლის ღირებულება 850 ლარია დღგ-ის ჩათვლით.
3) საწყობის რიგით თანამშრომელს დავუფინანსეთ ფარმაციის შემსწავლელი კურსი. სერტიფიკატის აღების შემთხვევაში ის გადაკვალიფიცირდება ფარმაცევტად (GDP) და იმუშავებს ჩვენი კომპანიის საწყობში ფარმაცევტად.
ყველა ეს შემთხვევა განვიხილოთ თანამშრომლების სარგებლად და დავარიცხოთ საშემოსავლო გადასახადი?
წარმოვადგენთ არარეზიდენტი პირის რეგისტრირებულ ფილიალს საქართველოში, რომელიც დაკავებულია სამედიცინო კვლევებით. თბილისში გვაქვს ჩვენი ოფისი.
ახლახან საქართველოში იგივე სახის საქმიანობა დაიწყო ასევე ჩვენი სათავო კომპანიის მიერ 100 იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს-მ, რომელსაც უკავია ჩვენს ოფისში ერთი ოთახი. ამ ოთახის ქირას ჯერჯერობით არ ვახდევინებთ. როგორც ჩვენ, ასევე ეს შპს დღგ-ის გადამხდელები ვართ და გვაქვს მხოლოდ დღგ-ის ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციები.
მათ მიერ ჩვენი ოფისის ერთი ოთახით სარგებლობა ჩაგვეთვლება თუ არა საიჯარო მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად და დავიბეგრებით თუ არა?
ინდმეწარმე, რომელსაც არ აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი, ყიდულობს სამშენებლო მასალებს. მიმწოდებელი მისთვის გამოწერილ ზედნადებში მყიდველად უთითებს ამ ინდმეწარმეს, ხოლო ტრანსპორტირების დასრულების ადგილად ფიქსირდება ის მისამართი, რომლის შესახებ ინდმეწარმე მიუთითებს. შემდგომ ინდმეწარმე არ წერს ცალკე ზედნადებს ამ მასალების გაყიდვაზე საბოლოო მომხმარებელზე. ამ პოზიციას ის ხსნის იმ გარემოებით, რომ მას არ აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი და ტვირთის ჩამოტვირთვა იმისათვის, რომ შემდეგ სხვა ტრანსპორტზე გამოწეროს ზედნადები, ეკონომიკურად გაუმართლებელია და საერთოდ საღ აზრს არის მოკლებული.
რადგან ინდმეწარმეს არ აქვს არც შეძენაზე გადახდილი ფულის დამადასტურებელი საბუთები და არც გაყიდვიდან ფულის მიღების საბუთები, ინდმეწარმე აკეთებს განკარგულებებს, რომ საქონელში გადახდილია ზედნადებში დაფიქსირებული თანხა, ხოლო გაყიდვიდან მიღებულია თანხა 10 ან 20% ფასნამატით, და ავალებს ამ თანხების აღრიცხვაში ასახვას ბუღალტერს. ეს იქნება გაზიარებული საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების შემთხვევაში?
2022/07
სხვა
გადასახადები
და
სანქციები
თემის გარეშე
პასუხის ნახვა
სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით:
„3. დღგ-ის ჩათვლისადმი დაქვემდებარებული პროპორციული წილის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ბრუნვის თანხა, რომელიც უკავშირდება:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებას;
ბ) უძრავ ნივთთან დაკავშირებულ ან ფინანსურ ოპერაციებს, თუ ეს ოპერაციები არ არის დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობა“.
პროპორციული ჩათვლის წესი საპროცენტო შემოსავლის გათვალისწინებით მაინც უნდა იქნას დათვლილი? სესხი ენერგეტიკის სფეროში დასაქმებულმა საწარმომ გასცა თავის დამფუძნებელ იურიდიულ პირზე. ორივე რეზიდენტია და დღგ-ის გადამხდელი.
აქციზური საქონლის მწარმოებელი შპს-ის მიერ „დიუთი ფრი“-სთვის მიწოდებულ აქციზურ საქონელზე აქციზი უნდა გადავიხადოთ?