ძებნის შედეგად ნაპოვნია 502 შედეგი

GDP სტანდარტები მოითხოვს კომპანიის შენობაში საწყობის დიზაინის და მოძრაობის ხელახალ დაპროექტებას და გადაკეთებას (სარემონტო სამუშაოები). აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად, ამ ეტაპზე გაფორმდა ორი ხელშეკრულება არამეწარმე ფ/პირებთან შემდეგ მომსახურებებზე: 1. საწყობის დიზაინის და მოძრაობების ნახაზები; 2. შესაბამისობის დანერგვასთან საჭირო კონსულტაციები. ნახაზების და პროექტირების შემდეგ დაიწყება მე-3 ეტაპი – უშუალოდ სარემონტო სამუშაოები. მოსალოდნელი ხარჯები ჯამურად დაახლოებით 50000 ლარია, მათ შორის, ზემოაღნიშნული ფიზიკური პირებისაგან – დაახლოებით 20000 ლარი. 1) შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება დაემატება შენობის საბალანსო ღირებულებას? 2) ფ/პ-ების მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებაც უნდა დაემატოს შენობის საბალანსო ღირებულებას? ამ შემთხვევაში – ორივესი, თუ მხოლოდ საწყობის დიზაინისა და მოძრაობის ნახაზების? 3) შენობის რემონტის შემთხვევაში რემონტის გატარებისას გამოვიყენოთ დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიში? სარემონტო მასალები ავიყვანოთ მარაგებში და შემდეგ დაუმთავრებელ მშენებლობაზე, დასრულებისას კი შენობის თვითღირებულებაზე გადავიტანოთ? 4) რემონტისათვის შეძენილ მასალებზე შემიძლია თუ არა ჩავითვალო დღგ მიღებული ა/ფ-ების მიხედვით და თუ კი, სრულად თუ ნაწილობრივ, და როდის? ზოგადად, ჩვენი შპს დღგ-ს ითვლის პროპორციის წესის მიხედვით, რადგან გვაქვს როგორც დასაბეგრი, ასევე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. აღრიცხვა-ანგარიშგებისთვის ვიყენებთ ფასს-ების სრულ ვერსიას.

2022/07
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ვალუტის კურსის მუდმივი ცვლილების გამო დავიწყეთ საქონლის ფასების გამოწერა თიბისი ბლუმბერგის კურსით და ჩარიცხვებიც ხდება იმ დღეს არსებული ბლუმბერგის კურსით (აქამდე ეროვნული ბანკის კურსით ვხელმძღვანელობდით). სხვაობას ვატარებთ სავალუტო საკურსო სხვაობაში. რამე პრობლემა ხომ არ შეგვექმნება ამის გამო?

2022/07
სხვა გადასახადები და სანქციები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია დაინტერესებულია ვაგონების იჯარით გაცემის დაბეგვრის საკითხით, კერძოდ: ჩვენ ხელშეკრულების საფუძველზე ვიღებთ იჯარით ესტონეთის რეზიდენტი კომპანიის (რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) საკუთრებაში არსებულ სატვირთო ვაგონებს, რის შემდეგაც აღნიშნულ ვაგონებს გავცემთ ასევე იჯარით რუსეთის ან ყაზახეთის რეზიდენტ გადასახადის გადამხდელ კომპანიაზე, ვადით საშუალოდ 3-12 თვე. შესაბამისად, გვაინტერესებს, რა სახის საგადასახადო ვალდებულებები დაგვეკისრება აღნიშნული ბიზნესსაქმიანობის ათვისების შემთხვევაში.

2022/07
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა

გვყავდა არარეზიდენტი სტუმრები (სომხეთიდან), რომელთა სასტუმროს მომსახურების ღირებულებაც ჩვენმა შპს-მ გადაიხადა. რა გადასახადებით დაიბეგრება აღნიშნული ოპერაცია?

2022/07
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით დასაქმებულის მიერ უქმე დღეებში სამუშაოს შესრულება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის №01-15/ნ ბრძანების დანართი 1-ის „სამუშაო დროის აღრიცხვის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას მიეთითება: გრაფაში 10 – თვის განმავლობაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; გრაფაში 12 – თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა. გთხოვთ, გვიპასუხოთ, ქვემოთ განხილული ორი შემთხვევიდან საათების რაოდენობა სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში უნდა აისახოს გრაფა 10-ში თუ გრაფა 12-ში? 1) ცვლის განრიგის მიხედვით დასაქმებულმა ცვლაში იმუშავა (სამუშაო შეასრულა) უქმე დღეს, თუმცა ეს იყო მისი ნორმით გათვალისწინებული ცვლა და სამუშაოს შესრულება მოხდა დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს და სამუშაო აუნაზღაურდა შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით (როგორც უქმე დღეს შესრულებული სამუშაო). 2) არა ცვლაში (ყოველდღიურად) მომუშავე დასაქმებულმა იმუშავა (სამუშაო შეასრულა) უქმე დღეს, თუმცა ეს იყო მისი ზენორმატიული სამუშაო, რადგან სამუშაოს შესრულება მოხდა დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს და სამუშაო აუნაზღაურდა შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით (როგორც ზენორმატიული სამუშაო).

2022/06
არასაგადასახადო თემა
შრომითი
პასუხის ნახვა

საცალო გაყიდვების ობიექტში დიპლომატიური სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ითხოვს დღგ-ის ოდენობით ფასდაკლებას. რამდენად აქვს ამის უფლება და თუ შეიძლება, რომ უარი უთხრას მას საცალო გაყიდვის ობიექტმა?

2022/06
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა