ძებნის შედეგად ნაპოვნია 577 შედეგი

წარმოვადგენთ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფ საწარმოს. ჩავატარეთ საახალწლო კორპორაციული საღამო. დავბეგროთ დღგ-ით, ასევე საშემოსავლოთი და ვაჩვენებთ დირექტორზე განაცემად?

2023/01
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

შპს X ეწევა ყიდვა-გაყიდვის ეკონომიკურ საქმიანობას. რადგან ფლობს საკმარის ფართს, გადაწყვიტა მესამე პირის საქონელი დროებით დაასაწყობოს ხელშეკრულებაში გაწერილი პირობებით. მომსახურების საფასური განისაზღვრა დროებით მიბარებული საქონლით დაკავებული სტანდარტული ადგილის რაოდენობის მიხედვით. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ საქონლის ადგილის სრულად არგათავისუფლების შემთხვევაში ჩაირთვება მომსახურების ახალი ერთთვიანი ტარიფი დარჩენილი ადგილების შესაბამისად. მაინტერესებს, როგორ უნდა ავსახო ბუღალტრულ გატარებებში შესაბამისი ოპერაციები?

2023/01
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შესაძლებელია თუ არა, რომ თანამშრომელზე გავცეთ სამი თვის ხელფასის ავანსი, წინასწარ მომდევნო სამი თვის (ერთჯერადად)? სესხად ხომ არ ჩაგვეთვლება?

2023/01
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
შრომითი
პასუხის ნახვა

რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა შეიძინა წილი კომპანიაში (საქართველოს შპს-ში), რის შემდეგ ძველი დამფუძნებლისაგან (ასევე რეზიდენტი ფიზიკური პირისგან) ამ კომპანიაზე გაცემული უპროცენტო სესხის მოთხოვნის უფლებაც გადმოიფორმა, დამატებითი ანაზღაურების გარეშე. მაინტერესებს, რა საგადასახადო რისკები შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ტრანზაქციას (კომპანიიდან უპროცენტო სესხის მოთხოვნის უფლების დათმობას)?

2023/01
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

კომპანიას ჰყავს ერთი დამფუძნებელი ფიზიკური პირი. დამფუძნებელმა სალაროში შემოიტანა ნაღდი ფული 2020 წლის იანვარში, 900000 ლარი. ეს თანხა ვაჩვენეთ როგორც დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შემოტანა. ამ თანხით მოხდა უძრავი ქონების შეძენა. კომპანია ამ ქონებას აქირავებს სხვადასხვა კომპანიებზე. კომპანიის დირექტორს (დამფუძნებლის შვილი) სალაროდან გააქვს ნაღდი თანხა. სალაროდან თანხის გასვლა გვინდა ავსახოთ როგორც კაპიტალის შემცირება. ასეთი ოპერაცია რამდენად კორექტულია? რამე პრობლემა ხომ არ წარმოგვექმნება?

2023/01
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ინდმეწარმეს, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, შეუძლია ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით და მომსახურების გამწევი ფიზიკური პირისთვის გადახდილი გასამრჯელო გაათავისუფლოს საშემოსავლო გადასახადისაგან (როგორც ხელფასი)? სოფლის მეურნეობაში სამუშაო საათები არ არის ზუსტად გაწერილი და ამიტომ მომსახურების ხელშეკრულებები ფორმდება.

2022/12
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სოფლის მეურნეობა
შრომითი
პასუხის ნახვა