ძებნის შედეგად ნაპოვნია 502 შედეგი
დღგ-ის გადამხდელი შპს:
ა) აშენებს საკუთარ შენობა/ნაგებობას (ძირითად საშუალებას). მშენებლობის მომსახურება მას გაუწიეს როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა, ასევე არარეგისტრირებულმა პირებმა.
ბ) არემონტებს საკუთარი შენობა/ნაგებობას (ძირითად საშუალებას). მომსახურების გამწევი პირები აქაც იგივეა.
რა საგადასახადო ვალდებულება წარმოეშვება შპს-ს დღგ-ით დაბეგვრის კუთხით თითოეულ შემთხვევაში, თუ ამ შენობა/ნაგებობას იყენებს როგორც ძირითად საშუალებას:
1) მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში;
2) შერეულ ოპერაციებში?
ჩვენი კომპანია აწარმოებს თუნუქის სახურავებს. ნედლეული შემოგვაქვს კილოგრამებში (ან ტონებში) იმპორტით სხვადასხვა მიმწოდებლისგან. გვაქვს ასეთი შემთხვევები, მაგალითად, 0,5 მმ სისქის 1 მეტრი ნედლეულის წონა ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან და 1 მეტრი ნედლეული შეიძლება იყოს 2,52 კგ-დან 2,75 კგ-მდე. ასევე რულონში მეტალის სისქეც შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა მონაკვეთზე, მაგალითად რულონის საწყის ნაწილში შეიძლება 1 მეტრის ნედლეულის წონა იყოს 2,53 კგ, შუაში 2,75 კგ და ბოლოში 2,52 კგ. ყოველივე ამის გამო ერთი და იგივე პროდუქციის კალკულაცია ყოველთვის განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენი მხრიდან გაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპით: ვწონით მთლიან რულონს (პირობითად გამოვიდა 3900 კგ), საწყობიდან ვაგზავნით წარმოებისთვის ქარხანაში და რამდენი გრძივი მეტრიც გამოვა, ამის შესაბამისად ვიღებთ კოეფიციენტს (პირობითად, თუ გამოვიდა 1500 მეტრი, მაშინ კოეფიციენტი გამოდის 3900/1500=2,6). ყოველ შემდეგ წარმოების პროცესზე ვიყენებთ იგივე პრინციპს და ვანგარიშობთ კალკულაციის კოეფიციენტს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა ჯერზე ეს შეიძლება კოეფიციენტი გამოვიდეს სხვადასხვა.
გვაინტერესებს, საგადასახადო კუთხით ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს სწორად, შეიცავს თუ არა რაიმე რისკებს ასეთი სტანდარტით მუშაობა და თუ შეიცავს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ყველანაირი რისკიდან დაზღვეული ვიყოთ?
2022/05
არასაგადასახადო
თემა
იმპორტი,
ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
პასუხის ნახვა
ა(ა)იპ-ის საკუთრებაშია ფართი (კორპუსის 1-ლ სართულზე, არ არის ბინა). ა(ა)იპ დღგ-ის გადამხდელია და ეს არსებული ფართი გაცემული აქვს იჯარით.
ინვესტორი/მშენებელი (ასევე დღგ-ის გადამხდელია) სთავაზობს, რომ ა(ა)იპ-მა ეს ფართი თავიდანვე საკუთრებაში გადასცეს მშენებელ კომპანიას და სანაცვლოდ ამ კორპუსს დაანგრევს და ახლადაშენებულ კორპუსში საკუთრებაში გადასცემს ა(ა)იპ ცოტა მეტ ფართს (არის 133 კვ.მ და მიიღებს 180 კვ.მ-ს). როგორ იბეგრება ეს ოპერაცია? ბარტერია? დღგ როდის წარმოიშობა და როდის არის გადასახდელი? მინდა, რომ გარიგების ღირებულება მივუთითო ხელშეკრულებაში და თან უნდა მივუთითო, რომ გადაცემული და მიღებული აქტივი თანაბარფასეულია.
ჩვენი კომპანიის მომსახურების აბონენტებთან დავების მოგების შემთხვევაში, სასამართლო მიღებული დადგენილებით აკისრებს სახელმწიფო ბაჟის თანხების ანაზღაურებას მოდავე მხარეებს, რომლებიც გვიხდიან ამ თანხებს. დღგ-ის მიზნებისთვის, ეს ხომ არ ჩაითვლება დღგ-ით დასაბეგრ თანხებად?
1) ერიცხება თუ არა დღგ რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევისას?
2) ერიცხება თუ არა დღგ რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისათვის საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისას?
3) რა შემთხვევაში ერიცხება დღგ და არ ერიცხება არარეზიდენტებს?
ჩვენს კუთვნილ შენობაში, ინჟინრების ოთახში, ავაწყეთ სტელაჟი (ჩვენი ძალებით), რაზეც გაიხარჯა მასალები თვითღირებულებით 416 ლარი. უნდა ავიყვანოთ აღრიცხვაზე როგორც ძირითადი საშუალება? ფასს-ების სრული ვერსიის მიხედვით ვმუშაობთ.
2022/05
არასაგადასახადო
თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა