ძებნის შედეგად ნაპოვნია 502 შედეგი

გვაინტერესებს ორგანიზაციაში დაგროვილი და შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარი ავტონაწილების და ლითონის ნაკეთობების ნარჩენების ჯართად აღიარებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენისა და აღრიცხვაზე აყვანის პროცედურები. მოგახსენებთ, რომ ჩვენს ორგანიზაციას დაუგროვდა დიდი რაოდენობით გამოცვლილი და შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარი ავტო- და სპეცტექნიკის ლითონის ნაწილები, ასევე ლითონის სხვადასხვა ნაკეთობების დამზადებისას წარმოქმნილი ნარჩენები. როგორც ცნობილია, ჯართად ითვლება ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისთვის და წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში; ასევე, ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც შეიქმნა, გატეხვის, გაცვეთის, მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო და არ აქვს სახიფათო თვისებები. გთხოვთ განგვიმარტოთ, როგორ და რა ფორმით ჯობია შედგეს ჯართისა და ნარჩენების კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი?

2022/05
არასაგადასახადო თემა
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

არარეზიდენტმა საწარმომ საქართველოში შექმნა მუდმივი დაწესებულების საწარმო (ფილიალი), მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი და გახდა დღგ-ის გადამხდელი. ამ საწარმომ და რეზიდენტმა შპს-მ შექმნეს ამხანაგობა ტენდერის პირობების დასაკმაყოფილებლად (ჯამური გამოცდილება). არარეზიდენტის მოთხოვნაა ყოველ შუალედურ შესრულებაზე მას ჩაერიცხოს შესრულებული სამუშაოს 5%. ამხანაგობამ გადაწყვიტა, დადოს ხელშეკრულება ფილიალთან, მან შეასრულოს საინჟინრო მომსახურება (რომელიც ისედაც უნდა შეესრულებინა თვით ამხანაგობაში), გამოუწეროს ა/ფაქტურა და ამის საფუძველზე გადაურიცხოს კუთვნილი თანხა. არარეზიდენტის ფილიალი კი, თავის მხრივ იწვევს დედა საწარმოს, რომელიც შეასრულებს საინჟინრო მომსახურებას ანუ ზედამხედველობას. ეს დაიბეგრება 10% არარეზიდენტის საშემოსავლოთი და უკუდაბეგვრის დღგ-ით? იკვეთება თუ არა ამ ქმედებებში რამე სახის საგადასახადო დარღვევა?

2022/05
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ეს ბრძანება ვერ ვიპოვე ვერც „საკანონმდებლო მაცნეზე“ და ვერც რს.გე-ზე: „სამივლინებო ხარჯების საგადასახადო შემოწმების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 06 სექტემბრის №7545 ბრძანება. ხომ არ იცით, გაუქმებულია ეს ბრძანება? და თუ არ გაუქმებულა, როგორ ვიპოვო და როგორ დავრწმუნდე, რომ ძალაშია?

2022/04
არასაგადასახადო თემა
მივლინება
პასუხის ნახვა

თუ რეზიდენტმა შეიძინა საქონელი რეზიდენტისგან, რომელიც არის დღგ-ის გადამხდელი, მაგრამ ეს საქონელი უსასყიდლოდ გადაეცემა მესამე პირებს გამარჯვებული პრიზის სახით, ამ შემთხვევაში შეიძლება თუ არა რეზიდენტი კომპანიისგან ამ დღგ-ის ჩათვლაში აღება?

2022/04
დღგ
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

2021 წლის ნოემბერში ოფისის მეიჯარეს გადავურიცხეთ 2 თვის იჯარის თანხა – ნოემბრის და დეკემბრის, სულ 2000 ლარი. მეიჯარემ გამოგვიწერა ნოემბერში ა/ფ 1000 ლარზე და შემდეგ იგივე თანხაზე დეკემბერში. ანუ, ნოემბერში გადარიცხულ დეკემბრის თვის ავანსის თანხაზე საავანსო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოუწერია. ხომ არ დგას დეკემბრის იჯარიდან დღგ-ის ჩათვლა რაიმე რისკის წინაშე?

2022/04
დღგ
იჯარა
პასუხის ნახვა

ფაქტობრივი გარემოება: შპს აპირებს განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მომსახურების გაწევა, კერძოდ: ზოგადი სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები; ამბულატორია; ოჯახის ექიმების, სპეციალისტების მომსახურება; ასევე კოვიდ-19 ტესტირება/ვაქცინაცია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ლიცენზირებას ექვემდებარება მხოლოდ: სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, პათოლოგანატომიური საქმიანობა და საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის საქმიანობა. ხოლო რაც შეეხება ამბულატორიულ საქმიანობას, მოქმედი კანონმდებლობით („მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილება) მოეთხოვება მხოლოდ შეტყობინების გაგზავნა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში. ჩვენი კითხვებია: 1) რამდენად სწორად ვართ ინფორმირებული აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით? 2) ჩაითვლება თუ არა საკმარისად მხოლოდ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში“ გაგზავნილი შეტყობინება, რომ ვასრულებთ სამედიცინო საქმიანობას? 3) დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისთვის გათავისუფლებულია თუ არა, ჩათვლის უფლების გარეშე, ზემოაღნიშნული საქმიანობები: ამბულატორია; ოჯახის ექიმების, სპეციალისტების მომსახურება; ასევე კოვიდ-19 ტესტირება/ვაქცინაცია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვფლობთ ლიცენზირების უფლებას (რადგან არც მოგვეთხოვება)? 4) კოვიდ-19 ტესტირება/ვაქცინაცია ჩაითვლება თუ არა სამედიცინო საქმიანობად და აღნიშნული მომსახურება გათავისუფლდება თუ არა დღგ-ისაგან, ჩათვლის უფლების გარეშე? 5) ქონების გადასახადის მიზნებისთვის, ზემოაღნიშნული საქმიანობების ფარგლებში მომსახურების გაწევისას გამოყენებული მოძრავი ძირითადი საშუალებები არის თუ არა გათავისუფლებული ქონების გადასახადისგან? 6) რა დოკუმენტაცია/უფლება არის საჭირო, რომ პირი ჩაითვალოს სამედიცინო დაწესებულებად?

2022/04
დღგ
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა