ძებნის შედეგად ნაპოვნია 502 შედეგი

„აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების“ №2(266)-ში, გვ. 39, დასმულ ერთ-ერთ კითხვაზე გაცემულია პასუხი, რომ თუ მემკვიდრეობით ბინის მიღებიდან ჯერ არ არის გასული 2 წელი, მაშინ ფიზიკური პირი შეიძლება დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით ამ ბინის გაყიდვისას, თუ ამ დროს წარმოიშობა აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“. სსკ 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით: „4. ამ მუხლის მიზნებისათვის: ა) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება: ა1) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადის მიზნებისთვის გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ და იმ მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად, რომლის I რიგის მემკვიდრეც არის ეს ფიზიკური პირი“. აღნიშნული ჩანაწერი ხომ არ გულისხმობს, რომ ფიზიკური პირისთვის, რომელსაც გადაეცა მემკვიდრეობით ბინა, ამ დროს გასათვალისწინებელია მამკვიდრებლის მფლობელობაში არსებული პერიოდიც?

2022/04
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

შპს X-მა, რომელიც არის დღგ-ის გადამხდელი, საკუთარი სახსრებით ააშენა ნაგებობა, საკუთარი გამოყენებისთვის. გახარჯულ მასალებზე დღგ არის ჩათვლილი. ამ ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების მომენტი როდესაც დადგება, დღგ-ის კუთხით როგორ უნდა ვიმოქმედოთ?

2022/04
დღგ
მშენებლობა
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

საქართველოს კომპანიიდან უკრაინის რეზიდენტ დამფუძნებელზე გადარიცხული დივიდენდი თავისუფლდება თუ არა საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგვრისაგან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად?

2022/04
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
დივიდენდები
პასუხის ნახვა

ფაქტობრივი გარემოებები ასეთია: საქართველოს რეზიდენტ საწარმოს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში მომსახურებას უწევენ არარეზიდენტი პირები. კერძოდ, საწარმო სარგებლობს შემდეგი პროგრამების გამოყენების უფლებით: ZOOM, Facebook, Google, Twitter, Microsoft Navision, რომელთა მხარდაჭერა მოიცავს: ZOOM – პროგრამა დროებით სარგებლობაში გადაეცემა საწარმოს, დროებითი სარგებლობისთვის თანხის გადახდა ხდება ყოველთვიურად (სააბონენტო). აღნიშნული პროგრამა გამოიყენება ელექტრონულად ჩართულობისთვის, ტრენინგებისთვის (ტრენინგის პერიოდში აქტიურად გამოიყენება როგორც მოსასმენად, ასევე ე.წ. საკლასო ოთახის მოსაწყობად ელექტრონული საჭირო აღჭურვილობის ჩათვლით). აღნიშნული პროგრამის მიმწოდებელია აშშ-ის რეზიდენტი კომპანია, რომელსაც არ აქვს საქართველოში მუდმივი დაწესებულება; Facebook, Google, Twitter – პროგრამა დროებით სარგებლობაში გადაეცემა საწარმოს, დროებითი სარგებლობისთვის თანხის გადახდა ხდება ყოველთვიურად (სააბონენტო). გამოიყენება ძირითადად რეკლამებისთვის, მსმენელის მოსაზიდად ან/და სხვა გარემოში ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ასევე შესაძლებელია აღნიშნულ პროგრამებში ელექტრონულად ჩართულობა, ტრენინგის ჩატარება, მიმოწერა. Microsoft Navision – პროგრამა დროებით სარგებლობაში გადაეცემა საწარმოს, დროებითი სარგებლობისთვის თანხის გადახდა ხდება ყოველთვიურად (სააბონენტო). აღნიშნულ პროგრამაში ხდება როგორც საბუღალტრო გატარებების, ასევე სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა-დამუშავება. 1) ჩაითვლება თუ არა ფაქტობრივი გარემოებებით, რომ კომპანიას ზემოაღნიშნული არარეზიდენტი პირები ZOOM, Facebook, Google, Twitter, Microsoft Navision უწევენ ციფრულ მომსახურებას? 2) ჩაითვლება თუ არა ფაქტობრივი გარემოებებით, რომ კომპანიას უწევენ როგორც ციფრულ მომსახურებას, ასევე მასთან ერთად აღნიშნული მომსახურება განიხილება როგორც როიალტი? 3) როგორ შეიძლება გაიმიჯნოს როიალტი სხვა ციფრული მომსახურებისგან? 4) თუ ჩაითვლება, რომ აღნიშნული მომსახურება წარმოადგენს მხოლოდ ციფრულ მომსახურებას, სსკ 104-ე მუხლის თანახმად ჩაითვლება თუ არა ეს არარეზიდენტისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრება გადახდის წყაროსთან (თუ საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებით არ თავისუფლდება) არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით სსკ 134-ე მუხლის თანახმად?

2022/04
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
არამატერიალური აქტივები
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

შენობის, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა, ერთ-ერთი ჩასმული ფანჯრის დემონტაჟი და ხელახალი მონტაჟი მოხდა, რადგან რაღაც დანადგარი არ შეეტია. ეს ხარჯი უნდა შევიდეს შენობის თვითღირებულებაში თუ არა?

2022/04
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელმა შპს A-მ 2020 წელს შპს B-ს კაპიტალში შეიტანა უძრავ-მოძრავი ქონება. აღნიშნული ოპერაცია დღგ-ით არ დაბეგრილა (სსკ-ის მუხლი 160, პუნქტი 7-„ბ“). შპს B საგადასახადო რეგისტრაციის დღესვე დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად (2020 წლის იანვარში). შპს B რეგისტრაციიდან დღემდე არავითარ ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა. გვაინტერესებს, შპს B-ს ეხება თუ არა სსკ 177-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ყოველწლიურად გასაუქმებელი დღგ-ის თანხის გადაანგარიშება?

2022/03
დღგ
ძირითადი საშუალებები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა