ძებნის შედეგად ნაპოვნია 502 შედეგი

შპს-ის (დღგ-ის გადამხდელია) საკუთრებაშია უძრავი ქონება – საცხოვრებელი ბინა 2012 წლიდან. ეს უძრავი ქონება შეძენილ იქნა მეწარმე სუბიექტისგან – სააქციო საზოგადოებისგან. ამ შპს-ის 100% წილის მფლობელია ფიზიკური პირი, რომელსაც წილზე საკუთრების უფლება წარმოეშვა 2 წელზე მეტი ხნის წინ. წილის მფლობელს სურს ეს უძრავი ქონება გადმოვიდეს მის უშუალო საკუთრებაში. წილის ნასყიდობის გზით შპს-ის მიერ მის პარტნიორზე უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში შპს-ს რა სახის დაბეგვრა ექნება (როგორც ვხვდები, დღგ იქნება)? ამ შპს-ის ლიკვიდაციისა და ლიკვიდაციის შედეგად მეწილეზე ამ უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში რა სახის დაბეგვრა იქნება – ეს ვარიანტი ხომ არ ჯობია?

2022/03
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

კომპანიამ 2014-2017 წლებში საქართველოს საბაჟოზე შემოიყვანა მძიმე ტექნიკა. საბაჟო დღგ არ არის გადახდილი, რადგან იმპორტის დროს სარგებლობდა დაშვებული შეღავათებით (კომპანია იყო BP-ის ქვეკონტრაქტორი). ტექნიკა არ არის შემოყვანილი დროებით რეჟიმში და დღეს არ არის საჭირო საბაჟო დღგ-ის გადახდა. კომპანია ამჟამად აპირებს შემოყვანილი ტექნიკის საქართველოში რეალიზაციას. მაინტერესებს, საჭიროა თუ არა საბაჟოზე ახალი განბაჟება, საბაჟო დღგ-ის გადახდა? ასეთ შემთხვევაში საგადასახადოსთან მჭირდება რამის შეთანხმება (მხოლოდ ს/ზ-ის და დღგ-ის ა/ფ-ის გამოწერას არ ვგულისხმობ)? მყიდველ კომპანიაზე ტექნიკის გადასაფორმებლად რა დამატებითი პროცედურები მჭირდება?

2022/03
დღგ
საბაჟო გადასახდელები
იმპორტი, ექსპორტი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

1) უცხოეთის ერთ-ერთ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს არ აქვს გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო ხელშეკრულება, დარეგისტრირებულ (გახსნილ) ფილიალში სამუშაოდ საქართველოდან წაყვანილი თანამშრომლების შრომით კონტრაქტებში რა სახის ცვლილება უნდა შევიტანოთ იმის დასაფიქსირებლად, რომ თანამშრომლები იმუშავებენ საზღვარგარეთის ფილიალში? 2) შრომით ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შემდეგ, თუ ხელფასები გადაირიცხება საქართველოდან, გვექნება იმის რისკი, რომ შეიძლება სამტკიცებელი გაგვიხდეს, ამ თანამშრომელთა შრომითი საქმიანობა საზღვარგარეთ დაარსებულ ფილიალს რომ უკავშირდება? 3) ამ შემთხვევაში ჩვენ ხელფასებს გადავრიცხავთ, ოღონდ დეკლარირებას არ მოვახდენთ საქართველოს კანონმდებლობით და დეკლარირება მოხდება საზღვარგარეთ (ფილიალის რეგისტრაციის ადგილას) იქაური კანონმდებლობით? რამე დოკუმენტის გამოთხოვა და წარდგენა დაგვჭირდება შემოსავლების სამსახურში ამ შემთხვევაში? 4) ასევე, ამ შემთხვევაში ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და დღგ-ით დაბეგვრა ასევე არ მოხდება საქართველოში და საქართველოს კანონმდებლობით და ეს განხორციელდება საზღვარგარეთის ფილიალის მიერ, ადგილობრივი კანონმდებლობით?

2022/03
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა

ინდმეწარმემ შეიძინა ავტომანქანა (ფურგონი) 10000 ლარად, ნაღდი ანგარიშსწორებით. ინდმეწარმის სალაროში ფული არ გვაქვს, როგორ ავსახოთ გადახდა? 5210 ანგარიშიდან (ი/მ ფიზიკური პირის საკუთარი კაპიტალი) შევიტანოთ სალაროში და შემდეგ სალაროდან გაცემა ვაჩვენოთ?

2022/03
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

საქართველოს შპს-მ 2021 წელს არარეზიდენტი კომპანიისაგან, რომელთანაც წლებია ურთიერთობს, შეიძინა ამ კომპანიის 1 ცალი აქცია 6500 შვეიცარიულ ფრანკად (ნომინალური ღირებულებით 5000 შვეიცარიული ფრანკი). შპს-მ ეს ოპერაცია დაბეგრა მოგების გადასახადით გადარიცხვის დღეს არსებული კურსის შესაბამისად, 6500 შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტი თანხიდან. რამდენად სწორად მოიქცა, როდესაც ეს ოპერაცია დაბეგრა? სსკ 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი მიესადაგება? ამ არარეზიდენტი კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე არ იყიდებოდა, პარტნიორ კომპანიებს შესთავაზეს ეყიდათ, რაზეც შპს დათანხმდა.

2022/02
მოგების გადასახადი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ჩვენი შპს დაკავებულია გეოლოგიური საინჟინრო მომსახურებით. გვევალება თანამშრომელთა სავალდებულო დაზღვევა უბედური შემთხვევებისაგან. გთხოვთ მომწეროთ დეტალურად, რატომ არ იბეგრება ეს როგორც ხელფასი.

2022/02
საშემოსავლო გადასახადი
დაზღვევა
შრომითი
პასუხის ნახვა