ძებნის შედეგად ნაპოვნია 539 შედეგი

1) ზოგიერთ ექსპორტის დეკლარაციაზე თანდართულ ინვოისში ცალკე გამოყოფილია ტრანსპორტირების ღირებულება. ტრანსპორტირების მომსახურებისთვის ძირითადად დაქირავებულია „საქართველოს ფოსტა“ და სხვა ქართული კომპანიები. ექსპორტიორმა კომპანიამ ტრანსპორტირების თანხა დღგ-ით უნდა დაბეგროს? 2) თუ ექსპორტის დროს სატრანსპორტო მომსახურებისთვის არარეზიდენტ კომპანიას დავიქირავებთ, ეს უკუდაბეგვრის დღგ-ით და არარეზიდენტის მოგების/საშემოსავლო გადასახადით უნდა დაიბეგროს?

2022/06
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტროენერგიის ექსპორტის დეკლარაციის დაგვიანებისთვის რა რისკები წარმოეშვება კომპანიას?

2022/06
საბაჟო გადასახდელები
იმპორტი, ექსპორტი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

დირექტორს საზღვარგარეთ მივლინებაში წასვლამდე საბანკო ანგარიშიდან დოლარში გადაურიცხეს თანხა (პირად ანგარიშზე). თანხის ეს გაცემა 1430 ანგარიშზე დოლარში უნდა აღვრიცხო და მივლინების დასრულების დღეს ნორმების შესაბამისად ვაღიარო ხარჯად? რა კურსით?

2022/06
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მივლინება
პასუხის ნახვა

1) ფიზიკურმა პირმა 2014 წელს შეიძინა საცხოვრებელი სახლი 49000 ლარად. მაინტერესებს, 2019 და 2020 წლის ღირებულება რა იქნება ამ საცხოვრებელი სახლის ქონების გადასახადის მიზნებისათვის? 2014 წელს გადახდილია 28000 ლარი. თუ არის რამე აფასების კოეფიციენტების გამოყენება საჭირო? 2) სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენებულ ქონებას უნდა დავარიცხო თუ არა ცვეთა? ეს ფიზიკური პირი ინდმეწარმეა.

2022/06
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ქვეყნის გარეთ მივლინების ხარჯების ანაზღაურება ხდება მივლინებული თანამშრომლის მიერ მივლინების დასრულების შემდგომ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე (განცხადება მივლინების თანხის ანაზღაურებაზე), განცხადების დღის კურსით ეკვივალენტით ლარში. ჩემს პრაქტიკაში (წინა სამსახურებში) მივლინებებს ვითვლიდით მივლინების დღეების მიხედვით (თითოეულ დღეზე) გაწეული ხარჯის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში და ვუნაზღაურებდით შემდგომ ჯამურ თანხას ლარში, ხოლო ვალუტის კურსის მიხედვით დღიურ დათვლას ვაწარმოებდით როგორც მივლინების დღიურ თანხებზე, სასტუმროსთვის გადახდილ თანხებზე და ასევე სხვა ხარჯებზე, რომელიც გაწეული ჰქონდა მივლინებულ პირს. აღრიცხვიანობისთვის და ანაზღაურებისთვის რომელი ვარიანტია სწორი, თუ ორივე მისაღებია?

2022/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მივლინება
პასუხის ნახვა

ფიზიკური პირისთვის, რომელიც არის ინდმეწარმე და მისი დასაბეგრი შემოსავალია, დავუშვათ 110000 ლარი, საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 22000 ლარს. სუფთა შემოსავალი დარჩა 88000 ლარი. ქონების გადასახადისთვის რომელ განაკვეთი ეკუთვნის მას: შემოსავალი 100000 ლარამდე თუ 100000 ლარს ზემოთ?

2022/05
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა