ძებნის შედეგად ნაპოვნია 392 შედეგი

1) სამეურნეო წლის რა პერიოდზე შეიძლება მომზადდეს საწარმოს შუალედური ფინანსური ანგარიშგება? 2) თუ გამოვლინდა მოგება და დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს მისი განაწილება, ეს უნდა აისახოს ამ გადაწყვეტილების დამტკიცების შემდგომი ან ნებისმიერი მომდევნო თვის ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციით? 3) თუ ეს ასეა, როგორც მე-2 კითხვით გეკითხებით და წლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ხდება იმავე მონაცემებით, რაც შუალედურ ფინანსურ ანგარიშგებაში გვქონდა, ხომ არ მოხდება უკვე გადახდილი გადასახადების ხელმეორედ დარიცხვა თუ აქ წლიური ფინანსური ანგარიშგების შევსების ტექნიკაშია საქმე?

2024/07
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

კითხვა: შპს „ა“-ს ( სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის საქმიანობა) და შპს „ბ“-ს ჰყავთ ერთი და იგივე დირექტორი, ამავე დროს შპს „ბ“-ს დირექტორი არის მისი დამფუძნებელიც. შპს „ბ“-მ შეისყიდა ეს კომპლექსი და მის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს გადაუხადა გარკვეული თანხა. 1. არიან თუ არა ისინი ურთიერთდამოკიდებული პირები და არის თუ არა აუცილებელი ქონების შეფასება სპეციალისტების მიერ, რადგანაც ფულის გადინება ხდება შპს-დან? 2. შპს „ბ“-მ აიღო სესხი ბანკისგან შპს „ა“-ს დამფუძნებლებზე მისაცემად და ჩადო გარანტად „ა“ კომპანიის აქტივი (ორივეს დირექტორი ერთი და იგივე პირია და ბანკმა ამაზე დაყრდნობით გასცა სესხი). შპს „ბ“ არის ამ მომენტში უმოქმედო. შეიძლება თუ არა სესხის ძირი და დარიცხული პროცენტი გადახდილ იქნას შპს „ა“-დან და როგორ გადაკვალიფიცირდება ეს ოპერაცია?

2024/07
დღგ
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
შეფასება და აუდიტი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ორმაგი მოქალაქე (საქართველო, ისრაელი) ამჟამად მუშაობს ისრაელში, ექიმი-რადიოლოგია. მას უნდა საქართველოში დაბრუნება და საქართველოდან ონლაინ-მუშაობა ისრაელში, როგორც რადიოლოგს. მას აქვს არჩევანი: დარჩეს ისრაელში რეზიდენტად, თუ დარეგისტრირდეს საქართველოში როგორც გადამხდელი ან ინდმეწარმე (რომელი ჯობია?) და აქ გადაიხადოს, რაც გაცილებით ნაკლები იქნება ალბათ, ვიდრე ისრაელში გადასახადი. შემოსავალი ექნება წელიწადში 100000 ლარზე მეტი და რა პროცენტის გადახდა მოუწევს? ანუ ამ არჩევანის წინაშეა და უნდა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

2024/07
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. გერმანიაში გვაქვს გახსნილი ფილიალი. პერიოდულად, ვინაიდან ფილიალს სჭირდება ფული ხარჯების მიხედვით (რომელთა მიზნობრიობა დოკუმენტურად დასტურდება), ხდება ჩვენ მიერ ფილიალის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა. ჩაითვლება თუ არა ჩვენი ფილიალი როგორც არარეზიდენტი პირი და მასზე გადარიცხული თანხები, რომლითაც ხდება იქ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას მოგების გადასახადით (ხომ არ განიხილება სესხად, კაპიტალში შეტანად ან/და ჩუქებად)?

2024/07
მოგების გადასახადი
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

სამშენებლო კომპანიამ 2019 წელს ფიზიკური პირისგან ბარტერული ოპერაციის ფარგლებში შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. მიწის ღირებულების ანაზღაურება უნდა მოხდეს არაფულადი ფორმით – აღნიშნულ მიწაზე ასაშენებელი საცხოვრებელი კორპუსის ფართებით. 2021 წლიდან დღგ-ის კარში ცვლილებების შესვლის შემდეგ გაჩნდა გარკვეული კითხვის ნიშნები სამშენებლო კომპანიის მიერ სანაცვლო ფართების გადაცემის დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის და ღირებულების განსაზღვრის ნაწილში. კერძოდ, ცვლილებების ძალაში შესვლამდე, შემოსავლების სამსახურის გავრცელებული მიდგომა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ღირებულების განსაზღვრის ნაწილში ასეთი იყო – სამშენებლო კომპანიის მიერ მიწის მეპატრონე ფიზიკური პირისათვის გადასაცემი ფართების ღირებულება გამოიანგარიშებოდა ფორმულით: მშენებლობის დანახარჯებს (მიწის ღირებულების გარდა)+10% მოგება+18% დღგ. ამ საკითხზე არსებობს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული არაერთი შემოწმების აქტი. გარკვეული შეფერხებების გამო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო 2022 წელს და დასრულდება 2024 წელს. 2019-დან 2024-მდე საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების. ფინანსთა მინისტრის 31.12.20210 წ. №996 ბრძანების 483 მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმად სანაცვლო ფართების ღირებულებად განისაზღვრა მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასი დღგ-ის გარეშე (მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასი სამშენებლო კომპანიისათვის გადაცემის საანგარიშო პერიოდში). ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე არსებობს 2024 წლის 07 ივნისის ფინანსთა მინისტრის №195 საჯარო გადაწყვეტილება. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს 2019 წლიდან დაწყებულ გარიგებასთან, თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება დღგ-ის მიზნებისთვის შემდეგ კითხვებთან დაკავშირებით: 1) როგორ განისაზღვრება სამშენებლო კომპანიის მიერ მიწის მეპატრონე ფიზიკური პირისათვის გადასაცემი ფართების მიწოდების დაბეგვრის საანგარიშო პერიოდი? 2) როგორ განისაზღვრება სამშენებლო კომპანიის მიერ მიწის მეპატრონე ფიზიკური პირისათვის გადასაცემი ფართების ღირებულება? 3) მიწის მეპატრონე ფიზიკური პირი გეგმავს მიღებული ფართების სრულად რეალიზაციას. ამ მიზნით აპირებს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას და მიღებული ფართების ღირებულებიდან დღგ-ის ჩათვლას სამშენებლო კომპანიის მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. რაიმე სახის შეზღუდვა ხომ არ შეეხება მიწის მეპატრონე ფიზიკური პირის მიერ დღგ-ის ჩათვლის საკითხს?

2024/07
დღგ
ბარტერი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ვართ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი რეზიდენტი კომპანია (შპს), რომლის ძირითადი საქმიანობაა სასტუმრო და სარესტორნე მომსახურება. 2023 წლის ნოემბერში არარეზიდენტ კომპანიას, რომლის ფაქტობრივი მისამართია ქ. ლონდონი, გადავუხადეთ 105 ფუნტი სტერლინგი ღვინის ფესტივალში მონაწილეობისთვის, ხოლო 30 ფუნტი სტერლინგი იყო ბანკის გადარიცხვის საკომისიო. ფესტივალი ჩატარდა გურჯაანში ბრიტანული კომპანიის ორგანიზებით, სადაც მონაწილეობდნენ ღვინის მწარმოებელი კომპანიები. ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრებიც. ღვინის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სტუმრებს საშუალებას აძლევდნენ გაესინჯათ მათ მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა ღვინის სახეობები. გთხოვთ, გვიპასუხოთ შემდეგ კითხვებზე: 1) დაიბეგრება თუ არა აღნიშნული შპს უკუდაბეგვრის დღგ-ით ან/და არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით? თუ კი, რა პერიოდში? 2) გავრცელდება თუ არა მასზე სსკ 162-ე პრიმა 1 მუხლის მე-7 პუნქტი? 3) რა დოკუმენტაცია უნდა არსებობდეს ზემოხსენებულ ფესტივალში მონაწილეობის მიზნობრიობის ფაქტის გასამყარებლად? 4) დაბეგვრის შემთხვევაში, დასაბეგრ თანხაში შეიტანება თუ არა ბანკის გადარიცხვის საკომისიო?

2024/07
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა